კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში რეგიონული გაზეთ „იმედის“ გამოცემა შეწყდა

26 ივნისი, 2009

თამარ მახარაშვილი, კახეთი

კახეთში რეგიონული გაზეთ „იმედის“ გამოცემა შეწყდა. გაზეთის გამოცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გაზეთის სარედაქციო კოლეგიამ გუშინ მიიღო. „ამგვარი ტერორის პირობებში ვერ ვახერხებთ სრულყოფილად მუშაობას, რის გამოც იძულებულები ვართ გაზეთის გამოცემა შევწყვიტოთ“, - ნათქვამია გაზეთ „იმედის“ რედაქციის განცხადებაში.

გაზეთ „იმედის“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მითითებით კერძო კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაზეთ „იმედში“ რეკლამის განთავსება უკვე რამდენიმე თვეა აეკრძალათ.

„ამავე მიზეზით, გაზეთის ხელმომწერთა რაოდენობა წელს მკვეთრად არის შემცირებული. ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, გაზეთი აქამდე მაინც გამოიცემოდა, თუმცა რამდენიმე დღეა, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის დავალებით, გაზეთის რედაქტორის და თანამშრომლების წინააღმდეგ დევნა ხორციელდება. უფრო მეტიც, ვიცე-გუბერნატორის ძმის - გოჩა სიბაშვილის მითითებით, რომელიც ოფიციალურად შს გურჯაანის სამმართველოს განყოფილების უფროსია, სინამდვილეში კი პოლიციის სამმართველოს ფაქტობრივად ხელმძღვანელობს, ორი დღის წინ, გვიან ღამით, გაზეთის რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავებაც იგეგმებოდა. ამის შესახებ გაზეთის რედაქცია და თავად გელა მთივლიშვილი სანდო პირებმა გააფრთხილეს. გუშინ, კი როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გაზეთ „იმედის“ ჟურნალისტების „გაფუჭება“ გურჯაანში რამდენიმე მაღალჩინოსანს დაავალა, რაზედაც უარი მიიღო. ამის გამო, ვიცე-გუბერნატორი მათ გათავისუფლებას გეგმავს. ამგვარი ტერორის პირობებში ვერ ვახერხებთ სრულყოფილად მუშაობას, რის გამოც იძულებულები ვართ გაზეთის გამოცემა შევწყვიტოთ“, - ნათქვამია გაზეთ „იმედის“ რედაქციის განცხადებაში. გაზეთის თანამშრომლები გუბერნატორის ადმინისტრაციის გაღიზიანებას გაზეთში ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე კრიტიკული სტატიებისა და ჟურნალისტური გამოძიებების გამოქვეყნებას უკავშირებენ.

„მე მზად ვარ ბრძოლისთვის. მე იმაზე მეტი ვიცი ზოგიერთებს რომ გონიათ... შედეგისათვის ბრძოლა კანონიერი მეთოდებით და თანაც პირდაპირ სახალისოა, საინტერესო და ყოველშემთხვევაში მე ჟინს მმატებს და უფრო ბრძოლისუნარიანს მხდის. ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, მეც ხომ მიყვარს სკანდალები“, - ეს გუბერნატორის პირველი მოადგილის ბოლო კომენტარი გახლავთ, რომელიც ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ჩაიწერა.

რეგიონული გაზეთი „იმედი“ კახეთში 2003 წლიდან გამოიცემა. ამ ხნის განმავლობაში გაზეთის ჟურნალისტებზე ზეწოლის და თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. გაზეთის რედაქტორს საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა ორჯერ აუფეთქეს, შემდეგ მისი მკვლელობა სცადეს, მერე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არცერთი საქმე გამოძიებული არ არის. რამდენიმე დღის წინ კი ჟურნალისტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ახალი ამბები