კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 წლის თორნიკეს დახმარება სჭირდება

9 ივლისი, 2009

თამარ ხუციშვილი

ხვალ, 10 ივლისს 12 წლის თორნიკე ჯაბაურს ოპერაციის ზუსტი თარიღი უნდა დაუდგინონ. მას  ხელი აქვს მოტეხილი. იმისთვის, რომ ძვლის დაშლის პროცესი მთელს ორგანიზმზე არ გავრცელდეს, სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია. უკეთეს შემთხვევაში მას ხელის ძვალი უნდა დაუპლომბონ, უარეს შემთხვევაში კი დონორის პოვნა დასჭირდება, რათა დაშლილი ძვლის ნაცვლად დონორის ძვალი ჩაუდგან. თორნიკეს ოპერაციისთვის საუკეთესო შემთხვევაში 3800, უარეს შემთხვევაში კი 20 000 ლარი დასჭირდება. ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა კი მის ოჯახს, რომელიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება, არ გააჩნია. თორნიკეს მშობლები სახელმწიფოსა და მოწყალე ადამიანების იმედად არიან. თუ ვინმეს შეგიძლიათ ბავშვის დახმარება, გთხოვთ გადარიცხოთ თანხა მის ანგარიშზე: - 41 16 73 08 30 სახალხო ბანკი, მფო - 220101476. ან დაუკავშირდეთ მის მშობელ კახა ჯაბაურს ტელეფონზე - 60 09 72.

უკვე  12   წელია   თორნიკე   ჯაბაურისთვის  ბინის  შეცვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,  ყოველი  დილა იმის ფიქრში  თენდება, სად მოუწევს დაძინება.  მაგრამ  მისი  მთავარი  პრობლემა მაინც სუსტი ძვლებია და ამ პრობლემის წინაშე ის მაშინ დადგა,როცა 10 წლის თორნიკემ თამაშის დროს ხელი  მოიტეხა. დიაგნოზის შედეგად მას ძვლის კისტა დაუდგინეს. უსახსრობის გამო მშობლებმა თორნიკეს საავადმყოფოში დაწვენა ვერ მოახერხეს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ თხოვნაზე უარი მიიღეს. მიზეზად თანხების უქონლობა დასახელდა.

სამი სკამი, ორი საწოლი, მაგიდა, კარადა და შავ-თეთრი ტელევიზორი - ესაა ჯაბაურების ოჯახის ქონების სრული ჩამონათვალი. ისინი თემქაზე, ერთ ოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობენ. თუმცა იციან, რომ ამ ბინის დაცლაც მალე მოუწევთ, რადგან უკვე სამი თვეა ბინის ქირა არ გადაუხდიათ. კარადა პატარა არქივს მოგაგონებთ, რომელიც 1997 წლიდან დღემდე უამრავ განცხადებას, წერილს თუ სათხოვარ წერილს იტევს. წერილი პრეზიდენტს, მერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, გამგებლებს... ვის არ მიწერეს, მაგრამ...

 თორნიკე 32-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა, სკოლაში კარგად სწავლობს და    მისი ფოტო ფრიადოსანთა დაფის ხშირი სტუმარია. მათემატიკა და ქართული განსაკუთრებულად უყვარს. მისი ყოველი დილა ლოცვით იწყება. მარხულობს კიდეც, იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს. მისი მოძღვარია მამა ბასილი, რომელიც თორნიკესთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია და ცდილობს ,,ცუდი“ არაფერი გააკეთოს. ეკლესიაში მშობლებთან ერთად დადის. თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს, ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ სხვა ბიჭებივით ვერ თამაშობს, რადგან სწორედ ფეხბურთის თამაშის დროს მოიტეხა პირველად ხელი. ოცნებობს, რომ ჰქონდეს სახლი და მუდმივად ერთი ბინიდან მაორეში გადასვლა არ უწევდეს.

ოჯახიდან არავინ მუშაობს. თორნიკეს მამა კახა ჯაბაური დონორია და ოჯახს სისხლის ჩაბარებისგან მიღებული თანხით არჩენს. თავადაც მძიმე ავადმყოფია და მძიმე სამუშაოს შესრულება არ შეუძლია. საკუთარ ჯანმრთელობას შვილის მკურნალობა ანაცვალა და ახლა ,,რკინის ქალამნებით“ დადის ყველგან, თორნიკეს საოპერაციო თანხა რომ შეუგროვოს.

თორნიკემ წერილი პრეზიდენტსაც მიწერა და საკუთარი პრობლემების შესახებ უამბო. პასუხი 3 თვის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა: „ბატონო თორნიკე გულდასმით გავეცანი თქვენს პრობლემებს, გარწმუნებთ, რომ ძალღონეს არ ვიშურებთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ყოველი მოქალაქე სათანადოდ იქნება დაფასებული და დაცული. ჯერ ისევ ბევრს უჭირს ბევრია უნუშევარი და ბევრიც სიღარიბეს ებრძვის ... აუცილებლად დაგეხმარებით და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა თქვენ , ისევე როგორც ყველა მოქალაქემ, მალე იგრძნოთ, რომ განვითარებული, ძლიერი და მზრუნველი სახელმწიფოს შვილი ხართ“ - ასეთი პასუხი მიიღო თორნიკემ პრეზიდენტისგან, თუმცა ამის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ... თორნიკემ ჯერ ვერ იგრძნო, რომ განვითარებული და მზრნველი სახელმწიფოს შვილია, მის თვალენზე იმედის მოლოდინი მაინც არ ქრება, ოპერაციამდე ერთი დღე დარჩა... ან უფრო მეტი თუკი ვინმემ მოწყალება არ გაიღო... არადა ექიმები, ზედმეტი გართულებების ასაცილებლად, სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ.

თორნიკეს ოპერაციის არ ეშინია, მთავარია სახელმწიფოს დახმარების სურვილი გაუჩნდეს. უნდა, რომ პრეზიდენტი ეწვიოს, როგორც სხვებს, რადგან მხოლოდ წერილმა შედეგი ვერ გამოიღო.

ახალი ამბები