კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საკაბელო ტელევიზიამ "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირება შეწყვიტა

29 მაისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ბოლო 10 დღის განმავლობაში კახეთში ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირება აღარ ხდება. კახეთის საკაბელო ტელევიზიაში, რომელიც ქალაქ ახმეტაშია განთავსებული, აცხადებენ, რომ "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტა უამინდობამ და ტექნიკურმა დაზიანებებმა გამოიწვია. სინამდვილეში, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკაბელო ტელეკომპანიას, "მაესტროს" გადაცემების ჩვენების შეწყვეტა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოდან მოსთხოვეს.

ეკა გავარდაშვილი, კახეთის საკაბელო ტელევიზიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტა უამინდობით და ტექნიკური დაზიანებებით არის გამოწვეული. ჩვენი თანამშრომლები უკვე მუშაოებენ და დაზიანებები მალე გამოსწორდება".

- ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ "მაესტროს" ჩვენების შეწყვეტა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოდან მოგთხოვეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელების მოთხოვნას არ შეასრულებდით, საკაბელო ტელევიზიას მთლიანად გათიშავდნენ.

- ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

- წყაროს ვინაობას, მისივე თხოვნით, ვერ გავამხელთ.

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

- სულ რამდენი სატელევიზო არხი გაქვთ ჩართული?

- საკაბელო ტელევიზიას 32 არხი აქვს ჩართული და რეგიონს თითქმის მთლიანად ვფარავთ.

- უამინდობამ მხოლოდ "მაესტროს" გადაცემების ჩვენება რატომ შეაფერხა, ან რა ტექნიკური დაზიანებებია, რომ მხოლოდ "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირება ვერ ხერხდება?

- ზუსტად რა სახის ტექნიკური დაზიანებებია ვერ გეტყვით. როგორც გითხარით, დაზიანებების აღმოსახვრელად სამუშაოები მიმდინარეობს და "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირებას მალე აღვადგენთ".

უნდა აღინიშნოს, რომ საკაბელო ტელევიზიას, "მაესტროს" ჩვენება შეწყვეტილი ჰქონდა აპრილშიც, როცა "მაესტრო" პირდაპირ ეთერში გადასცემდა თბილისში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს.

ადგილობრივების თქმით, რომლებიც კახეთის საკაბელო ტელევიზიის მომსახურებით სარგებლობენ, საკაბელო ტელევიზია "მაესტროს" ჩვენებას წყვეტს მაშინ, როგორც კი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები მწვავდება და მოვლენების შესახებ ტელეკომპანიები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ, ვრცელ და ობიექტურ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

საკაბელო ტელევიზიებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი მამუკა ღლონტიც. "საკაბელო ტელევიზიებზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირება შეწყვეტილია რუსთავშიც. ჩვენ მუდმივად გვაქვს ასეთი სახის პრობლემები", - აღნიშნავს მამუკა ღლონტი.

კახეთის საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელობაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები