კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

21 აგვისტო, 2009

გიორგი ლაღიძე - „ხელისუფლებას პოლიტპატიმართა არასრული სია გადასცეს“

ანა შეშაბერიძე

12 აგვისტოს ძალოვან მინისტრებსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა შედგა. ეს შეხვედრა, 6 აგვისტოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაიგეგმა.

შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენელი, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან კი მხოლოდ ნაწილმა გამოთქვა შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი. შეხვედრაში ასევე ყველა ძალოვანი მინისტრი მონაწილეობდა.

ამ შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას იმ პატიმრების სია წარუდგინა, რომლებიც მათივე მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული.

პარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას პოლიტპატიმართა არასრული სია წარუდგინა. ამით მათ საშუალება მისცეს ხელისუფლებას კვლავაც განეხორციელებინა შერჩევით სამართალი და გაეთავისუფლებინა არა ყველა პოლიტპატიმარი, არამედ პოლიტპატიმრების მხოლოდ მისთვის მისაღები ნაწილი - აცხადებს გიორგი ლაღიძე და დასძენს, რომ ეს სიები და გათავისუფლებულ პატიმართა პარტიული კუთვნილება ნათლად მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები გააჩნია ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ალასანიას პარტიების მიმართ.

„სამწუხაოდ ოპოზიციამ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი  არ დააყენა. სიებში საერთოდ არ არიან ნახსენები ზაზა დავითაია,  მაია თოფურია, თემურ ჟორჟოლიანი, ვატანგ ტალახაძე, ნორა კვიციანი, მალხაზ გველუკაშვილი... ესენი ნამდვილად პოლიტპატიმრები არიან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“ - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ დაესწრო თავად ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებთან შეხვედრს გიორგი ლაღიძემ გვიპასუხა, რომ ის შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. მისი პოზიცია ოდნავ გაუგებარია, რადგან შეხვედრა ღია იყო. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას შეეძლო მასში მონაწილეობა და თავისი პოზიციის დაეფიქსირება. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი იყო პოლიტპატიმართა სიის საკუთარი ვერსიის ხელისუფლებისთვის სახალხო დამცველილს მეშვეობით გადაცემა, რომელიც ამ შეხვედრაში მართალია დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ მაინც მონაწილეობდა.

დავით მანაგაძის, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის განმარტებით შეხვედრა დახურული არ ყოფილა. ასევე ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი კანდიდატები დაესახელებინათ, როცა დგებოდა ერთიანი სიები „კონსერვატიულ პარტიაში“.

„შექმნილი იყო კომისია პოლიტ-პატიმართა სიის შესადგენად. ამ სიებს „კონსერვატიული პარტია“ უყრიდა თავს. ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორის კვირაში ერთხელ შეხვედრები იმართებოდა, სადაც პარტიის წარმომადგენლებს შეეძლოთ დაესახელებინათ კანდიდატურა, აეხსნათ თუ რატომ მიიჩნევს მას პოლიტიკურ პატიმრად, რის შემდეგაც მას ჩასავამდნენ სიაში“ - აცხადებს დავით მანაგაძე.

მანაგაძე ფიქრობს, რომ გიორგი ლაღიძემ ლაღიძეს შეეძლო ამ სიის შედგენაში მიეღო მონაწილეობა, შესაბამისად მისი პროტესტი დაგვიანებულად ეჩვენება. ახლა ლაღიძე პრეზიდენტთან აპირებს წერილის გაგზავნას, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად ყველა პოლიტიკური პატიმარის გათავისუფლების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი პოლიტიკური კრიზისის წინასწარმწტყველებს.

„თუ არ მოხდება ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს ქვეყანაში კრიზისის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“ - აცხადებს ლაღიძე .

ძალოვანი მინისტრებისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შედეგად, რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება უკვე გადაწყდა.

ახალი ამბები