კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰამბურგში „პრესის თავისუფლების ევროპული ქარტია“ მიიღეს, რომლის დაცვა, სავალდებულო გახდება საქართველოსთვისაც

1 ივნისი, 2009

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიიღეს „პრესის თავისუფლების ევროპული ქარტია“, რომელიც შეიმუშავეს ევროპის 19 ქვეყნის   46   წამყვანი მედია საშუალების რედაქტორებმა.   ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ჰამბურგის პრესის სახლში გამართულ ფორუმზე.

ხელმოსაწერი დოკუმენტის საბოლო ტექსტი  შეიმუშავეს  გავლენიანმა გერმანულმა გამოცემებმა: „შტერნი“ (Stern), „შპიგელი“ (Spiegel),  „ფოკუს“ (Fokus), „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგ“ (Frankfurter Allgemeine Zeitung), „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau), „თაგეს ცაიტუნგ“ Tageszeitung), „ბილდ“ (Bild), „დი ცაიტ“ (Die zeit).

10-პუნქტიან ქარტიაში ფორმულირებულია ის ძირითადი პრინციპები, რომელთა დაცვა  უზრუნველყოფს მედიის თავისუფლებას  ხელისუფლების ჩარევისგან. კერძოდ, საუბარია, მედიის  წარმომადგენლების უფლებაზე, დაცულნი იყვნენ თვალთვალისგან, ელექტრონული მოსმენებისგან,  რედაქციებში ჩხრეკისა და ჟურნალისტების კომპიუტერების შემოწმებისგან;  ქარტიაში ასევე  საუბარია ჟურნალისტების  უფლებაზე,  მათთვის ხელმისაწვდომი იყოს  ყველა ნაციონალური და უცხოური საინფორმაციო წყარო.

განვლილი ფორუმის მონაწილეთა აზრით,   ქარტია უნდა გახდეს  იურიდიული ძალის დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერაც იქნება აუცილებელი პირობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ორგანიზატორთა აზრით, იდეაში ევროპული ქვეყნების ჟურნალისტებს უფლება ექნებათ დაიმოწმონ ხსენებული ქარტია ხელისუფლებასთან ან მის ცალკეულ უწყებასთან  კონფლიქტის დროს და ასეთ შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართონ  თავიანთ უცხოელ კოლეგებს.

გთავაზობთ „პრესის თავისუფლების ევროპული ქარტიის“ სრულ ტექსტს:

„პრესის თავისუფლება სასიცოცხლოდ აუიცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ყოველი მთავრობა ვალდებულია მხარი დაუჭიროს, დაიცვას და პატივი სცეს ნებისმიერი   პოლიტიკური, სოციალური თუ  კულტურული  მიმდინარეობის  მასობრივი ინფორმაციის საშუალებას.

ცენზურა საერთოდ უნდა აიკრძალოს. აუცილოებელია ნებისმიერი სახის მედიის ჟურნალისტების დამოუკიდებლობის გარანტირება, დაუშვებელია მათი დევნა, რეპრესია და სახელმწიფოს მხრიდან მათ საქმიანობაში ჩარევა. არ შეიძლება ბეჭდვური  მედიის და  ონლაინ-მედიის ლიცენზირება.

ჟურნალისტების  უფლება - გაავრცელონ ინფორმაცია და მოსაზრებები - არ უნდა დადგეს საფრთხის ქვეშ, არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა გახდეს  სანქციების საფუძველი.

უნდა არსებობდეს ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს დაცვის გარანტიები. დაუშვებელია, რომ ინფორმაციის წყაროს დადგენის ან ამ წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის მიზნით   ჩატარდეს ჩხრეკა    რედაქციებსა და ჟურნალისტების საცხოვრებელ ბინებში, დაუშვებელია ამავე მიზნით  ჟურნალისტების თვალთვალი და მათი სატელეფონო საუბრების მოსმენა.

სახელმწიფომ უნდა შექმნას იმის გარანტია, რომ მედიას, საკუთარი ფუნქციის შესრულების დროს, დაიცავს ხელისუფლება  დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა,   საუბარია, ჟურნალისტების და მათი დამხმარე თანამშრომლების  ფიზიკურ დაცვაზე. ამ უფლების ნებისმიერი დარღვევისა  და მის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარის ფაქტი დეტალურად უნდა  უნდა  გამოიძიონ,  დამნაშავეები კი მართლმსაჯულებამ დასაჯოს.
სახემწიფო თუ სამთავრობო სტრუქტურები არ უნდა დაემუქრონ   მედიის არსებობის ეკონომიკურ საფუძვლებს და  დამოუკიდებლობას. ასევე დაუშვებელია ეკონომიკური სანქციები. კერძო ეკონომიკური სუბიექტები არ უნდა დაემუქრონ მედიის დამოუკიდებლობას და მათ თავი უნდა შეიკავონ ზეწოლისგან, რომელიც წაშლის ზღვარს რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის. სახელმწიფო ან მისი ქვემდებარე უწყებები არ უნდა ზღუდავდნენ  ჟურნალისტების თუ მედი საშუალებების  თავისუფალ ხელმისაწვდომობას  ინფორმაციაზე.  პირიქით,   სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს  მედიას, რომ მან თავისი მისია შესრულოს და საზოგადოება უზრუნველყოს ინფორმაცით. მედიას და ჟურნალისტებს უნდა გააჩნდეთ ახალი ამბების, მათ შორის, უცხოეთის ახალი ამბების თავისუფლად მიღების,  ასევე ინფორმაციის წყაროებთან თავისუფალი დაშვების უფლება. უცხოელ ჟურნალისტებზე შეუფერხებლად უნდა ხდებოდეს ვიზების გაცემა, მათი აკრედიტირება და სხვა დოკუმენტებით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია ჟურნალისტური მისიის შესასრულებლად.

ყოველი ქვეყნის საზოგადოებას თავისუფლად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ეროვნულ თუ უცხოურ მედია საშუალებებსა თუ ინფორმაციის წყაროზე.

სახელმწიფომ  არ უნდა შეუზღუდოს  მოქალაქეს ჟურნალისტის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა."

გამოქვეყნებულია „media.ge-ზე“

ახალი ამბები