კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დისშვილის ვალებს დეიდის სახლი შეეწირა

20 ივლისი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

მედიკო ხოხაშვილი დის შვილის მიერ აღებული ვალების გამო უსახლკაროდ დარჩა. ხოხაშვილის დის შვილის ცირა კორინთელის მიერ სხვადასხვა პიროვნებებისგან აღებული ვალი 9300 დოლარს შეადგენდა. აქედან 1050 დოლარი ირინე ქარელისგან ჰქონდა ნასესხები.

მედიკო ხოხაშვილის სახლის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ირინე ქარელმა მიიღო. მან სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია კორინთელის არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე. ქარელი ამბობს ვიცოდი, რომ კორინთელს სხვა მევალეებიც ჰყავდა და შეიძლება ჩემთვის ვალი ვერ დაებრუნებინაო.

ქარელმა მევალის დეიდის სახლის გაყიდვა სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტა. თავად კორინთელის განცხადებით, მას ქარელისთვის მხოლოდ 200 დოლარი რჩებოდა მისაცემი. ხოხაშვილის სახლი კი ქარელმა მაშინ გაყიდა, როცა კორინთელი, რომელსაც საკუთარი სახლი უკვე გაყიდული ჰქონდა ვალბის გამო, საქართველოში არ იმყოფბოდა.

ხოხაშვილი „დაკარგული“ სახლის გამო უკვე 15 წელია დაობს. ის და მისი ერთი ვაჟი ამჟამად ნათესავთან  ცხოვრობენ, ხოლო მისი მეორე შვილი ოჯახთან ერთად თავს მეზობლის სახლს აფარებს.

დის შვილის ვალებისთვის გაყიდული ბინის დასაბრუნებლად ხოხაშვილმა ყველა სასამართლო ინსტანცია და სამართალდამცავი სტრუქტურა მოიარა, თუმცა დღემდე ვერ ამტკიცებს, რომ დის შვილის ვალებს მისი ბინა უკანონოდ შეეწირა.

ცირა კორინთელი სასამართლოს ყველა ხდომაზე აღიარებს, რომ ვალი ირინე ქარელისგან და კიდევ სხვა ადამიანებისგან მას ჰქონდა აღებული და მისი დეიდა არაფერ შუაშია. კორინთელმა პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში რამოდენიმეჯერ დაწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თუმცა ამან საქმისადმი სასამართლოს დამოკიდებულება არ შეცვალა.

კორინთლი აცხადებს, რომ ქარელის მიერ ხოხაშვილების ბინის გაყიდვის დროს ის მოსკოვში იყო წასული თირკმელის გასაყიდად: „მეტი აღარაფრი გამაჩნდა და მოსკოვში იმიტომ წავედი, რომ თირკმელი გამეყიდა. ჩემი სახლი უკვე გაყიდული იყო, რაც შეეხება მედეა ხოხაშვილს, მას არავისგან ვალი არ აუღია" - ამბობს კორინთელი.

ცირა კორინთელის მიერ, სამართალდამცავი ორგანობისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ჩანს, რომ მან ვალი საკუთარი რძლისთვის აიღო. რძალმა ეს ვალები ვერ გადაიხადა და რადგან ვალის ამღები თვითონ იყო, იძულებული გახდა თავად დაეფარა ეს ვალები.

მედიკო ხოხაშვილის თქმით,  ირინე ქარელი მის სახლში „მხდრიონელებთან“ ერთად შეიჭრა და მუქარით წაიყვანა ნოტარიუსთან, სადაც იძულებით გააფორმებინა მინდობილობა.

ნოტარიუსთან გაფორმებული მინდობილობა ხოხაშვილმა გააუქმა, რადგან პოკურატურაში განაცხადა, რომ ის იძულბით დააწერინს, პროკურატურამ ხოხაშვილს ურჩია სასამართლოსთვის მიმართა. ყოველივე ამის შედეგად ხოხაშვილსა და ქარელს შორის დადბული მინდობილობა ბათილად გამოცხადდა. ერთი კვირის შემდეგ, ირინე ქარლი მედეა ხოხაშვილთან ისევ მივიდა შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად.

„მაშინ ჩემი უმცროსი ბიჭი 4 წლის იყო და მითხრეს ბავშვი გარეთ გაიყვანე უნდა დაგსეროთ და მარილი დაგაყაროთ. დამემუქრნენ თუ ახლავე არ წამოხვალ ნოტარიუსთან და სახლს არ გადმოგვიფორმებ მოგკლავთო, მეც მეტი რა გზა მქონდა - გავყევი. ნოტარიუსთან გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკულბა, სადაც ჩაიწერა რომ მე სახლი 160 მილიონ კუპონად, მაშინდელი კურსით 137 დოლარად, მივყიდე ირინე ქარელს,  ეს არარეალური ფასი იყო.  ქარელმა ერთ თვეში ჩემი ბინა, ვინმე მარიამ ეშმაკურაშვილზე 355 მილიონ კუპონად, ანუ 273  დოლარად გაყიდა. სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა, რომ ჩემი სახლი 12 ათას დოლარად გაყიდა და თავისი ვალიც აიღო და სხვისი ვალებიც გადაფარა. ამ დროს მე უკვე ვასაჩივრბდი ყიდვა-გაყიდვის ხლშეკულბას, მაგრამ იმის გამო, რომ არ მქონდა ექიმის დასკვნა ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, მითხრს, იძულება არ იკვთებაო“ - ამბობს მედეა ხოხაშვილი.

გაყიდვის შემდეგ ირინე ქარელმა ბინა ეშმაკუაშვილის სახელზე ისე გადააფორმა, რომ ამ პოცესში მონაწილობა მედეა ხოხაშვილს არ მიუღია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბინის გადაფორმება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ირინე ქარელს ხოხაშვილის სახლი თავის სახელზე არ გადმოუფორმებია.

საჯარო რეესტრში ეშმაკურაშვილზე სახლი, როგორც გაირკვა 2003 წლიდანაა აღრიცხული. საინტრესოა ისიც, რომ მედეა ხოხაშვილმა ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გავლა გადაწყვიტა. ხოხაშვილს ხელთ აქვს საჯარო რეესტრის მიერ 2007 წლი 28 თებრვალს გაცმული ცნობა, სადაც წერია, რომ ბინა ჭანტურიას 34-ში ირიცხება მედეა ხოხაშვილზე.

2007  წლი 6 ივნისს ხოხაშვილს კიდევ დაჭირდა ცნობა საჯარო რეესტიდან, რადგან მის შვილს იმედა დოთიაშვილს პირადობის მოწმობა ჰქონდა ასაღები. გორში საჯარო რეესტრის უფოსმა დავით ონიაშვილმა კვლავ გასცა ცნობა, იმის თაობაზე, რომ ბინა ჭანტურიას 34-ში ირიცხება მედეა ხოხაშვილზე. ამ ცნობის შედეგად, მისმა შვილმა ჩაწერა მიიღო სწორედ ჭანტურიას ქუჩაზე. გადასახადები გოჩა დოთიაშვილს დღემდე (მედეა ხოხაშვილის უფროსი ვაჟი) ამ მისამართზე მოსდის.

მედეა ხოხაშვილმა ყველა საბუთის შეგროვების შემდეგ საჯარო რეესტრს სახლის რეგისტრაციის მიზნით მიმართა, თუმცა უთხრეს, რომ ბინას მის სახელზე ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან სახლი უკვე რეგისტრირბული იყო მარიამ ეშმაკურაშვილზე 2003 წლის 27 იანვიდან.

მედეა ხოხაშვილი საკუთარი სახლიდან უკვე მეორედ გამოასახლეს. ერთხელ 1995 წელს, ხოლო მეორედ 2009 წლის იანვარში. ეშმაკურაშვილი, რომელიც სასამართლო პროცესებზე თითქმის არ ცხადდება და ბინა გორში დაკეტილი აქვს, ამბობს, რომ ხოხაშვილისთვის ბინის დაბუნებას არ აპირებს. თუმცა 30 000 დოლარის სანაცვლოდ სახლიდან გასვლაზე თანახმაა.

ახალი ამბები