09:07, Wednesday, 29.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში მუხროვანის „ამბოხზე“

15.07.2009
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მუხროვანის „ამბოხებასა“ და 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხება. გთავაზობთ ამ ანგარიშის შესავალ ნაწილს, რომელშიც მოკლედაა ასახული ის ძირითადი საკითხები და პრობლემები, რომლებიც ანგარიშში საფუძვლიანადაა მიმოხილული. ანგარიშის სრული ინგლისურენოვანი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენსავე ვებ-გვერდზე. დაინტერესების შემთხვევაში, სრული ანგარიშის წასაკითხად მიყევით ბმულს 

რეპრესიული დემოკრატია

2009 წლის 9 აპრილს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარულ მმართველობასა და გასული წლის აგვისტოს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევაში ადანაშაულებენ. ამ ომმა ქვეყნისათვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა. აქციები დღემდე გრძელდება. 2007 წლის ნოემბრის აქციებისგან განსხვავებით, 2009 წლის გაზაფხულში, ხელისუფლება აქციის დარბევისგან თავს იკავებდა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებრივი პროტესტისადმი, თუმცა არის თუ არა ეს ასე - საკითხავია.

ანგარიში ნათლად ასახავს რომ შეიცვალა ხელისუფლების მოქმედების ფორმა და არა შინაარსი. სინამდვილეში ის კვლავ მიმართავს არადემოკრატულ და უკანონო მეთოდებს პროტესტის ჩასახშობად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ანგარიში უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხრედო ბაზაზე მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც ხელისუფლებამ „სამხედრო ამბოხი“ დაარქვა. აქედან გამომდინარე ანგარიშში გადმოცემულია ცხელი გაზაფხულის ქრონიკა. ამ პერიოდში მრავლად იყო ძალადობის ფაქტები, რომელიც ან მთავრობის მიერ ან მისი ხელშეწყობით იყო ჩადენილი.

ანგარიში შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეხება აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და რეპრესიებს, ასევე აფასებს ხელისუფლების მოქმედებას მიმდინარე აქციების მიმართ.

• ხელისუფლება თავს არიდებს აქციის მონაწილეთა მიმართ „დაუდგენელი ადამიანების“ მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებას

• სამართლებრივი მექანიზმები  გამოიყენება აქციის მონაწილეებზე ზეწოლისათვის და არა სამართლიანობის აღსადგენად. დღემდე მხოლოდ ის დანაშაულებია გამოძიებული, რომლებიც ჩაიდინეს აქციის მონაწილეებმა. ამასთან არ არის გამოძიებული არც ერთი დანაშაული, რომელიც მომიტინგეების მიმართ არის ჩადენილი;

• ანგარიშში ასახულია ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრების უსაფუძვლო დაპატიმრების ფაქტები. ხშირ შემთხვევაში ძალოვნები მათ კანონის ნორმების სრული დარღვევით აპატიმრებენ

• ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მოტივით, ხელისუფლება ხშირად იყენებდა არაპროპორციულ ძალას მომიტინგეთა დასაშლელად.

ამ მხრივ ანგარიში თავს იკავებს პოლიტიკური ბრძოლის დროს ოპოზიციური პარტიების მიერ გამოყენებული მეთოდების შეფასებისაგან, რადგან მიგვაჩნია, რომ სხვათა მიერ უადგილოა ოპოზიციური პარტიების მოქმედებების მართებულობის საკითხის განხილვა მაშინ, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფოს მოქმედების კანონიერება. სხვათა მიერ კანონის ან ეთიკის წესებისადმი დაუმორჩილებლობა არ უხსნის ხელისუფლებას კანონის ნებისმიერ შემთხვევაში დაცვის მოვალეობას.

ანგარიშის პირველ ნაწილში ასევე განხილულია პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები. მსგავსი ოპერაცია  ე.წ. სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარდა. ამ სპეცოპერაციის გამხორციელების შედეგად ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაიჭრა. ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია იმაზეც, რომ ქართულ სასამართლო სისტემას არ შესწევს უნარი ადეკვატურად შეაფასოს ხელისუფლების ქმედებები და დაადგინოს მოხდა თუ არა, ამა თუ იმ შემთხვევაში გადაჭარბებული ძალის გამოყენება. დამნაშავეთა დაუსჯელობა კი კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

ანგარიშის პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არატოლერანტულია განსხვავებული აზრის მიმართ. მისი მოქმედები ხელს უწყობს პოლიტიკურ შეხედულებათა პოლარიზებას. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც სპეცოპერაციებს ეხება, აღწერს ხელისუფლების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს. ისინი მიმართულია არა მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების წინააღმდეგ, არამედ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანების მიმართაც კი.

ანგარიშის მეორე ნაწილი მუხროვანის ამბოხს (უფრო სწორად მუხროვანის ინციდენტის შემდგომ მოვლენებს) ეხება. სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტი იმ საქმეების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შინაარსიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დეტალები. აქედან გამომდინარე, პირველ ნაწილში  გადმოცემულია ამბოხის შინაარსი. მუხროვანის ამბოხის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს არ ყოფილა ცალკე მდგომი ინციდენტი. ის უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი ძალაუფლებისა და კონტროლის შესანარჩუნებლად.

ანგარიშის მეორე ნაწილი ეხება მუხროვანის ინციდენტის შესახებ ხელისუფლების მიერ  გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას და საზოგადოებაში გავრცელებულ ორ სხვადასხვა აზრს. პირველის მიხედვით, ხელისუფლებამ თავად დადგა ამბოხი მუხროვანში სამხედრო განაყოფებზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, რადგან არმიაში უკვე სერიოზულ შიდა პრობლემებს აწყდებოდა, განსაკუთრებით აგვისტოს ომში დამარცხების მერე. მეორე ვარიანტის მიხედვით, ის რაც მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მოხდა, არ იყო ამბოხი; ეს იყო დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისადმი, რომელიც სამხედროებისგან აქციის მონაწილეების დარბევას ითხოვდა.

ძნელია დაადგინო რომელი ვერსიაა უფრო ახლოს სიმართლესთან. აშკარაა რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან მასში არ არის საკმარისი მტკიცებულებები.

ხელისუფლების მიერ მუხროვანის ამბოხის მერე განხორციელებული რეპრესიები ასეთია:

• „ამბოხის“ ორგანიზებაში ეჭვმიტანილი - გია კრიალიაშვილი - ძალიან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სპეცოპერაციის დროს. გარდა ამისა, ამავე ოპერაციის დროს დაიჭრა ორი ადამიანი - ოთანაძე და ამირიძე

• არაოფიციალური მონაცემებით, „ამბოხის“ ორგანიზების ბრალდებით, დაახლოებით 40 ადამიანი დააპატიმრეს. მათი დაკავების ერთადერთი საფუძველი იყო ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს

• არსებობს მტკიცებულებები, რომ რამოდენიმე დაკავებულის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. დაკავებულები აიძულეს დაესახელებინათ ის ადამიანები რომლებსაც კავშირი ქონდათ „ამბოხთან“

• ძებნილად გამოცხადებულ ოთანაძეზე ზეწოლის მოსახდენად, მის დაკავებამდე მცირე ხნით ადრე, 20 მაისს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააპატიმრეს მისი ოჯახის წევრები და ნათესავები; მათ შორის 8 თვის ბავშვი. უფრო მეტიც, ოთანაძის ბავშვი სკოლიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც მისი მამა ძებნილად გამოცხადდა.

მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს „ამბოხის“ საქმის გამოძიების დროს ხელისუფლების მხრიდან  ჩადენილ ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებზე. უფრო კონკრეტულად, ანგარიშში დოკუმენტურადაა ასახული ხელისუფლების მოქმედების შეუსაბამობა ადამიანის სიცოცლის და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან; ასევე უდანაშაულობის პრეზუმციასა და ადვოკატის მომსახურების ხელმისაწვდომობასთან.

მეორე ნაწილის დასკვნაში ნათქვამია რომ:

• სპეცოპერაცია, რომელიც ხელისუფლებამ „ამბოხში“ ეჭვმიტანილების დასაკავებლად  ჩაატარა, არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოქცეული ზომებს.

• ხელისუფლებას შეუძლია დაამტკიცოს საწინააღმდეგო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიუკერძოებელი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდება, რომ სპეცოპერაციის დროს გამყენებული ძალა იყო პროპორციული და აბსოლიტურად აუცილებელი. ამის მისაღწევად კი, გამოძიებამ და სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც ამ ანგარიშშია დასმული.

• ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს უარი, ერთ-ერთი მოკლული ეჭვმიტანილის სამართალმემკვიდრეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სასამართლო დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს ფაქტობრივ მსხვერპლს, რის გამოც მას არ ეძლევა  საკუთარი ინტერესების დაცვის და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. თუ მოკლული ეჭვმიტანილის სამართალმემკვიდრეს არ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, სასამართლო ვერ ჩაითვლება მიუკერძოებელ და საფუძვლიან სასამართლოდ

• სახელმწიფო მოხელეებმა დაარღვიეს ეჭვმიტანილების უდანაშაულობის პრეზმუცია. სახელმწიფო მოხელეები ამ ადამიანებს სასამართლოს გამართვამდე, საჯარო გამოსვლების დროს მოიხსენიებდნენ როგორც დამნაშავეებს და არა როგორც ეჭვმიტანილებს.

• ხელისუფლებამ დაარღვია ეჭვმიტანილ ოთანაძის დაცვის უფლება ვინაიდან: - 1) დაკავებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, საავადმყოფოში მყოფ ოთანაძეს, უარს ეუბნებოდნენ ადვოკატთან შეხვედრაზე; 2)  ოთანაძის პირველ შეხვედრას ადვოკატთან სოდის თანამშრომლები ესწრებოდნენ. უფრო მეტიც, დაცვის უფლების დარღვევის შედეგად ოთანაძეს საშუალებას არ აძლევნენ გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ.

• ხელისუფლებამ არასწორად გამოიყენა სამართლებრივი სისტემა ოთანაძეზე ზეწოლის მოსახდენად, როდესაც მისი ოჯახის წევრები და ნათესავები უკანონოდ დააკავეს. მისი ერთი ძმა კვლავ ციხეში რჩება. მსგავსი მეთოდები სცილდება სისხლის სამართლის პრინციპებს - არანაირი საერთო დანაშაული. ეს ყველაფერი კი ძირს უთხრის საქართველოში კანონის უზენაესობას.

მუხროვანის „ამბოხის“ გამოძიება და საქმის მასალები იმ ადამიანებზე, რომლებიც ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს, სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება. თუმცა, საქმეში ჩართული ადვოკატები, რომლებიც დაკავებულებს იცავენ, აცხადებენ რომ საქმის მასალებში არ არსებობს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო საიდუმლოებად ჩაითვალოს. შესაბამისად, მსგავს გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: დაიცვან საქმის გამოძიება საჯარო კრიტიკისაგან.

იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ „ამბოხის“ ისტორიის მსგავსი ინტერპრეტაციები, „ადამიანის უფლებათა ცეტნრმა“ მოამზადა ეს ანგარიში. ცენტრი კვლავაც განაგრძობს მუხროვანის ინციდენტის შესწავლას. ამასთან ცენტრი აკვირდება საპროტესტო აქციების მიმდინარეობასაც და მომავალში შემოგთავაზებთ ანგარიშს ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC