კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: „ჩვენი ერთადერთი პრობლემა რუსეთია“

26 ივნისი, 2009

ხეორხინა იგერასი

სცენა იმდენად სიურეალისტურია, რომ ბუნუელს მოგაგონებთ. მინდვრის შუაგულში, სამი მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული კამერების წინ ოცამდე გლეხია თავმოყრილი. მარჯვნივ მამაკაცები დგანან, მარცხნივ - ქალები. ყველას თავისი მიკროფონი აქვს. გზიდან დიდი სიჩქარით გვიახლოვდება დაჯავშნული “მერსედესის” მარკის ჯიპების კოლონა. იქიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავის დაცვის წევრებთან ერთად გადმოდის.

საქართველოს ლიდერი ამ ადამიანების ცენტრში დგება და მათ  წინაშე სიტყვით გამოდის, ურჩევს მათ მოიყვანონ „კაბერნე“, „ღვინო, რომელზეც დიდი მოთხოვნაა შვედეთსა და ნორვეგიაში.“ ფერმერი ეუბნება მას, რომ სოფელ ნაფარეულში 1 000 კომლია და ორი ტრაქტორი. „შემოდგომაზე მეტი გექნებათ,“ პირდება მათ პრეზიდენტი. 15 წუთიანი შოუ სრულდება და ქარავანი მეორე, დაუგეგმავი შეხვედრისკენ მიქრის. შემდეგ სააკაშვილი ევროპელი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად  ვერტმფრენით, საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ სიღნაღში ჩადის. პრეზიდენტს ამ პატარა ქალაქის ტურისტული პოტენციალის ჩვენება სურს. აქ მუზეუმი შენდება. ის შარშან გაიხსნა და დღეს აქ პიკასოს რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარია გამოფენილი. სადილზე ქართული სამზარეულოს კერძებია. ინტერვიუ ამ სადილის დროს არის ჩაწერილი.

გადადგებით, თუკი ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნაში პასუხისმგებლობას  შარშანდელ აგვისტოს კონფლიქტზე თქვენ დაგაკისრებთ?

არასოდეს. გარდა ამისა, ვერც ერთი გამოძიება ვერ იტყვის, რომ მე არასწორად მოვიქეცი. სამხრეთ ოსეთი ჩვენი ტერიტორიაა. ზოგიერთი იდიოტი ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, ისე, რომ რუსების შემოჭრის საფრთხე არ გავითვალისწინეთ. ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის, რომ უფრო ადრე არ შევიკრიბეთ.

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შემოერთება ომის შემდეგ გაცილებით გართულდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა

აშკარაა, რომ მათ ეს იმ დროიდან ჩაიფიქრეს, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა. ამას „ეთნიკური წმენდა“ და ოკუპაცია ჰქვია.

9 აპრილის შემდეგ ოპოზიცია ქუჩის აქციებს აწყობს. ის საპარლამენტო არჩევნებს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს…

ქართველები დაავადებულები არიან ქუჩის საპროტესტო აქციებით და ამ გზით მთავრობის შეცვლით. ეს ამ დაავადების საწინააღმდეგო კარგი ვაქცინა იქნება. მე რუსებს ჩემი განადგურებით სიამოვნებას არ მივანიჭებ. მაღალი რეიტინგი მაქვს, მოსახლეობის 60% მხარს მიჭერს, მაქვს დასავლეთის მხარდაჭერა. რატომ ჩავატარო არჩევნები, როდესაც ზოგიერთ მთავრობას ევროპაში 20%-იანი რეიტინგი აქვს?

გასულ ორშაბათს, რუსეთმა უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებას აფხაზეთში. როგორ ფიქრობთ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა?

რუსები წლების განმავლობაში ბომბავდნენ ჩვენს დასახლებულ პუნქტებს, და მოვიდა დრო დასავლეთმა განაცხადოს: კმარა! რუსეთთან კომპორმისების დრო უნდა დასრულდეს. მე უკმაყოფილო ვარ, რომ გაეროს მისია საქართველოში დასრულდა, მაგრამ ის ძალიან სუსტი იყო.

დასავლეთის მხარდაჭერით კმაყოფილი ხართ?

არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთისგან პროვოკაციის საშიშროება არსებობდა, მაგრამ არავინ მისმენდა. მართალია გვიან, მაგრამ დახმარება მაინც მოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ნატოსთან და ევროკავშირთან პოლიტიკური პარტნიორობით, აშშ-სთან კი სტრატეგიული ალიანსს ვაყალიბებთ.

თბილისში ბუშის სახელობის ქუჩა გაქვთ, რომელთანაც თქვენ მეგობრობდით. ობამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ბუშმა სამყაროს ამ ნაწილისთვის ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. ობამას ადმინისტრაციასთან კარგი კავშირები გვაქვს, თუმცა პირადად მას არ ვიცნობ.

„ვარდების რევოლუციის“ დროს (2003) თქვენ ხელისუფლებაში საქართველოს დემოკრატიზაციის დაპირებით მოდიოდით…
 
ჩვენი დემოკრატიული სისტემა ყველაზე მყარია რეგიონში. ძალიან მტკივნეული რეფორმების გზით, ჩვენ შევძელით ქვეყანაში კორუფციის დამარცხება. ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელები ან ციხეში არიან, ან რუსეთში. გარდა ამისა, ევროკავშირის ექსპერტები პოლიცილების მომზადებაში გვეხმარებიან, თუმცა ზოგჯერ მათ ხელები ექავებათ და ჩხუბობენ ხოლმე (აქციების დაწყების დღიდან,  ჟურნალისტების, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველის წარმომადგენელის გარდა, ასობით მანიფესტანტი სასტიკადაა ნაცემი და დაპატიმრებული).

ომმა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა შეანელა და უმუშევრობა გაიზარდა. კრიზისის დასაძლევად რას აკეთებთ?

ჩვენ ქვეყენაში სტაბილიზაციას მივაღწიეთ და ევროკავშირს რუსეთის გაზის მონოპოლიის ალტერნატივა შევთავაზეთ. კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიიდან ევროპაში გაზი ჩვენი ტერიტორიის წყალობით შეიძლება მოხვდეს. როდესაც ცხადი გახდება, რომ ომი აღარ იქნება, ინვესტორები დაბრუნდებიან. მანამდე კი ვცდილობთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეალიზებას. სამ წელიწადში, ჩვენ ბათუმს შავიზღვისპირეთის ბარსელონად გადავაქცევთ. ამისთვის ჩვენ ესპანელი არქიტექტორები და მშენებლები ჩამოვიყვანეთ.

დღეს რა პრობლემები აქვს საქართველოს?

საერთაშორისო თვალსაზრისით ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს - რუსეთი. ქვეყნის შიგნით კი მე საპარლამენტო ოპოზიცია უფრო მაღელვებს, ვიდრე ქუჩის აქციები.

ორიგინალი

წყარო: http://foreignpress.ge/

ახალი ამბები