თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, ხელისუფლება ძალის გამოყენებით გაუსწორდა. სავარაუდოდ, დაშავებულია მრავალი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ფაქტს ადასტურებს.
საქართველოს დედაქალაქში, პოლიციის თანამშრომლებმა ხელკეტებით დაარბიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ შეკრებილი მშვიდობიანი მანიფესტანტები. პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ძალისმიერ ღონისძიებას, სავარაუდოდ, მრავალი ადამიანის მძიმე ფიზიკური დაზიანება მოჰყვა. როგორც ორშაბათს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო AFP –ს კორესპონდენტი იტყობინებოდა, სამართალდამცავებმა ფოტოგრაფებს კამერები ჩამოართვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილის ცნობით, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მართლაც მოხდა შეხლა-შემოხლა, თუმცა მან ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეჯახება გასულ თვესაც მოხდა. დემონსტრანტები აპრილის დასაწყისიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ, პრეზიდენტის, რომელიც 2003 წლიდან “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მართავს ქვეყანას. ოპოზიციონერები მას ბრალს სდებენ ერთპიროვნულ-ავტორიტალურ მართველობაში, რომელმაც “ვარდების რევოლუციის” ღირსება შელახა.
წყარო "Focus"
ორიგინალი - focus.de