კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს

7 აგვისტო, 2009

თაკო ხუციშვილი

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც  გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდნენ. სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა კონკურსანტები ფარული კენჭისყრით აარჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი გია ჭანტურია, ზვიად ქორიძე და გიორგი კაჭარავა აგრძელებენ. გია ჭანტურიას, კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს რვა წევრიდან ექვსმა, ხოლო ზვიად ქორიძეს და გიორგი კაჭარავას შვიდმა ადამიანმა დაუჭირა. მეორე ტურში გასასვლელად კანდიდატებს უნდა მოეგროვებინათ ხუთი ან მეტი ხმა.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი სულ 16 კანდიდატს ჰქონდა შეტანილი. მათგან გიორგი ციხისელმა რეგისტრაცია ვერ გაიარა, რადგან მის საბუთებს მინდობილობის დოკუმენტი აკლდა. კონკურსანტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: მარინა სალუქვაძე 3 ხმა, გიორგი გუმბერიძე 3 ხმა, ზურაბ მაღალაშვილი 2 ხმა, ეროსი კიწმარიშვილი 1 ხმა, თეიმურაზ ქორიძე 1 ხმა. დანარჩენ კონკურსანტებმა საბჭოს წევრთა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.

მეორე ტურში გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება ხვალ 12 საათიდან დაიწყება, გასაუბრების ვიდეო-ვერსია საზოგადოებრივ მაუწყებლის ვებ გვერდზე აიტვირთება და დაინტერესებულ საზოგადოებას მისი დაუმონტაჟებლად ნახვის საშუალება ექნება. საღამოს 10 საათზე კონკურსანტები სატელევიზიო დებატებში შეხვდებიან ერთმანეთს. 

„დირექტორობის კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი ხედვაა. კანდიდატებმა წარმოდგენილ დოკუმენტებში საკუთარი ხედვა უკვე დააფიქსირეს, თუმცა საბჭოს წევრები გასაუბრების დროს მათგან მეტ დეტალიზაციას მოითხოვენ. გვაინტერესებს რამდენად მასშტაბურად უყურებს კანდიდატი მაუწყებლობის განვითარებას, არამხოლოდ პროგრამულ არამედ ტექნიკურ ნაწილშიც. დირექტორი არ არის მხოლოდ სატელევიზიო პროგრამების უშუალო ხელძღვანელი და დამგეგმავი, ის არის მმართველი, რომელიც კარგად უნდა ერკვეოდეს ფინანსებშიც, საკუთარი გეგმა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ რადიოს განვითარებასთან დაკავშირებითაც, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ 1 არხი არ არის“ - განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ ლევან გახელაძემ.

„ბატონ ზვიადს და ბატონ გიორგის ვულოცავ მეორე ტურში გასვლას. ჩვენ გვექნება დებატების საშუალება, სადაც ჩვენს ხედვებს გავუზიარებთ ერთმანეთს. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებს და გამარჯვების იმედი არ აქვს. ვფიქრობ, მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის ჭეშმარიტად სასარგებლო არხი გავხადო“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში გია ჭანტურიამ. 

ზვიად ქორიძე იმედოვნებს, რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება გულწრფელად და დამოუკიდებლად მიიღეს: „იმედი მაქვს, რომ საბჭოს წევრები მარტონი იყვნენ საკუთარ თავთან, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის იყოს სასარგებლო“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა 10 აგვისტოს 1 საათზე სამეურვეო საბჭოს შემაჯამებელი სხდომაზე გაირკვევა.

ახალი ამბები