კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გათავისუფლება ხელშეკრულების დასრულებამდე

22 ივნისი, 2009

მაკო მალაყმაძე, ბათუმი

გათავისუფლებული დევნილი სასამართლოს გზით ცდილობს სამართლიანობის აღდგენას

დევნილი ნიკოლოზ გარგანჯია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში დაარსებიდან მუშაობდა. 2010 წლის თებერვლამდე ის კომპანიის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ წლის 28 მაისს, გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. გათავისუფლების გადაწყვეტილებაში მხოლოდ საქართველოს შრომითი კოდექსის 37 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და 38 მუხლის I და III ნაწილია მითითებული.
 
ნიკოლოზ გარგანჯია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ თავდაპირველად კომპანიის აჭარის ფილიალის მეტროლოგიის განყოფილების უმცროს სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2009 წლის თებერვლიდან კი, აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნეს. შრომითი სარგოც გაეზარდა, დაწინაურების შემდეგ ის 900 ლარს შეადგენდა. მას კომპანიასთან 2010 წლის თებერვლამდე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. თუმცა, 28 მაისიდან ის სამსახურის, ხოლო დევნილი ოჯახი კი - შემოსავლის გარეშე დარჩა: „ოჯახში სხვა შემოსავალი არ გვაქვს, მხოლოდ ნიკოლოზის ხელფასი გვქონდა. ახლა რა უნდა ვქნათ არ ვიცით. პირად საუბრებში რაღაც ავამდყოფობის მიზეზებს ამბობენ, მაგრამ ნიკოლოზს არაფერი აწუხებს. ამის დამამტკიცებელ ცნობას თუ მოითხოვენ მივუტანთ კიდეც. გათავისუფლების გადაწყვეტილებაში მხოლოდ ეს მუხლები წერია. შეიძლება ადამიანი ასე უმიზეზოდ გაათავისუფლო, როცა ჯერ კიდევ ხელშეკრულების ვადა ამოწურული არ არის? არც ერთი შენიშვნა არ ჰქონია და კარგად ასრულებლად მის სამუშაოს“ - ამბობენ ოჯახის წევრები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის დირექტორთან ცდილობდა საკითხის გარკვევას. თუმცა, დირექტორმა დავით ჟღენტმა კომპანიის იურისტთან გადაგვამისამართა.

ალეკო მეტრეველი, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის იურისტი: „ნიკოლოზ გარგანჯიასთან მოხდა შრომითი ხელშეკრულების მოშლა. შრომითი კანონთა კოდექსი საფუძველს არ ითხოვს, ხელშეკრულების მოშლა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება.

არ ვიცი საშტატო პოლიტიკა როგორ განხორციელდა, აუცილებელი იყო თუ არა მისი გათავისუფლება. თუმცა, სამართლებრივად შტატების შემცირება ხელშეკრულების მოშლისათვის აუცილებლობა არ არის. ჩვენ დავიცავით, კოდექსის 38 მუხლი და გაცემულ იქნა კომპესაციაც“.

აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტები საკმაოდ ხშირია. თუმცა, კომპანიის იურისტის თქმით, აჭარაში არსებობიდან მხოლოდ ერთი შრომითი დავის ფაქტი ჰქონდათ, რომელიც მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობით დამთავრებულა.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შრომითი კანონმდებლობის შეფასებასთან დაკავშირებით, აჭარის პროფკაშირებსაც დაუკავშირდა.

ილია ვერძაძე, აჭარის პროფკავშირების უფროსის მოადგილე: „ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არის ხელშკერულების მოშლა, წერია საქართველოს შრომითი კოდექსის #37 მუხლში. ეს აქსიომაა. ხოლო #38 მუხლში განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება ხელშეკრულების მოშლა. აქ უკვე დისკრიმინაციული ნორმაა ჩადებული, რადგან საკმარისად მიჩნეულია მხოლოდ მხარის ინიციატივა. ჩვენ სწორედ ამ მუხლს ვაპროტესტებთ. ჩვენ ინიციატივით უკვე შესულები ვართ პარლამენტში, რომ მინიმუმ დამსაქმებლის ვალდებულებითი ნაწილი უნდა გაიზარდოს, უნდა დაასაბუთონ რატომ ათავისუფლებენ თანამშრომელს. დღევანდელი კოდექსი კი არ ითხოვს საფუძვლის დასაბუთებას, მხოლოდ ინიციატივაა საკმარისი“.

ახალი ამბები