კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჩნაძის ოჯახს ემუქრებიან

1 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

მელორ ვაჩნაძეს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს

ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმის მრავალრიცხოვან ფაქტს, კიდევ ერთი შემთხვევა შეემატა. მსხვერპლი ამჯერადაც ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე გახდა.

კვირას ღამით ოპოზიციის ერთ–ერთ აქტივისტს  მელორ ვაჩნაძეს, კოლმეურნეობის მოედანზე, ცხრა უცნობი პირი თავს დაესხა. იგი სასტიკად  სცემეს.

როგორც თავდასხმის ადგილზე თვითმხილველები აცხადებდნენ, თავდამსხმელები ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით იმყოფებოდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მათ ვაჩნაძეს ყოველგვარი შელაპარაკებისა და შეკამათების გარეშე დაუწყეს ცემა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.

 ვაჩნაძე შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და შემდგომ ეტაპზე გამოკვლევები ჩაუტარეს. თუ რა დაზიანებები აღენიშნება დაზარალებულს კონკრეტულად, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მელორ ვაჩნაძე, კვირას გვიან ღამით მოინახულა დედამ, რიტა მაისურაძემ. მან საავადმყოფოდან გამოსვლისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ  მის შვილს კოლმეურნეობის მოედანზე თავში უკნიდან ჩაარტყეს, რის შემდეგაც გონება დაკარგა. დაზარალებულის დედის განცხადებით, გუშინ მის ოჯახთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ნინოშვილის ქუჩაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, 19:00 საათზე ცეცხლი გაუხსნეს მელორ ვაჩნაძის მამას ვანო ვაჩნაძეს, რომელიც იმ მომენტში ავტომანქანაში იჯდა. რიტა მაისურაძის ინფორმაციით, მანქანას 7 ტყვია მოხვდა, თუმცა ვანო ვაჩნაძე დაზიანებული არ არის და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

რიტა მაისურაძის განცხადებით, მელორ ვაჩნაძის მამას გუშინდელი ინციდენტის  მისი შვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირება არ სურს.

“საქართველოს გზის” ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვაჩნაძეს ხერხემლის მესამე მალა აქვს გატეხილი. ვაჩნაძის მოსანახულებლად მისული თანამოაზრეები ამბობენ, რომ დაზარალებულს ცემის დროს გონება არ დაუკარგავს და თავდამსხმელებიდან რამდენიმე პირის ამოცნობაც შეუძლია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თავდასხმაში მონაწილედ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ აქტივისტს, გიორგი კაკულიას ასახელებს.

მელორ ვაჩნაძის სახელი საზოგადოებრივი არხის წინ მომხდარ გახმაურებულ ინციდენტს, ჟურნალისტ ნიკა ავალიანის ცემის ფაქტს უკავშირდება, რის შედეგადაც მისი და მისი ორი მეგობრის დაკავება განხორციელდა. ამ სახელს უკავშირდება აგრეთვე უშიშროების სამინისტროს წინ განხორციელებული აქცია, სადაც აქციონერები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მივიდნენ. საპროტესტო აქცია, ძალისმიერი სტრუქტურასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური შეტაკებით დასრულდა. პატრიარქის შუამდგომლობით გათავისუფლებული ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამების ფაქტებზე ლაპარაკობდნენ, მათ სხეულზე აშკარად აღენიშნებოდათ ცემის კვალი. მელორ ვაჩნაძის განცხადებით, დროებითი პატიმრობიდან გათავისუფლებულს გამუდმებით უთვალთვალებდნენ და დევნიდნენ, ისმოდა მუქარები მისი მისამართით, მომღერალ “უცნობთან” პირდაპირ ეთერში საუბრის შემდეგ კი უცნობმა პირებმა  ტელევიზიის შენობასთან მისი მისამართით ისროლეს კიდეც.

ახალი ამბები