კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავაჭრო ცენტრი „ბათუმი“ ვადაზე ადრე გამოასახლეს

8 ივლისი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

სავაჭრო ცენტრი „ბათუმის“ადმინისტრაციამ გაფრთხილება ადმინისტრაციული შენობის დაცლის თაობაზე 6 ივნისს მიიღო. 7 ივნისს, 17 საათისთვის კი სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს.

„გუშინ მოგვივიდა გაფრთხილება, რომელიც გვავალდებულებდა ხუთ დღეში დაგვეცალა შენობა. მაგრამ დღეს დღეს თვითონ შემოვიდნენ აქ და გაგვასახლეს. ხუთდღიანი ვადა გვქონდა ამ გაფრთხილების გასასაჩივრებლად, თუმცა არც ამას დაელოდნენ. ჩვენი გამოსახლება სრულიად უკანონოა და ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - გვითხრა სავაჭრო ცენტრ „ბათუმი“-ს იურისტმა ლევან მამულაძემ.

ე. წ. ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციის გამოსახლებაში ადგილობრივი პოლიციის განყოფილების თანამშრომლების გარდა, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს და კუდ-ის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გვარჯალაძეც. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში ისინი დღის 5 საათისთვის გამოჩნდნენ.

„ქსეროქსის აპარატზე რაღაც ასლებს ვაკეთებდი, როცა რამდენიმე ადამიანი შემოცვივდა. მათ ოთახის დატოვება მომთხოვეს. მხოლოდ ის მკითხეს უფროსი თუ არის ადგილზეო. შემდეგ მე ქვევით ჩავედი, მეტი არაფერი ვიცი“, - ამბობს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი.
 
სავაჭრო ცენტრის შენობა ორსართულიანია. ადმინისტრაციის რამდენიმე ოთახი, რომელიც დაკეტილი იყო, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით შეამტვრიეს და ინვენტარი გამოიტანეს.

გამოსახლებას თვალს ადევნებდა ხოფის ბაზრობის ახალი მფლობელი, შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“-ს დირექტორი აბესალომ გურგენიძე, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხოფის ბაზრობა რამოდენიმე დღის წინ გადაეცა. „მე არავისთვის მიმიმართავს გამოსახლების თხოვნით. როგორც ჩანს, ძველი ამინისტრაციის გამოსახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა. ფაქტიურად, 25 ივნისის შემდეგ დირექტორი ვარ, მაგრამ მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია. მუშაობას მაშინ დავიწყებთ, როცა ობიექტს გადმომცემენ“.

გამოსახლებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის და ხელშეკრულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ ცინცაძეც ესწრებოდა. მან ახალი დირექტორის მსგავსად გვითხრა, გამოსახლების თაობაზე სამართალდამცავებისთვის სამინისტროს არ მიუმართავსო.

გამოსახლების პროცესს მოვაჭრეებიც ადევნებდნენ თვალს. ისინი საქონლის დაცვისთვის გარანტიას ითხოვდნენ. ეს გარანტია მათ აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, რამაზ გვარჯალაძემ მისცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამართალდამცავებმა პროფესიული საქმინობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტებსაც. პოლიციას შენობის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი ჰქონდა, რომლის იქითაც მედიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საბაბად კი უსაფრთხოების ზომების დაცვას ასახელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრს (ე. წ. ხოფის ბაზრობა), ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, 2007 წლიდან ყადაღა ადევს. სასამართლო ინსტაციებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა ფართისა და შენობის ძველ მეპატრონეებსა და სახელმწიფოს შორის. ამ ეტაპისთვის სავაჭრო ცენტრის ორი მფლობელის - ილია ანანიძესა და ჯონი ზოიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ილია ანანიძეს თანხის (304 459 ლარი) უკანონო მითვისებისთვის 9, ხოლო ჯონი ზოიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ თემაზე:

სამინისტრომ დაყადაღებული ობიექტი მიითვისა

ახალი ამბები