კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარს ეუბნებიან

19 ივნისი, 2009

ვაკო გრძელიშვილისადმი სამართალდამცავების განსაკუთრებული სისასტიკე მისი წარსულითაა გამოწვეული                                                   

ნონა სალაღაია

15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციელების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, მათი დაპატიმრებაც მოჰყვა. დაკავებული 39 დემონსტრანტიდან, ამჟამად პატიმრობაში 5 რჩება. დანარჩენს კი ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დაეკისრა. 

პატიმრობაში დარჩენილი დემონსტრანტებიდან ოთხს 30 დღიანი, ერთს კი, ვალერიან გრძელიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ახალგაზრდული მოძრაობების თანამებრძოლთა განცხადებით, მიშა მესხს სამწვერა ნერვის ანთება განუვითარდა. ასევე გამოსაკვლევია დაჩი ცაგურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ძლიერ თავის ტკივილებს უჩივის. ჯანმრთელობის მდგომარება შელახული აქვს დათო ფაცაციასაც, რომელმაც საკანში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ვალერიან (ვაკო) გრძელიშვილი, ისევე როგორც მისი თანამოაზრეები პოლიციელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართული აქციის დარბევის დროს დააკავეს. ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ მასაც ისეთივე სისასტიკით გაუსწორდნენ ფიზიკურად, როგორც სხვებს. გრძელიშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი, აქვს სისხლნაჟღენთები და ექსკორაციები. მას, სხვებისგან განსხვავებით, სასამართლომ არა 30 დღიანი, არამედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ეს იმითაა განპირობებული, რომ ვალერიან გრძელიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ეხება მარჯანიშვილის ქუჩაზე 13 ივნისს, მომხდარ ინციდენტს. შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის დროს უცნობმა პირებმა ჯიპის მარკის ავტომანქანით გრძელიშვილს, რომელიც ასევე მანქანით მოძრაობდა გზა გადაუღობეს.

გრძელიშვილთან ერთად ავტომანქანაში ისხდნენ მისი მეგობრები, მათ შორის “9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის” წევრი, დაჩი ცაგურია და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია. ირაკლი კორძაიას მტკიცებით, ჯიპიდან ხელკეტებით შეიარაღებული 5 მამაკაცი გადმოხტა,Yრომლებიც გინებითა და შეძახილებით მისცვივდნენ გრძელიშვილის მანქანას და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ავტომანქანის ოთხივე კარის გაღებას.

ვალერიან გრძელიშვილის ადვოკატი ქეთი ბექაური ამ ფაქტს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ თავდასხმად აფასებს. ადვოკატს იმის მტკიცების საფუძველს, რომ თავდამსხმელები პოლიციელები იყვნენ, მათივე შეძახილები აძლევს. ადვოკატის განცხადებით ჯიპიდან გადმოსული მამაკაცები ახალგაზრდებს უყვიროდნენ: ”ახლა ხომ ვეღარ გაგვექცევით, ახლა ხომ მაინც დაგიჭირეთ” და ა.შ.

ადვოკატის თქმით, ვალერიან გრძელიშვილი იძულებული გახდა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მიზნით ავტომანქანა სწრაფი მოძრაობით უკან დაეხია, რის გამოც ინციდენტის მიზეზით შექმნილ საცობში მის უკან მდგომ მიკრო ავტობუსს დაეჯახა.

“აღსანიშნავია, რომ მიკრო ავტობუსის მძღოლი, ვასილ ღვინიაშვილი, თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულთან საუბარში სრული სიზუსტით აღწერდა მომხდარს და აღნიშნავდა, რომ შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები თავდასხმელებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. თუმცა მოგვიანებით, მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ სავალი გზა თავისუფალი იყო და რომ ვალერიან გრძელიშვილმა მას განზრახ დააჯახა მანქანა” - აღნიშნავს ადვოკატი ქეთი ბექაური.

გარემოებები, რომლებიც გრძელიშვილის სასარგებლოდ მეტყველებს, გამოძიებამ  არ გაითვალისწინა, საქმეს განზრახ ჩადენილი დანაშაულის ვალიფიკაცია მისცა და დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვალერიან გრძელიშვილი 2006 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მსახურობდა. გრძელიშვილის ადვოკატ ქეთი ბექაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავებას წმინდა პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.

“უფრო მეტიც, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რადგან ის შიდა ქართლის სამმართველოში კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროს გამომძიებლად მუშაობდა, ბოლო დროს კი აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში, მას ახლო მეგობრობა აკავშირებს „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის” წევრ დაჩი ცაგურიასთან. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები მას მოღალატესა და გამყიდველს უწოდებდნენ“ ამბობს ბექაური.

გრძელიშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა და ბრალად კერძო ქონების განზრახ დაზიანება ედება.

ახალი ამბები