04:28, Saturday, 25.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვაჰაგნ ჩახალიანი ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე

13.08.2009
,,რუსთავის კოლონიაში პროვოკაცია უფრო მოხერხებულია“

ანა შეშაბერიძე

10 აგვისტოს, სომხურმა გაერთიანება „იერკირმა“ გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც  ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთის სომეხი პოლიტიკური აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯდემმის“ ლიდერის, ვაჰაგნ ჩახალიანის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს. ამ განცხადების საფუძველი კი ისაა, რომ დაკავებული,  მიმდინარე წლის 31 ივლისს, გლდანის მე-8 საპყრობილედან, რუსთავის მე-2 კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც შესაძლო პროვოკაციებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია.

გაერთიანება „იერკირი“ პროვოკაციაში საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს და შინაგან სქმეთა მინისტრს - ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.

„იერკირი“ ხელისუფლებას  სთხოვს ჩახალიანის უსაფრთხოების გარანტიას და მის გლდანის საპყრობილეში დაბრუნებას.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ომბუდსმენს, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთასორისო ორგანიზაციებსა და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, ვაჰაგნ ჩახალიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ორგანიზაცია „იერკირის“ თხოვნით პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და სახალხო დამცველს მიმართა და ინფორმაციის დაზუსტებისა და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანთან ერთად დააკავეს მისი ძმა და მამა. ვაჰაგნ, რუბენ და არმენ ჩახალიანებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.

ბრალდებულის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ჩახალიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა პროკურატურამ პოლიტიკური მოტივით მისცა პასუხისგებაში. ამის თქმის საფუძველს მათ ის ფაქტი აძლევს, რომ ჩახალიანის ოჯახში მიდიან ადამიანები, რომლებიც მას  პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობენ.

ჩახალიანის ინტერესებს სასამართლოზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. მასთან საუბარში მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ის გამოდიოდა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც სამცხე-ჯავახეთში უმცირესობების მიმართ არსებობს. ახალქალაქში ხშირია სომხების დისკრიმინაციის ფაქტები. მოსახლეობა მისი განცხადებით სასამართლოებსა, პოლიციასა თუ თვითთმართველობის ორგანოებში ქართველებთან ერთად სომხების დასაქმებას ითხოვს, ეს კი არ ხერხდება იმის გამო, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი სომხურენოვანი მოსახლეობისათვის. ჩახალიანის აზრით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ რეგიონის მოსახლეობისთვის ქართული ენის სასწავლებლად, რითაც ხელოვნურად ყოფს მოსახლეობას ორ ნაწილად. ეს ყველაფერი ხელს უშლის სომხების სრულფასოვან ინტეგრაციას რეგიონის ცხოვრებაში, რაც რეგიონში დაძაბულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩახალიანი მიიჩნევს, რომ ეს მოსაზრებები გახდა მისი პოლიტიკური დევნის მიზეზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუბენ და არმენ ჩახალიანები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მაგრამ არ დააკმაყოფილა იგივე შუამდგომლობა ვაჰაგნ ჩახალიანთან დაკავშირებით. მის საქმეს სააპელაციო სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC