კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: ციხის ყოფილი მთავარი ზედამხედველი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

31 აგვისტო, 2009

ციხის ყოფილი ბოსი, რომელსაც საქართველოში ორგანიზებული კრიმინალის დათრგუნვის გამო ერთდროულად  ენდობოდნენ და აკრიტიკებდნენ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დაასახელეს.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ბაჩო ახალაიას წარდგენისას, 27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ 28 წლის კაცს აქვს ის, რაც  საქართველოს არმიას ომის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ესაჭიროება. პრეზიდენტმა ახალაიას საქართველოს ჯარის ყოვლისმომცველი რეორგანიზაცია დაავალა. სანამ სააკაშვილი ახალაიას თავდაცვის მინისტრად დაასახელებდა, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ახალაია თანამდებობაზე დანიშვნას  უნდა დაეთანხმოს  პარლამენტი,  სადაც სააკაშვილის მომხრე დეპუტატებს ადგილთა დიდი უმრავლესობა უკავიათ.

„ჯარი თავდაცვისუნარიანი იქნება“  - აღნიშნა ახალაიამ მოკლე სატელევიზიო კომენტარებში.  მან განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მოიყვანოს ქართული ჯარი შესაბამისობაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტანდარტებთან - განცხადება, რომელიც არავის გააოცებდა. საქართველოს აგრესიული ლტოლვა ატლანტიკური ალიანსისაკენ რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ნაკლებად  ხილულ პერსპექტივად იქცა, თუმცა მაინც რჩება ყურადღების ეპიცენტრში.

სააკაშვილის უდრეკი ლოიალისტი ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ახლო მოკავშირეა. ახალი მინისტრის მამას და ძმას სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებში მაღალი პოსტები უკავიათ.

უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე საუბრისას, რაც ტელევიზიითაც გადაიცემოდა, სააკაშვილმა შეაქო გადაყენებული თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე განვლილი რვა თვის სამსახურისათვის, მაგრამ დასძინა, რომ „უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო და ამ სტრუქტურას ბევრად უფრო მტკიცე ხელის სჭირდება“.

ქართული მედია აცხადებდა, რომ ახალიას მართვის აგრესიული სტილი სიხარულიძესა და მის ყოფილ მოადგილეს შორის დიდი სიყვარულის ვარაუდს არ აჩენს.

ახალიას დანიშვნის გამო სხავდასხვა თავლსაზრისი არსებობს. სააკაშვილის მმართველი პარტია, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა მიესალმა დანიშვნას და ახალაია იმის გამო, რომ 2005-2008 წ.წ. სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას საქართველოს კრიმინალური ბოსები გაანადგურა, შეაქო.

მაგრამ ხისტმა ტაქტიკამ, მაგალითად, 2006 წელს ციხის ბუნტის ჩასახშობის მეთოდებმა, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეშფოთებას დაუდეს სათავე. ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ეს შეშფოთება კიდევ უფრო მძაფრად გამოხატა, როდესაც ახალაიას კრიმინალი უწოდა. „არსებობს საკმაო მტკიცებულება საიმისოდ, რომ თავდაცვის ახალ მინისტრს ბრალდებები წაეყენოს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა 27 აგვისტოს პრეს-კონფერენციაზე, ახალაიას მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე მითითებით.

პრეზიდენტის ზოგიერთმა ოპონენტმა ყურადღება შესაძლო შემდგომ სამხედრო „ავანტიურებზე“ შეაჩერა, სხვებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ახალაია ჯარს შიდა პოლიტიკური ოპნენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. „ეს არმიის დაშლის კამპანიის ნაწილია“ - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პარტიის, „საქართველოს გზის“ ლიდერმა მთავრობის მხარდამჭერ ტელეკომპანიას, რუსთავი-2-ს.

სააკაშვილმა დაიცვა ახალაიას მუშაობა ციხის ბოსის სტატუსში და განაცხადა, რომ კრიმინალური ბოსების განადგურება პრეზიდენტმა აკურთხა. მან ასევე შეაქო ახალაია იმისთვის, რომ საქართველოს დედაქალაქის, თბილისის გარშემო საფორტიფიკაციო ხაზები დააყენა, რომელმაც ქალაქი რუსების პოტენციური თავდასხმისგან უნდა დაიცვას.

წყარო: http://foreignpress.ge/

ახალი ამბები