კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი ვახტანგ მაისაიას დაცვის უფლებას ითხოვს

17 ივლისი, 2009

ნონა სალაღაია

ვახტანგ მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე ბრალდებულის საქმის მასალების ძირეულად გაცნობის საშუალებას ითხოვს. სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატი ამ მასალების ქსეროასლების გადაღების უფლებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებისთვის წარდგენის მოთხოვნით გამოვიდა. ნათია კორკოტაძის თქმით, მაისაიას პრაქტიკულად ადვოკატი არ ყავს, ის მხოლოდ კურიერის ფუნქციას ასრულებს. 

საქმის მასალების გაცნობას ადვოკატი სამი კვირის მანძილზე ამაოდ ცდილობდა. სამი დღის წინ კი ამ მასალების გაცნობის უფლება მოიპოვა, თუმცა ასლების გადაღების საშუალება არ აქვს. „მე არ მაქვს საშუალება, საქმეში არსებული საბრალდებო რეპორტები გავაცნო ბრალდებულს. შესაბამისად მესპობა იმის საშუალება, რომ მაისაიას პასუხები მივიღო ამა თუ იმ ბრალდებაზე, რომელსაც მას გამოძიება უყენებს. მე ვარ ადვოკატი და არა სამხედრო ექსპერტი, რის გამოც არ შემიძლია ვთქვა, არის თუ არა ეს მასალები სახელმწიფო საიდუმლო მასალის შემცველი. არც იმის უფლება მეძლევა, რომ აღნიშნული რეპორტები სამხედრო ექსპერტს გავაცნო და კომენტარი გავაკეთებინო“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, იმისთვის რომ მოხერხდეს ბრალდებულის სრულყოფილი დაცვა საქმის მასალები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ადვოკატისთვის, ასევე ბრალდებულისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით იქნა დაკავებული. მაისაიამ აღიარებითი ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც კიდევ ორი პიროვნება, ირაკლი ბატუკაშვილი და ბესო ობოლაძე დააპატიმრეს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ჩვენება ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად დააწერინეს. ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, მან გამომძიებელ ლალი ზუმბაძეს მერვე საპყრობილის დირექტორის მიერ ოფიციალურად დამოწმებული ვახტანგ მაისაიას განცხადება გადასცა, რომელშიც ბრალდებული ხელახალ დაკითხვას ითხოვს, რეალური და ობიექტური ჩვენების მისაცემად.

ვახტანგ მაისაიას წინასწარი პატიმრობის ორთვიანი ვადა გაუგრძელდა,  სასამართლოში საქმე 5 აგვისტოს გადაიგზავნება.

ახალი ამბები