კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო მსოფლიოს არასტაბილურ ქვეყნებს შორის 33–ე ადგილზეა

20 აგვისტო, 2009

საქართველო მსოფლიოს არასტაბილური ქვეყნების რეიტინგში 33–ე ადგილს იკავებს. რეიტინგს გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ აქვეყნებს. რეიტინგი სხვადასხვა ქვეყანაში 12 საკვანძო ინდიკატორის მიხედვით შედგა. მათ შორისაა ეკონომიკური ვარდნა, ადამიანის უფლებები, ქვეყნიდან ადამიანების მიგრაცია, მოსახლეობის კრიტიკუდი განწყობა მთავრობისადმი და სხვა.

რეიტინგს სათავეში სომალი უდგას, მას ზიმბაბვე და სუდანი მოსდევენ. საქართველოს კი რეიტინგში ლიბერიასა და სიერა–ლეონეს შორისაა.

საქართველო „ფორინ პოლისის“ კიდევ ერთ რეიტინგში მოხვდა. ქვეყანა იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების სიაში მე–9 ადგილზეა: „ფორინ პოლისის“ ცნობით, საქართველომ 2006–2007 წლებში 427 მილიონი დოლარის შეიარაღება შეისყიდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მურთაზ ზოდელავა აღნიშნულ რეიტინგს კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო არასტაბილური კი არა, ახალგაზრდა, მზარდი ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ქვეყანაა.

„ფორინ პოლისზე“ გაცილებით გავლენიანი გამოცემები ჩვენთან მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებებს აძლევენ და მათ რეიტინგებში ბევრად უკეთესი პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოცემას, ვერ გეტყვით რა კრიტერიუმებით შეგვაფასა და რატომ აღმოვჩნდით აფრიკულ ქვეყნებს შორის“–აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო არჩვაძის შეფასებით კი, რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუარესება აგვისტოს ომის შედეგია. „ომი გრძელვადიან შედეგებს იძლევა, განსაკუთრებით კი ეკონიმიკაში. ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ იწყება ეკონომიკური ვარდნა, ინფლაცია, ინვესტიციების შემცირება  და სხვა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სფეროებზეც. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად რეიტინგები ქვეყნის განვითარების მიმართულების ვექტორს აჩვენებს და არა რეალურ მდგომარეობას“–აცხადებს სოსო არჩვაძე.

წყარო: რადიო „კომერსანტი“

ახალი ამბები