კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატრული“ ინციდენტმა „გაახალისა“

21 ივლისი, 2009

ერთი სიუჟეტის გამო

ნონა სალაღაია

საინფორმაციო გადაცემა „პატრული“ გაგა გაჩეჩილაძის დაჭრის ფაქტით ფრიად დაინტერესდა და ამ ინციდენტს „ამომწურავი“ სიუჟეტიც მიუძღვნა. მაყურებლი ძნელად თუ დაადგენდა, რაზე საუბრობდა სიუჟეტის ავტორი: დაზარალებულზე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუ დამნაშავეზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ბრალი ვერ წაუყენეს.

საინფორმაციო თვალსაზრისით სიუჟეტი იმდენად ყოვლისმომცველი და ამომწურავი იყო, რომ მაყურებელი ეცნობოდა დაზარალებულის ათას ბიოგრაფიულ წვრილმანს, მისი დაბადებისა და დაქორწინების თარიღებსაც.

განმეორება ცოდნის დედააო ამბობენ და „პატრულმა“ ეს სიუჟეტი 17 ივლისს, შაბათ საღამოსაც გაიმეორა. ეს ალბათ იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერებაში უფრო კარგად აღიბეჭდოს, თუ ვინ არის სინამდვილეში „საზოგადოების ღირსებებისათვის“ მებრძოლი ლევან გაჩეჩილაძე.

სიუჟეტი მოგვითხრობს, რომ გაგა გაჩეჩილაძეს რესტორან “მატრიოშკაში” კრეატიული პილმენი შეუჭმელი დარჩა, რადგან სუფრის წევრებთან შელაპარაკება მოუვიდა. ინციდენტი საბოლოოდ მისი დაჭრით დასრულდა.

სიუჟეტის ავტორი გვატყობინებს, რომ პილმენთან ერთან 8 კაციან სუფრის წევრებს, თურმე „ელიტალური“ კერძებიც ჰქონიათ შეკვეთილი. ელიტარულ კერძებად მიჩნაულია უკრაინული ბორშჩი და ხილის ასორტი.

რესტორანის მენეჯერი დათო რობაქიძე, გაჩეჩილაძის მიერ შეკვეთილი კერძების ნუსხას კითხულობს, სიუჟეტის ავტორის კომენტარი ასეთია: „გაჩეჩილაძის მიერ შერჩეული მენიუ სუფრაზე მცირედი კადნიერებით გამოირჩეოდა“ - ეს წინადადება მართალია გაუგებარია (სუფრაზე კადნიერებით გამორჩეული მენიუ), მაგრამ ავტორმა ეტყობა გათვალა, რომ სიტყვა „კადნიერება“ მაყურებლებზე შესაბამის ეფექტს მოახდენდა.

სიუჟეტის ავტორი მოგვითხრობს, რომ „მატრიოშკა“ ყველაზე ძვირადღირებული რესტორანია, თუმცა მენიუდან, რომელიც მაყურებელს გადაცემის ავტორებმა საგანგებოდ უჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ რესტორანი სტუმრებს ფასდაკლებით ემსახურება.

„პატრულს“ სიუჟეტში არც რესტორნის ხელმძღვანელობის საფიქრალის გაშუქება გამორჩენია: „ახლა სადარდებელი, რესტორან „მატრიოშკას“ მენეჯერს აქვს. კრეატიული პილმენის გარდა, გაგა გაჩეჩილაძის მიერ შეკვეთილი 8 კაციანი სუფრის საფასური, უკვე მესამე დღეა გადაუხდელია“, - გვამცნობს ავტორი.

გადაცემა „პატრულის“ წარმომადგენელი ცდილობს დაადგინოს არის თუ გაგა გაჩეჩილაძე რესტორნების ხშირი სტუმარი.

ლევან გაჩეჩილაძე შვილის ქართულ რესტორნებში ხშირ სტუმრობას უარყოფს და ამის დასამტკიცებლად აცხადებს, რომ გაგა საზღვარგარეთ სწავლობს და ამჟამად იქ ცხოვრობს, რის გამოც, მისი ვაჟი ქართული რესტორნების ხშირი სტუმარი ვერ იქნება.

ავტორს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს და გაურკვეველ კომენტარს აკეთებს ლევან გაჩეჩილაძის განაცხადის გასაბათილებლად: „თუმცა გაგა გაჩეჩილაძე, მაღალი კლასის რესტორნების გარდა, ხშირად მხოლოდ ბიძის, გიორგი გაჩეჩილაძის კლიპში ჩანს“. როგორც ჩანს გადაცემის ავტორს უნდა მაყურებელს მიანიშნოს, რომ ბიძის კლიპში გამოჩენა, ისეთივე უზნეო საქციელია, როგორც ელიტარულ რესტორნებში სიარული.
 
გადაცემა „პატრულის“ კამერას ლევან გაჩეჩილაძის ჩურჩულიც კი დაფიქსირებული აქვს. „პატრული“ „საინტერესო“ მომენტს აფიქსირებს: „ეს კამერები როგორ შეიძლება გავისტუმროთ აქედან?“ - გაჩეჩილაძის ეს კითხვა მაყურებელზე ზეგავლენის გასაძლიერებლად სიუჟეტში სამჯერ მეორდება.

სანამ გაჩეჩილაძე კამერების მოშორების გეგმას ადგენდა, „პატრულის“ ინტერესების სფეროში, გაგა გაჩეჩილაძის სიმამრი მოექცა. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ინციდენტის შედეგად, დაზარალებული სიძე სიმამრმა საავადმყოფოში მოინახულა.

„კადრში დაჭრილი სიძის მდგომარეობით დაინტერესებული, ყოფილი მხედრიონელი ლონგი ჭელიძეც კარგად ჩანს“, - აცხადებს ავტორი. მაყურებელს კი ნელ-ნელა ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ სიუჟეტთან კი არა, ბულვარული პრესის, ჩასაფრებული პაპარაცების მიერ მომზადებულ ჭრელ-ჭრელ ამბებთან გვაქვს საქმე.
 
საბოლოოდ ავტორი სინანულით აღნიშნავს, „თუ სხვა დაზარალებული პირი არავინ გამოიკვეთა ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს პატიმრობა აღარ ემუქრება“.

ახალი ამბები