კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვეყანას ახალი ვარდები სჭირდება

19 აგვისტო, 2009

პიტერ კორიგი

კავკასიური ომიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტი იზრდება. თუმცა ოპოზიციას ქმედითი პოლიტიკური პროექტი არ გააჩნია.
 
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს დედაქალაქის მთავარი, რუსთაველის გამზირი რამდენიმე თვიანი ბლოკირების შემდეგ საავტომობილო მოძრაობისთვის კვლავ გახსნილია. 23 ივლისს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი, ოპოზიციისთვის საქართველოს პრეზიდენტისადმი პროტესტის გამოხატვისა და აშშ-სგან მხარდაჭერის მოთხოვნის კიდევ ერთი საშუალება უნდა გამხდარიყო. მიმდებარე ქუჩებზე განთავსებულ ჯავშანტექნიკას და ხელკეტებით შეიარაღებულ ათასობით პოლიციელს რეალური საფრთხის შემთხვევაში წესრიგის დაცვაზე უნდა ეზრუნა.

7 აგვისტოს, მსგავსი უსაფრთხოების ზომების მიღება მთავრობამ, როგორც ჩანს აუცილებლად არ მიიჩნია. სხვაგვარად რუსთაველის გამზირი ფეხითმოსიარულეთათვის არ გადაიკეტებოდა. ამ დღეს იქ ნაწილობრივ საზეიმო განწყობა სუფევდა. გამოფენა „200 წლიანი რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობის მთავარ პოლიტიკურ გზავნილს გამოხატავდა. აქ წარმოდგენილი რეგიონის თანამედროვე კონფლიქტები, რუსეთის მხრიდან კავკასიის დაპყრობის ხანგრძლივი მცდელობის დემონსტრირება იყო.

ამ დღეს ტანკი მხოლოდ პარლამენტის შენობის წინ იდგა. ინსტალაცია 1989 წლის აპრილის მოვლენების გახსენება გახლდათ, როდესაც მხუთავი გაზითა და ნიჩბებით საბჭოთა ჯარისკაცებმა საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგით მიმდინარე დემონსტრაცია ჩაახშვეს, რასაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კავკასიის შარშანდელ ომში დაღუპულებისადმი მიღვნილი ფოტო-გამოფენა თავისუფლების მოედანზე მოეწყო. აქ დამონტაჟებულ ვიდეო-ეკრანებზე ბევრი ადამიანი მდუმარედ ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას.

საქართველოს მთავრობა აქ მოვლენების მისეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ომი რუსეთმა დაიწყო. ომიდან ერთი წლის შემდეგ, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდა, ოპოზიცია იმით შემოიფარგლებოდა, რომ პრეზიდენტს ქართული ტერიტორიების დაკარგვაში სდებდა ბრალს. საქართველოს მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, მთავრობა რუსეთის „პროვოკაციას“ წამოეგო, თუმცა იმაზე, რომ მან პასუხი უნდა აგოს სამხედრო მოქმედებების დაწყებასა და სეპარატისტულ რეგიონში  სამხრეთ ოსეთში შეჭრაზე, საჯაროდ არავინ საუბრობს. და მაინც, გადააგორა კი სააკაშვილმა ომის შემდგომი კრიზისი?

ის, რომ ომს, და პირველ რიგში ქართულ მარცხს პრეზიდენტის შეცვლა არ მოჰყოლია, შეიძლება გასული წლების ქართული ისტორიით ავხსნათ. სააკაშვილის სისტემა „ქარიზმატულ ლიდერზე“ დგას, რომელიც პოსტფეოდალური კლანური საზოგადოების კონტექსტში მოდერნიზაციის პროცესს აჩქარებს. პოლიტიკური პროექტი 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, პირველ რიგში ორიენტირებული იყო არა იმაზე, რომ მის წინამორბედ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შედარებით უფრო დემოკრატიული  გარემო შეექმნა, არამედ სახელმწიფო ძალაუფლების მონოპოლიის აღდგენაზე. ამგვარად, სააკაშვილს ერთის მხრივ ჰქონდა მხარდაჭერა კორუფციისა და კრიმინალისგან დატანჯული საზოგადოებისგან და მეორე მხრივ დასავლეთისგან, კერძოდ შეერთებული შტატბისგან, რომლებიც რუსეთისგან დამოუკიდებელ, სტაბილურ საქართველოში იყვნენ დაინტერესებულნი.

გერმანიაში ამ ინტერესს დიდწილად საქართველოზე გამავალი მილსადენი განსაზღვრავს, რომელიც აზერბაიჯანიდან ნავთობს თურქეთისკენ ატარებს; მომავალი დაინტერესება კი „ნაბუკოს“ გაზსადენს უკავშირდება, რუსეთისგან დამოუკიდებელ მარშრუტს, რომელიც კასპიის რეგიონს ცენტრალურ ევროპასთან დააკავშირებს. თუმცა მილსადენებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინტერესს შესაძლოა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა წარმოადგენდეს. ის სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ქვეყანაა - რეგიონის, რომელიც ნატოს წევრ თურქეთს, ირანს და რუსეთს ესაზღვრება. ამასთანავე, რგიონში საქართველო დასავლეთის ყველაზე სანდო პარტნიორადაა მიჩნეული.

ირანში ეთნიკური აზერბაიჯანლების დიდი უმცირესობა ცხოვრობს, ამიტომ აზერბაიჯანს იქაურ რეჟიმთან ფრთხილი ურთიერთობები აქვს. ისტორიული მიზეზების გამო სომხეთი რუსეთს მფარველობას არჩევს. იმავდროულად თავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბახის რეგიონის გამო დაძაბულობაა. საქართველო, რომელიც შავ ზღვასაც ებმის და ევროპასა და აზიას შორის კავკასიის სახმელეთო ხიდია,  ასევე მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა ავღანეთის დასავლური შეიარაღებული ძალებით მომარაგების თვალსაზრისით.

ამის გამო აშშ-ს და ევროპას საქართველოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ამ სტაბილურობის ფასს დემოკრატია წარმოადგენს. პრესა და რადიო სულ უფრო იზღუდება, ოპოზიციონერებს რეგულარულად აპატიმრებენ იარაღის და ნარკოტიკის შენახვის საეჭვო ბრალდებებით, დემონსტრაციის თავისუფლება ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა მისი ვიზიტის დროს მსგავსი ტენდენციები გააკრიტიკა, მან ოპოზიციას მოსალოდნელი მხარდაჭერა არ აღუთქვა, რადგან ამ უკანასკნელმა განსხვავებით „ვარდების რევოლუციის“ პერიოდისგან, ვერ მოახერხა ისეთი ფართო პოლიტიკური პროექტის შემუშავება, რომელიც დღევანდელი სისტემისგან განსხვავებული იქნება და ხელისუფლების ცვლილებაზე დასავლეთის არსებით მხარდაჭერას მოიპოვებს. ახლახანს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახალი ოპოზიციური ალიანსის შექმნისას საუბარში სამოქალაქო ომის საფრთხე ახსენა და დასძინა, რომ საჭიროა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება.

მეორე მხრივ, ის რომ მთავრობა ოფიციალურად არ აცხადებს უარს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე, ასევე საფრთხეს უქმნის კავკასიის სტაბილურობას. როგორც ჩანს სწორედ ამის გამო ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს სააკაშვილს სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრეს. აქ ცხადი ხდება, რომ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური ბატონობა აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესების ტაქტიკურად მაქსიმალურად ოსტატურ გამოყენებას ეფუძნება. შიდაპოლიტკურად მან ახლა „ვარდების რევოლუციის“ ახალი ტალღის შესახებ განაცხადა. მმართველი პარტიის დეპუტატებმა და მინისტრებმა საზაფხულო არდადეგების დროს ქვეყანა უნდა მოიარონ, მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინონ. თუმცა, უკან არც ოპოზიცია იხევს. სექტემბრიდან მან საპროტესტო კამპანიის განახლების თაობაზე განაცხადა.

ორიგინალი

 

წყარო:

ახალი ამბები