კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე ადამიანის უფლებათა ცენტრმა აქციით აღნიშნა

26 ივნისი, 2009

დღეს ვერის ბაღში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში გახშირებული წამების ფაქტებს.

„ბოლო სამ თვის განმავლობაში დაკავებულ პირთა უმრავლესობა წამების მსხვერპლი გახდა“ - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვენელი უჩა ნანუაშვილი - „ბოლო სამი თვის სტატისტიკა მთლიანად ცვლის იმ დადებით სურათს, რომელსაც წამების ფაქტების კლების თვალსაზრისით ქვეყანამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მიაღწია. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები თავს ხელშეუხებელ ადამიანებად თვლიან, რაც იწვევს მათში დაუსჯელობის სინდრომის გაძლერებას. ამასთან ხდება პოლიციის პოლიტიზირება. ამან ასახვა პოვა იმაში, რომ მკვეთრად მოიმატა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ნაწამები ადამიანების რიცხვმა“.

აქციის მონაწილეებმა ვერის ბაღის შესასვლელში დატოვეს წარწერა მოწოდებით „შეწყდეს წამება!“

ამის შემდეგ კი „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა კინოთეატრ „ამირანში“ მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“ გადაინაცვლეს, სადაც შედგა ანიმაციური ფილმის „ანარეკლი“ და წიგნის „მე მქვია“ პრეზენტაცია.

აქციის მიმდინარეობის შესახებ ფოტორეპორტაჟის ნახვა ჩვენსავე ვებ-გვერდზე შეგიძლიათ. 

ახალი ამბები