კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მალე სიკვდილიც ფასიანი გახდება

13 ივლისი, 2009

თამარ ხუციშვილი

მერიის საკანონმდებლო ინიციატივა: - სასაფლაოები უნდა დაიბეგროს

თბილისის საკრებულოს წინ ლეიბორისტული პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერის, გიგი უგულავას ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებდნენ, რომელიც  სასაფლაოებზე კვადრატულ მეტრზე 20 ლარის ოდენობით გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

„ჯერ კიდევ 2006 წელს როცა გიგი უგულავა თბილისის მერად დაინიშნა ის შეეცადა შემოეტანა დადგენილების პროექტი საფლავებზე გადასახადების დაწესების შესახებ, ჩვენმა პარტიამ მაშინ ჩაუშალა ეს გეგმა. შემდეგ უგულავა გაჩერდა და ახლა ისევ ცდილობს მიცვალებულთა გაძარცვას და უნდა თავდაპირველად ვერის სასაფლაოდან დაიწყოს გადასახადების შემოღება“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა სოსო შატბერაშვილმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებისგან დაცვა უკვე მიცვალებულებსაც სჭირდება, რადგან მისი აზრით ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს გადასახადების გადახდას. თანხის გადაუხდელობის შემთვევაში კი მისი განცხადებით სასაფლაოები გაიყიდება.

საფლავებზე ტარიფების დაწესებას აღშფოთებით შეხვდნენ აქციის მონაწილენი. მათი განცხადებით ეს ინიციატივა შეურაცხმყოფელი და მიუღებელია მართმადიდებელი ქრისტიანებისთვის.

ნანა სიხარულიძე აქციის მონაწილე - „ამ ფაქტმა ძალიან აღმაშფოთა, ვინაიდან საუბარი იყო ისეთი გადასახადების დაწესებაზე, რომელთა გადახდა პენსიონერებს არ შეგვიძლია. თავი დაანებონ ჩვენ მიცვალებულებს, ჩვენ თვითონ მივხედავთ, საჭირო არაა მთავრობის ჩარევა“.

აქციას  ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც ესწრებოდა: „მართლა ყველანაირ ზღვარს გადაცდა ამათი საქციელი, ფულის გაკეთების ახალი წყაროდ მიცვალებულები მოძებნეს. განსაკუთრების გამაღიზიანა ფრაზამ „პრესტიჟული სასაფლაო“, ჩემთვის გაუგებარია რას ნიშნავს ელიტარული სასაფლაო, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ მათ ეს გაუვიდეთ“.

თბილისის მერიის პრესსამსახური ადასტურებს ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივის არსებობას, თუმცა როდის მიიღებს ეს ინიციატივა კანონპროექტის სახეს მისთვის უცნობია.

ახალი ამბები