კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ებრალიძის კანდიდატურა „სემეკმა“ დაიწუნა

31 ივლისი, 2009

„არ უნდათ რომ კომისია დამოუკიდებელი იყოს“

ანა შეშაბერიძე

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია არ აპირებს მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თანამდებობაზე დავით ებრალიძის კანდიდატურის დამტკიცებას. მიუხედავად იმისა, რომ „სემეკი“ ვალდებულია ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა თანამდებობაზე დაამტკიცოს, ებრალიძეს დანიშნვაზე უარი ეთქვა.

24 ივლისს, სახალხო დამცველის აპარატმა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისგან 8 დღის დაგვიანებით მიიღო  წერილი, რომლის თანახმადაც „სემეკი“მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თანამდებობაზე დავით ებრალიძის დანიშვნას არ აპირებს.

დავით ებრალიძე ომბუდსმენის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის სალომე ვარდიაშვილის განცადებით მომხმარებელთა უფლებების ომბუდსმენისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რამოდენიმე წლის განმავლობაში სემეკში მომხმარებელთა უფლებების დამცველი იყო. შესაბამისად, მისთვის მიუღებელია სემეკის უარი და ებრალიძის დანიშნვას კანდიდატი და სახალხო დამცველი სასამართლოს მეშვეობით შეეცდებიან.

მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად, სახალხო დამცველმა 17 კაციანი კომისია შექმნა, რომელიც დაკომპკექტებული იყო როგორც სახალხო დამცველის აპარატის, ასევე ხელისუფლების, არასმთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებით. ამ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველი 4 კანდიდატიდან (ირმა გელაშვილი, დათო ლომინაძე, დათო ებრალიძე, მარინა ჯიყაშვილი), 14 ხმით 2-ის წინააღმდეგ დავით ებრალიძე აირჩიეს. მე-17 წევრი, ხელისუფლების წარმომადგენელი რამინ ბაირამოვი, გადაწყვეტილების მიღების დროს სხდომაზე არ გამოცხადდა, მიზეზად მოსახლეობასთან შეხვედრა დაასახელა.

არჩეული კანდიდატი სემეკს 10 დღის ვადაში უნდა დაემტკიცებინა მომხმარებლის უფლებათა დამცველის თანამდებობაზე მაგრამ, კომისია არ ასრულებს კანონით ნაკისრ ვალდებულებას და უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე. კომისიის თავმჯდომარე სალომე ვარდიაშვილი აღნიშნავს, რომ მარეგულირებელ კომისიას ამის არავითარი უფლება და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: „ებრალიძე საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და შესაბამისი დოკუმენტაცია აქვს. ის უნდა იყოს  ომბუდსმენი, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, უნდა დადგეს ხალხის ინეტერესების სადარაჯოზე. ეს ალბათ არ შედის კომისიის ინტერესებში“.

ამ აზრს დავით ებრალიძეც ეთანხმება და მისი კანდიდატურის უარყოფის მხოლოდ ერთ მიზეზს ხედავს: „ალბათ არ უნდათ, რომ კომისია დამოუკიდებელი იყოს“.

სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოგზავნილ წერილს თან ერთვის 2004 წლის დოკუმენტი. 2004 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლები ებრალიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ, რის მიზეზადაც მის არაკომპეტენტურობას ასახელებდნენ, (ამ დროს სახალხო დამცველის მოვალეობას თემურ ლომსაძე ასრულებდა). სწორედ ამ წერილით ცდილობს მარეგულირებელი კომისია ებრალიძის კანდიდატურის „ჩაგდების“ გამართლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ 2004 წელს თანამშრომლების მოთხოვნა სემეკმა არ გაითვალისწინა და ებრალიძე თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ, შესაბამისად გაუგებარია, რატომ უნდა იქცეს ეს წერილი მისი დანიშნვის საწინააღმდეგო არგუმენტად მისი დაწერიდან ხუთი წლის შემდეგ.

„სემეკის“ პასუხში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ კანდიდატზე, ირმა გელაშვილზე, რის გამოც კომისიის წევრები მას ხელისუფლების კანდიდატად მოიაზრებენ.

კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყდება რა ფორმით დაიცავს თავის გადაწყვეტილებას.

უახლოეს დღეებში დავით ებრალიძე ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას და სასამართლოში სემეკის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კომისიის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ებრალიძის კანდიდატურას ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მისი უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „სემეკს კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის „დაბლოკვის“ კანონიერი უფლება არა აქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უკანონობა აღვკვეთოთ და მზად ვართ ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატის უფლებები სასამართლოშიც დავიცვათ“

ახალი ამბები