კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

14 დღით დაკავებულმა მელორ ვაჩნაძემ შეიძლება ციხეში 7 წელი გაატაროს

24 აგვისტო, 2009

ანა შეშაბერიძე

20 ივლისს პარლამენტის შესასვლელთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპატიმრებული ახალგაზრდული მოძრაობა „შემოგვიერთდის“ წევრი მელორ ვაჩნაძე, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

იგი პარლამენტის ბლოკირების, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. მას საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

სანამ მელორ ვაჩნაძეს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურებოდა, კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს, 182 მუხლის მეორე ნაწილის, ვე ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს, სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმე კი ისაა, რომ როგორც მისი ადვოკატი, ნათია კორკოტაძე აცხადებს ვაჩნაძეს 2 წლის წინ დახურული საქმე განუახლეს, რომელიც თავის დროზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაიხურა.

რამოდენიმე წლის წინ ვაჩნაძემ მეუღლის კუთვნილი ავტომანქანა გაყიდა, თავიდან მხოლოდ თანხის ნახევარი აიღო. მას შემდეგ კი, რაც მყიდველმა მანქანა დაამტვრია დარჩენილი თანხის სანაცვლოდ ვაჩნაძემ უკვე დაზიანებული მანქანა დაიბრუნა. შეკეთების შემდეგ კი კვლავ გაყიდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ადამიანი ვინც ვაჩნაძისგან 2 წლის წინ მანქანა იყიდა, ახლა ,,სოდის“ თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც მას მანქანის წართმევაში ადანაშაულებს. მელორ ვაჩნაძე წაყენებულ ბრალს უარყოფს.

ნათია კორკოტაძის განცხადებით ვაჩნაძის დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ იდევნებიან საქართველოში ოპოზიციის მხარდამჭერები.

ვაჩნაძის ადვოკატის განცხადებით ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და არ გაჩერდება, სანამ სამართლიანობა არ აღდეგება.

მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

ამ თემაზე:

მოძრაობა „შემოგვიერთდის“ აქტივისტები პოლიტპატიმართა სიას „შეუერთდნენ“ 

ვაჩნაძის ოჯახს ემუქრებიან 

არაადამიანური წამება პოლიციაში 

ახალი ამბები