კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ აღმოჩდნენ ყოფილი ,,ნაციონალები“ ციხეში

5 აგვისტო, 2009

თაკო ხუციშვილი

„ნაციონალური“ მოძრაობის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრები მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 1966 წელს დაბადებული მერაბ მაისურაძე და 1964 წელს დაბადებული კონსტანტინე ლომიძე, რომლებმაც მოქალაქეებს მამუკა შუბითიძეს, თედო ჯოხაძეს და მამუკა ჭყონიას თაღლითური გზით გამოსძალეს 107 000 დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდნენ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე 250 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მათ საკუთრებაში გადაცემას. ასევე დაუმზადეს ყალბი, ვითომდა მერიის გაცემული მიწის საკუთრების დამამტკიცებელი მოწმობები“ - ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში რომელიც სამინისტრომ 29 ივლისს გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ  მერაბ მაისურაძემ და კოტე ლომიძემ „ნაციონალური“ მოძრაობა მას შემდეგ დატოვეს, რაც ოპოზიციამ ქვეყნის პირველი პირის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით, 9 აპრილიდან მოყოლებული მრავალთვიანი აქციების გამართვა დაიწყო. ისინი ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ. ყოფილი ნაციონალები ამჟამად ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები არიან. სწორედ მათ ოპოზიციურ აქტიურობას უკავშირებს დაკავების ფაქტს კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი: „ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, სხვა ადამიანების დაშინების მცდელობა, რომელთაც აღარ უნდათ ამ სამარცხვინო და დანაშაულებრივ პარტიაში ყოფნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებს დავეხმაროთ. ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ საიმისოდ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შეწყდეს“.

დაკავებულების ადვოკატს,  ნონა ფილაურს უცნაურად მიაჩნია ის, რომ ბრალის წაყენება მოხდა არა ერთი წლის წინ, როცა ეს „დანაშაული“ მოხდა, არამედ მხოლოდ ახლა, როცა დაკავებულები ოპოზიციის წევრები გახდნენ: „პროკურატურამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს ბრალი ერთი წლის წინანდელი შემთხვევის გამო წაუყენა. იმ დროს მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. აქედან გამომდინარე გარკვეული შეხება ჰქონდათ, როგორც მერიასთან, ისე სახელმწიფოს  სხვადასხვა სტრუქტურებთან. გარკვეული თანხის სანაცვლოდ ისინი შუბითიძეს, ჯოხაძეს და ჭყონიას დაპირდნენ, რომ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ფართის შეღავათიან ფასში შეძენაში დაეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი, ჯოხაძესა და ჭყონიას დაკავებულები ბიზნესში უნდა ჩაერთოთ. დაკავებულებს  მერიაში ჰყავდათ ნაცნობი ვინმე ლაშა, რომელიც ამ საქმეს მოაგვარებდა. მას შემდეგ, რაც შუბითიძემ თანხა გადაიხადა (საუბარია დაახლოებით 100 000 დოლარზე), მან მოითხოვა საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი. ლომიძემ და მაისურაძემ მერიიდან მოიტანეს ბეჭედ-დარტყმული დოკუმენტი, რომლის სისწორეში ეჭვი არავის შეჰპარვია, არც ლომიზეს და არც მაისურაძეს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ის რეესტრში არ იყო გატარებული. საბოლოოდ შუბითიძე და მერიის თანამშრომელი ლაშა ერთმანეთს შეხვდნენ და მოილაპარაკეს, რომ რაღაც დროის განმავლობაში ეს საქმე გაკეთდებოდა. საქმის გაჭიანურების გამო შუბითიძემ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მერიის თანამშრომელს თანხა სექტემბრამდე უნდა დაებრუნებუნა. ეს თუ არ მოხდებოდა, მაშინ თანხას, შეთანხმების თანახმად ლომიძე და მაისურაძე გადაიხდიდნენ. თუმცა სექტემბრის დადგომამდე ყოფილი ნაციონალები საბრალდებო სკამზე აღმოჩდნენ“.

დაკავებულებს ბრალი შუბითიძის ბრალდების საფუძველზე წაუყენეს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. მათ ბრალად სხვისი ქონების დაუფლება და ჯგუფური თაღლითობა ედებათ. „მათთვის ბრალი თაღლითობისთვის არ უნდა წაეყენებინათ, რადგან ისინი თვითონ არიან დაზარალებულები. ისინი მართლა ენდნენ მერიის თანამშრომელს, რომელიც ამ საქმის მოგვარებას დაჰპირდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა უკვე მისცეს ჩვენება გამოძიებას. მათ ინტერესშიც შედის ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება, რადგან  საბოლოო ჯამში მოტყუებულნი დარჩნენ თვითონაც“- აცხადებს ნონა ფილაური.

მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე ამჟამად გლდანის მე-8 საპყრობილეში არიან. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა 2000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ეჭვმიტანილების გათავისუფლების შესახებ. საგამოძიებო ვადის ამოწურვის შემდეგ  საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ახალი ამბები