კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გადატვირთვის“ ფობია თბილისში

24 ივლისი, 2009

ბრაიან ვაითმორი

თბილისი - შეტყობინება, რომლის გაგზავნაც ქართველებს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის უნდოდათ, თითქმის იმავე წუთიდან გაცხადდა, როგორც კი Air Force Two თბილისის მიწაზე დაეშვა

ამ შეტყობინების წაკითხვა რთული არ იყო.

როდესაც ბაიდენის ესკორტი ქალაქისკენ დაიძრა, მას ქუჩაში ჩამწკრივებული ხალხი შეეგება. ადამიანებს ხელში პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც შემდეგს წაიკითხავდით - „არ დაგვივიწყოთ“, „ჩვენ თქვენი იმედი გავქვს“. ზოგიერთმა პრეზიდენტ ობამას საარჩევნო კამპანიის სლოგანებიც კი გამოიყენა - „თქვენ ჩვენი იმედი ხართ“ და „დიახ, თქვენ შესძლებთ!“

მაგრამ ეს მხოლოდ პრელუდია იყო იმისა, თუ როგორი დახვედრა ელოდა ბაიდენს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახლად აშენებულ სასახლეში, სადაც  აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი წმ. გიორგის, ქვეყნის რანგით მეორე საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.

„ჯო, ჩემო საყვარელო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ისევ საქართველოში ხართ“ - განაცხადა სააკაშვილმა, ბაიდენის პატივსაცემად გამართული ბანკეტი გახსნა და რუსეთთან გასული აგვისტოს ომის დროს თბილისში ბაიდენის ვიზიტი გაიხსენა.
სააკაშვილი ამბობდა, რომ - „საქართველო დემოკრატიას თოფის ლულის ქვეშ აშენებს და რუსულ არტილერიას სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ … ეს სასახლე და ეს ქალაქი მიზანში აქვს ამოღებული“.

ის ცივი ომის მეტაფორებს გადასწვდა და განაცხადა - „ცემენტის ახალი ტომრები, წვეტიანი მავთული ჩამოაქვთ და ბერლინის ახალ კედელს აშენებენ“. სააკაშვილი სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დე-ფაქტო საზღვრებზე განთავსებულ საკონტროლო პოსტებს გულისხმობდა.

ეს სტეროიდებით ნაკვები  „გადატვირთვის“ ფობია იყო და სააკაშვილიც ფერებს ამუქებდა. აშკარაა, რომ საქართველოს ლიდერი შფოთავს - ხომ არ შეეწირება მისი კავშირები ვაშინგტონთან აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოწორებას.

იმ შემთხვევისთვის, თუ  ვინმეს კონტექსტი ყურადღების მიღმა დარჩა, ბანკეტის შემდეგ, როდესაც ბაიდენი დასასვენებლად წავიდა, სააკაშვილი ღია ცის ქვეშ მოწყობილი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის რუსული ოკუპაცია ცივი ომის დროინდელ, გახლეჩილ გერმანიასთან იყო შედარებული, იმიტირებული „ჩარლის ბლოკ-პოსტების“ ჩათვლით.

ბაიდენის ვიზიტის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ევროპის კავშირის მისიაში, აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან საზღვრების მონიტორინგისათვის, აშშ-საც უნდა მონაწილეობა.

ბანკეტზე ბაიდენი ყველაფერს აკეთბდა საიმისოდ, რომ ქართული მხარე დაერწმუნებინა და  ობამას ადმინისტრაციის მანტრას  იმეორებდა - რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება საქართველოს ხარჯზე.

„ნება მომეცით გაგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, აქ ძალიან განსხვავებული და მძიმე ვითარება იყო. მე ვამაყობ, რომ იმ დროს თქვენთან ვიდექი“ - განაცხადა ბაიდენმა.

„ჩემი დაბრუნების მიზეზი, მიზეზი იმისა თუ რატომ მთხოვა პრეზიდენტმა  დაბრუნება ასეთია - მე   ყველას, ვინც მოისმენს და იმასაც ვისაც მოსმენაც კი არ უნდა, ერთმნიშვნელოვან, ღია და მარტივ შეტყობინებას ვუგზავნი - ამერიკა ამ წუთებში თქვენს გვერდითაა და თქვენს გვერდით დარჩება მომავალშიც“.

ამ რეპლიკამ იქ შეკრებილ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს გულითადი ტაში დააკვრევინა.

მაგრამ თბილისში ბაიდენმა მხოლოდ ეს გზავნილი როდი ჩამოიტანა. იმ დროს, როდესაც სააკაშვილს იმაზე უნდოდა ლაპარაკი, თუ რა სჩადის რუსეთი საქართველოში, ბაიდენს იმაზე სურდა საუბარი, თუ რა სჭირდება საქართველოს საკუთარი თავის დასახმარებლად.

ბაიდენმა განაცხადა, რომ - „2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ყველასთვის, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია უყვარს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვისაც ის სწყურია, ვისაც სწყურია და არა აქვს, „ხმამაღალი მოწოდება“ იყო“.

მაგრამ უკრაინაში ჩატანილი თავისი გზავნილების მსგავსად, ბაიდენმა ივარაუდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რევოლუციის დანაპირები შეუსრულებელი რჩება.

„მე არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ მსოფლიოში ბევრი სხვა ხალხი თქვენ შემოგცქერით, რათა ნახოს შესძლებთ თუ არა რევოლუციის ბოლომდე მიყვანას, ჩაყარეთ თუ არა და დათესეთ თუ არა დემოკრატიის ფესვები ძალიან ღრმად“ - განაცხადა ბაიდენმა - „ყველა პროგრესული ერი დაინტერესებულია თქვენს წარმატებაში“.

თბილისში ბაიდენის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, საკვანძო ოპოზიციურმა ფიგურამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში ირაკლი ალასანიამ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვიცე-პრეზიდენტს მიმართავდა, რათა მას მომავალი არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილისგან საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება მოეთხოვა.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა პირად საუბრებში მიანიშნეს, რომ ეს საკითხი სავარაუდოდ შევა  ბაიდენისა და სააკაშვილის მოლაპარაკებების დღის წესრიგში.

ბაიდენი, თავისი ვიზიტის ბოლო დღეს, საქართველოს  პარლამეტში მიმართვით გამოსვლის წინ, ალასანიას და სხვა მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურებს შეხვდება. როგორც მოსალოდნელია, ეს მიმართვა კიევში გაკეთებული მიმართვის მსგავსად მოსიყვარულე, მაგრამ მკაცრი კაცის გზავნილი იქნება.

შესაძლოა ვაშინგტონის ურთიერთობა რუსეთთან „გადატვირთვის“ პროცესს გადის, მაგრამ როგორც სჩანს, აშშ-ს ურთიერთობა სააკაშვილთანაც მსუბუქად იცვლის კალიბრს.

წყარო: http://foreignpress.ge

ორიგინალი: http://www.rferl.org/content/ResetPhobia_In_Tbilisi/1783230.html

ახალი ამბები