კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიაზე ზეწოლას უკვე სპორტსმენებიც არ თაკილობენ

17 აგვისტო, 2009

ანა შეშაბერიძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მოჭიდავე ზაზა კედელაშვილმა ჟურნალისტ ირაკლი თავაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, ჯობია დაუფიქრდე რას წერ და ვისზეო.

საქართველოში მედიაზე ზეწოლის ფაქტების გახშირებაზე საუბრით ვერავის გაკვირვებ. მედიის თავისუფლების ხარისხის კლება და მასზე ზეწოლის ფაქტების გახშირება არაერთხელ დაფიქსირებულა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. თუმცა ამგვარი ზეწოლის მიზეზი, უფრო ხშირად პოლიტიკურ ან ბიზნეს ინტერესებს უკავშირდებოდა. სპორტული მედია ზეწოლისგან შედარებით თავისუფალი იყო, თუმცა ბოლო დროს ამ სფეროზე მომუშავე ჟურნალისტებსაც ექმნებათ პრობლემები. ირაკლი თავაძის შემთხვევა პირველი არაა, როცა გაზეთ „ლელოს“ ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებენ. რამოდენიმე თვის წინ შუერაცხყოფა ამ გაზეთის კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ნეფარიძესაც მიაყენეს.

კედელაშვილის მუქარის მიზეზი გახდა ირაკლი თავაძის მიერ „ლელოს“ 13 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატია „მიეცით კეისარსა კეისრისა“, რომელშიც ჟურნალისტი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელს შოთა ხაბარელს აკრიტიკებდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობაში კედელაშვილი და ქევხიშვილი „ძველი“ დამსახურებების გამო შეიყვანა.

„გაგვიკვირდა, რა დამსახურებისთვის მოხვდნენ ნაკრებში კედელაშვილი და ქევხიშვილი? პიროვნულად მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ წლეულს თითქმის არ უვარჯიშიათ და ძალზე გვეეჭვება, ფორმაში იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, სეზონის ძალიან დიდი ნაწილი ძირითადად ნაკრებთან ერთად არ გაუტარებიათ და გუნდის მოსამზადებელ გეგმასაც ხშირად არღვევდნენ“ - ეს ამინარიდია 13 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელმაც კედელაშვილის გაგულისება გამოიწვია. მან თავაძეს დაურეკა და აგინა, თან დაემუქრა, ჩამოვალ თბილისში და გიჩვენებ როგორ ფორმაში ვარო.

„ძალიან ცუდი პრეცენდენტია, როდესაც ვიღაცეებს უჩნდებათ იმის ამბიცია, რომ ჟურნალისტებს და მედიას არ გვაქვს მათ საქმეებში ჩარევის უფლება, როდესაც მათ ფედერაცია და ნაკრები თვისი საკუთრება გონიათ. სამწუხაროდ, ეს ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარეა და რაც უფრო მალე შეიცვლება, საზოგადოებისთვის არის უკეთესი”-ამბობს ირაკლი თავაძე.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს არ ყოფილა ლელოს ჟურნალისტებზე ზეწოლის პირველი პრეცენდენტი.

დაახლოებით მსგავსი ინციდენტი მოხდა „ლელოს“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ნეფარიძესა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანს კახა კალაძეს შორის.

თუ ირაკლი თავაძის შემთხვევაში სპორტსმენის უკმაყოფილების მიზეზი ჟურნალისტის მიერ გამოთქმული მოსაზრება იყო, კალაძე ერთ-ერთი იტალიური ჟურნალიდან თარგმნილმა სტატიამ გააგულისა. იტალიელი ჟურნალისტი, კალაძის თამაშს უარყოფითად აფასებდა. სტატია ნეფარიძემ თარგმნა და ლელოში გამოქვეყნდა, რასაც ჟურნალისტის მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა მოყვა. „ამგვარი ფაქტები მართლა აღმაშფოთებელია, ბოლო-ბოლო ჟურნალისტი თუ რაღაცაში ტყუის - უჩივლე ან ადამიანურ ენაზე მაინც დაელაპარაკე და არა მუქარით ან გინებით. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თუ ამგვარ დამოკიდებულებაზე რეაგირებას არ მოვახდენთ უფრო მეტს გაბედავენ“ - გვითხრა ნეფარიძემ.

ის „ლელოს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გახშირებას ასე ხსნის: „ეტყობა სათანადოდ კრიტიკულები ვართ და ეს არ მოსწონთ. სიმართლე კი ხანდახან მწარეა“.

აღნიშნული ფაქტების კომენტირება ვთხოვეთ ჟურნალ „დათო ყიფიანის“ („ათიანი”) რედაქტორს გიორგი გორგოძეს. ის მუქარის ფაქტებს ცალსახად უარყოფითად აფასებს, თუმცა ამ ყველაფერში ჟურნალისტების ბრალსაც ხედავს.  „როგორც მოიქცევი, ისე მოგაგებენ პატივს“, -აცხადებს გორგოძე - „ძალიან ბევრი რამ ჩვენი, ჟურნალისტების ბრალიცაა. ძალიან ბევრს ვითმენდით და ხშირად სიმართლეზე თვალს ვუხუჭავდით. გასაგებია, რომ ძნელია ისეთ ხალხზე კრიტიკული მასალების წერა, ვისაც რაღაც მოუგია და გულშემატკივრის სიყვარული დაუმსახურებია, მაგრამ ეს აუცილებელია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ისინი გავანებრივრეთ ამგვარი დამოკიდებულებით და ახლა ოდნავ კრიტიკაზე ასე არაადეკვატურად ამიტომ რეაგირებენ“. ის რჩევსაც აძლევს უკმაყოფილო რესპოდენტებს უფრო მეტი მოთმინებით მოეკიდონ კრიტიკულ პუბლიკაციებს, თორემ ის სიყვარული, რომელიც მათ საკუთარი გამარჯვებებით დაუმსახურებიათ, ძალიან მალე გაქრება.

სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი პოპულარობა სწორედ მედიის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, და რომ არა ჟურნალისტები საზოგადოებას არაფერი ეცოდინებოდა სპორტსმენების წარმატებებსა და მიღწევებზე.

ექსპერტი ზვიად ქორიძე ჟურნალისტებზე ამგვარი ანგარიშსწორების ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს. „ეს არის დასჯადი კრიმინალური ქმედება“ - აცხადებს ის.

ზეწოლის შემთხვევების გახშირების მიზეზად კი დაუსჯელობის განცდასა და ჟურნალისტებში სოლიდარობის არქონას ასახელებს. მისი აზრით აუცილებელია ამგვარი საქმეების სასამართლომდე მიტანა, რამაც შეიძლება შეაჩეროს ჟურნალისტების მიმართ აგრესიის ფაქტების გამოვლენა.

ახალი ამბები