კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა ქონების წართმევის წესები დააკანონა

2 სექტემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების „ინტერნეიშნლ ბილდინგ ქომფანისა“ და „პრიზას“ ქონებას დღეს აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანენ. ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აგარაკის გაყიდვასაც აუქციონის წესით გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ ქონება აუქციონზე გატანის შემთხვევაში ორჯერ არ გაიყიდება, ახალი კანონმდებლობით, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს.

ამის უფლებას შემოსავლების სამსახურის უფროსს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები აძლევს, რომელიც პარლამენტმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პარალელურად დაამტკიცა.

ცვლილება შეეხო საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლს. ამ მუხლის მე-13 ნაწილში დამატებები შევიდა. ცვლილების შედეგად, თუ მეორედ ჩატარებულ აქუციონზე მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შეთავაზებული შესაბამისი ფასი, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს. ე. ი. ახალი კანონით, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, მაგალითად, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიას, რომელსაც ყადაღა ადევს და აუქციონზე ორჯერ ვერ გაიყიდა, ყადაღა მოხსნას და ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანოს. საგადასახო კოდექსი არ არეგულირებს იმ შემთხვევებს, თუ დაყადაღებული ქონების საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოს მიმართ მესაკუთრის დავალიანების ოდენობას.

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, ეს სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისთვის ქონების წართმევას ნიშნავს.

„მაგალითად, აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების ფასი თუ 100 ათასი ლარია, მესაკუთრეს კი სახელმწიფოს მიმართ დავალიანება მხოლოდ 10 ათასი ლარი აქვს, დანარჩენი 90 ათასი ლარი ვის რჩება? მესაკუთრეს არ უბრუნდება... გამოდის, რომ სახელმწიფოს“.

- ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რა იყო საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებების შეტანის მიზეზები?

- ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ სახელმწიფო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ქონებას, ნინო ბურჯანაძის აგარაკს და სხვათა საკუთრებას უპრობლემოდ დაეპატრონოს, მაგრამ ეს ნიშნავს ქონების წართმევას. ამ ცვლილებებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მცირე მეწარმეებიც, რომელთაც თუ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება დაუგროვდათ, ქონებას დაუყადაღებენ. თუ ვერ გაუყიდიან - სახელმწიფო მათ ქონებას თვითონ მიისაკუთრებს, - აცხადებს ირაკლი შავიშვილი.

ამ თემაზე:

ექსპერტების შეფასებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით მეწარმეებს კიდევ უფრო შეავიწროვებენ

 

ახალი ამბები