კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბაჟო - სივრცე სადაც კანონზე მეტად ზემოდან მომავალი დავალება მოქმედებს

23 ივლისი, 2009

რეპორტაჟი სარფის საბაჟოდან

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

სარფის საბაჟოზე ხალხმრავლობა აღარ შეინიშნება. აქ ვერც მინისტრის იმ ბრძანებას ნახავთ, რომელიც ძალაში შესვლამდე  რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას იყო გამოკრული. საზღვარგადმოლახული ყველა მოქალაქე კი გაბრაზებულია. ისინი ამბობენ: „კანონში სხვა რამ წერია, ესენი კი ყველაფერის განბაჟებას გვთხოვენ...“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე წერდა სარფის საბაჟოზე წარმოქმნილი პრობლემის შესახებ. საქმე ისაა, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მოქალაქეს 30 დღეში ერთხელ შეუძლია საზღვარზე განუბაჟებლად გადმოიტანოს 1000 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის წონა - 50 კგ-ს არ აღემატება. თუმცა, სარფის საბაჟოზე იმპორტირებულ საქონელზე ყველას ბაჟს ახდევინებენ მიუხედავად საქონლის წონისა და ღირებულებისა.

ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრს, ერთ-ერთმა მებაჟემ,  ანონიმურობის გარანტიით, შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: „დავალებული გვაქვს რაც შეიძლება მეტი თანხა ამოვიღოთ. ამიტომ ყველას ვახდევინებთ ბაჟს. დავალება ზემოდანაა“.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  მცირე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

თვითონ შევიძინე საქონელი ქემალ ფაშას ბაზრობაზე (ესაა იაფი ბაზროა თურქეთის ტერიტორიაზე, აჭარის მოსახლეობა ამ ბაზრობიდან იღებს იაფ პროფუქციას) და სარფის საბაჟოსკენ დავიძარი. ამ გზით უნდა დაგვედგინა რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს საბაჟო-გამოვლილი მოქალაქეების განცხადებები მაღლა მოხსენიებულ კანონდარღვევებზე.
 
ორი ჯინსის ქვედატანი, ორი ქალის მაისური, ერთი საზაფხულო მოსასხამი და ხელჩანთა - ეს არის ყველაფერი რითაც მებაჟეს წარვუდექი, თუმცა ამაზეც კი პრობლემა შემექმნა. მებაჟემ მითხრა, რომ საკმაოდ ბევრი ნივთი შემიძენია, ანუ დეკლარაციის შესავსებად უნდა წავსულიყავი.

- მაჩვენეთ კანონი რის საფუძველზეც უნდა განვაბაჟო ეს ნივთები, - ვთხოვე მებაჟეს.

- კანონი ასე ითხოვს.

- კანონი ვიცი და ისიც ვიცი რისი გადმოტანა შემიძლია განუბაჟებლად.

- ქალბატონო, მიბრძანდით და განაბაჟეთ საქონელი.

სულ ეს იყო. მებაჟეები მხოლოდ ამ განმარტებით იფარგლებიან. მას შემდეგ რაც განვუცხადე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ვიყავი და ამ საქონლის გადმოტანის უფლება კანონიერად მქონდა, მებაჟემ განუბაჟებლად წასვლის უფლება მომცა.

ამ „დიდსულოვანი“ ჟესტის მიუხედავად დეკლარაციის შესავსებად გაგზავნილ სხვა მოქალაქეებს გავყევი.

ოთახში რამდენიმე კომპიუტერი იყო და მებაჟის ფორმაში გამოწყობილი თანამშრომელები დეკლარაციის ელექტრონულ ვარიანტებზე მუშაობდნენ. რამოდენიმე მებაჟე ძირს დაყრილ ნივთებს ფურცელზე ინიშნავდა. თავთან კი ამ საქონლის მფლობელი ადგა და ნერვიულობდა.

იქვე, გრძელ მაგიდაზე სხვა მოქალაქეების მიერ შეძენილი საქონელი ელაგა. ოთახში ხმაური და ბევრი კითხვა ისმოდა, დაღლილი მოქალაქეები ამაოდ ელოდნენ პასუხებს მათ მიერ დასმულ კითხვებზე.

- რატომ უნდა განვაბაჟო, ყავის ჭიქების სერვისია მხოლოდ...

- ორი სათამაშო მანქნები მიმაქვს ძმისშვილებისთვის. ბოლოსდაბოლოს ბიძია ვარ, რაიმე როგორ არ უნდა წამომეღო...

- ამიხსენით, რა მაქვს იმდენი რომ განბაჟებას მთხოვთ...

- ვინ არის ცვლის უფროსი, მოვიდეს და გაგვაგებინოს რამე.

- კანონში სხვა რამ წერია, ესენი კი ყველაფერის განბაჟებას გვთხოვენ.

სმენის ცვლის უფროსთან საუბარი ვერ მოვახერხეთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლობამ განუბაჟებლად საბაჟოს გამოვლის პრეროგატივა კი მოგვცა, მაგრამ სმენის უფროსის შემთხვევაში ეს არგუმენტიც უძლური აღმოჩნდა.

„პირველად ვიყავი ქემალ-ფაშას ბაზრობაზე. მხოლოდ ეს თეთრეული და ორი ბალიში მაქვს ნაყიდი. რატომ უნდა განვაბაჟო?“ - იკითხა თამუნა ჩინჩალაძემ. მან მოახერხა და ერთ-ერთი მებაჟის (გვარად შავაძე იყო) დაინტერესება შეძლო. მებაჟემ ჰკითხა კიდევ ხომ არ შეგიძენიათო... ჩინჩილაძის საქმის გარკვევას სულ რამოდენიმე წუთი დასჭირდა და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ის და კიდევ ორი მოქალაქე საზღვარზე საქონლის განუბაჟებლად გამოატარა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალეკო ბეჟანიძესთან სცადა საკითხის გარკვევა. თუმცა, ბეჟანიძე ჩვენს ზარებს (ნომერ (88832) 26 17 17)  არ პასუხობდა.

ამ თემაზე:

ვადამდე ამოქმედებული კანონი სარფის საბაჟოზე

ახალი ამბები