კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ოჯახის წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

4 ივნისი, 2009

თეა თედლიაშვილი

შიდა ქართლის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს, ნათია მარტინენკოს სამსახურის ხელმძღვანელობა, განთავისუფლებაზე განცხადების დაწერას სთხოვს. მარტინენკოსთვის 27 მაისს გახდა ცნობილი, რომ მისი გათავისუფლება იგეგმებოდა პოლიტიკურ ნიადაგზე.

 ნათია მარტინენკოს ძმა გიორგი მარტინენკო, პოლიტიკური მოტივით 4-ჯერ არის ნაცემი, ორ ცემაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებასაც პოლიცია აყოვნებს. ერთ-ერთი ცემის ფაქტთან დაკავშირებით „ადამიანის უფელებათა ცენტრი“ რამოდენიმე კვირის წინ წერდა. გიორგი მარტინენკო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტიური წევრია, მუდმივი ზეწოლის გამო იგი გორში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

მას შემდეგ, რაც ნათია მარტინენკოსთვის ცნობილი გახდა, რომ მისი გათავისუფლება იგეგმებოდა, მან  28 მაისს შვებულებაში გასვლის თაობაზე განცხადება დაწერა და კუთვნილი 30 დღიანი შვებულება მოითხოვა. საგადასახადო ინსპექციის კანცელარიაში, განცხადებას ბეჭედი დაასვეს, დოკუმენტს ხელიც მოაწერეს, მაგრამ რეგისტრაციაში არ გაუტარებიათ. ჯერ კიდევ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს სთხოვეს, განცხადება კადრების განყოფილებაში აეტნა.

29 მაისს ექვსი საათის შემდეგ მარტინენკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაურეკა და სამსახურში მისვლა სთხოვა. სამსახურში მარტინნკოს აუხსნეს, რომ მისი გათავისუფლება დაკავშირებულია მისი ოჯახის წევრების ოპოზიციონერობასთან.

“სამსახურში მისულს მითხრეს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა ქართლის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მიღებული ჰქონდათ მითითება, რომ გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. მათ მთხოვეს საკუთარი ხელით დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამაზე მე კატეგორიული უარი განვაცხადე. მაშინ როდესაც მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, 6 და 2 წლის, ჩემი მეუღლე კი უმუშევარია, ვერ მივხვდი საკუთარი ხელით გათავისუფლების შესახებ განცხადება, რატომ უნდა დამეწერა. მთელი წინა თვეების განმავლობაში ვიღებდი პრემიებს და ჯილდოებს, არასოდეს სამსახურში არ ვიგვიანებდი. ხომ უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი, თუ ასე ცუდად ვმუშაობდი, ერთი გაფრთხილება მაინც მოეცათ. მითხრეს თუ განცხადებას თვითონ არ დაწერ იძულებულები გავხდებით დოკუმენტები შეგიცვალოთ საქმეებშიო. გაყალბებული საბუთები კი სავარაუდოდ ჩემი დაჭერის მიზეზი შეიძლება გახდეს. რეალურად სამსახურს ჩემი შემცვლელიც კი არ ჰყავთ, გათავისუფლების მიზეზს კი ვერ მეუბნმებიან”_ ამბობს ნათია მარტინენკო.

ნათია მარტინენკომ განცხადებით უკვე მიმართა  საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თვმჯდომარეს თამარ ხიდაშელს და ადამიანის უფელაბათა ცენტრს აღმასრულებელ დირექტორ უჩა ნანუაშვილს და დახმარება სთხოვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა საკითხის გასარკვევად შიდა ქართლის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ჩაჩანიძეს მიმართა, რათა წერილობით გვაცნობონ მიზეზი, რის გამო სთხოვენ ნათია მარტინენკოს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს შიდა ქართლის საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებისაგან. გარდა ამისა ორგანიზაცია ითხოვს, არ მოხდეს ნათია მარტინენკოს პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მიმართავს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას, დაუყოვნებლივ გამოძიებული იქნას, გიორგი მარტინენკოზე მხეცური თავდასხმა.

ახალი ამბები