კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში პოლიტიკური დაჭერები გრძელდება

16 ივნისი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

გუშინ ღამის 11-დან 12 საათამდე "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი ზაალ გუდაძე და ამავე ალიანსის აქტიური მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე დააკავეს. “ალიანსის” გორის ორგანიზაციის ხლმძღვანელი დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ზაალ გუდაძეს, ხელყუმბარები "აღმოუჩინეს", ხოლო თამაზ ტლაშაძეს სუბოტექსის ნატეხზე ედავებიან, თუმცა სუბოტექსის ნატეხი მტკიცებულებად საქმეში ჯერ არ დევს.

პოკურატურა დაკავებულებს აღიარებით ჩვენებას და გირაოს სახით გარკვეულ თანხას სთხოვს. საუბარია 4 და 5 ათას ლარზე, სწორედ ამ თანხის მიღებას ცდილობს სახელმწიფო ბრალდებულთაგან.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ზაალ გუდაძეს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის დარღვევაში სდებენ, ხოლო თამაზ ტლაშაძეს 260 მუხლით წაუყენებენ ბრალს.

"ღამით 11 საათიდან ვეძებდით ჩვენს მეგობრებს, მხოლოდ ორი საათისთვის გახდა ცნობილი, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ. ზაალი ჩვენი პარტიის წევრია და ყოველდღე აქტიურად მონაწილეობს აქციებში, შეხლა-შემოხლაც მოსვლია "კუდის" თანამშომლბთან. დარწმუნებული ვარ რომ სწორედ მისი აქტიურობა გახდა დაკავბის მიზეზი. თამაზ ტლაშაძე პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ჩვენი აქტიური მხადამჭერია და მისი დაკავებაც სწორედ ამან გამოიწვია” - გვითხრა “ალიანსის” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავიტ რაზმაძემ - “ბოლო დროს თამაზი ავადმყოფობდა და სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, ახლაც "ბოჯომის" საყიდლად იყო გამოსული, იქვე იყვნენ ჩასაფრებული სამართალდამცავები და სწორედ მაშინ გადაუგრიხეს ხელები და დააკავეს. ღაც შეეხება ზაალს, ის ქალაქში თვალშისაცემი ფიგურაა, მსგავსი ქმედება მის წინააღმდეგ ხალხის დაშინებას ემსახურება" - აცხადებს დავით რაზმაძე.

თამაზ ტლაშაძეს დაკავების შემდეგ ნაკოლოგიური შემოწმება ჩაუტადა, მას ორგანიზმში ნარკოტიკის შემცველობა არ აღმოაჩნდა.

დაკავებულებს უკვე შეხვდნენ ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენლი შიდა ქართლში ნინო დალაქიშვილი. დალაქიშვილის ინფომაციით, თამაზ ტლაშაძე აღმაშენებლის ქუჩაზე, მამასთან იმყოფებოდა, საიდანაც სახლში ფეხით მიდიოდა, სახლიდან 40 მეტრში, სამართალდამცავებმა გააჩერეს და ორჯერ გაჩხრიკეს, ჩხრეკისას არაფერი აღმოუჩენიათ. სამართალდამცავებმა ტლაშაძე მესამედაც გაჩხრიკეს.

"როგორც თამაზმა მითხრა, მესამედ გაჩხრეკის დროს ჯიბიდან ბრჭყვიალა პატარა ქაღალდი ამოუღეს, არც კი გაუხსნიათ ისე თქვეს ნარკოტიკიაო და ჩასვეს მანქანაში. რაც შეეხება ზაალ გუდაძეს, ის მეგობრის სამძიმრიდან ბრუნდბოდა სახლში, ნინოშვილის ქუჩაზე გზა გადაუჭრეს, მანქანიდან გადმოხტა გაბრაზებული და სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლისას მოხვდა სავარაუდოდ ბლაგვი საგანი. თვითონ ვერ იხსენებს ზუსტად რა საგანი იყო ეს, თუმცა მხრის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება"_ ამბობს სახალხო დამცელის წარმომადგენლი ნინო დალაქიშვილი.

ზაალ გუდაძის წინაამდეგ კამპანია დიდი ხნის წინ დაიწყო. მისი თანაპარტიელების განცხადბით, ჯერ ზაალის ძმის, კოტე გუდაძის წინააღმდეგ იგეგმებოდა პროვოკაცია. კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, ტაქსის ერთ-ერთ მძღოლს თანხა შესთავაზა იმისთვის, რომ ის მანქანაში ჩაესვა, "დანარჩენის მოფიქრება" კი "კუდის" ყოფილმა თანამშომელმა საკუთარ თავზე აიღო. მაშინ ტაქისის მძღოლმა, მსგავსი ქმდება არ იკადრა და კოტე გუდაძე დაკავებას გადაურჩა.

ძმები ქალაქაში ოპოზიციური მუხტით გამოირჩევიან. მაშინ როდესაც გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, შიდა ქართლის მაშინდელ გუბერნატორს, მიხილ ქარელს დითირამბები მიუძღვნეს, კოტე გუდაძემ შვილი ბაღიდან დემონსტრაციულად გამოიყვანა და კატეგორიულად გაილაშქრა ლენინური გადმონაშთების წინააღმდეგ.

16 ივნისს გორში თანაპარტიელთა თანადგომის მიზნით რესპუბლიკელი თინა ხიდაშელიც იმყოფებოდა. დაკავებულების სასამართლო პროცესი ჯერ არ დანიშნულა.

ახალი ამბები