კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარელ მოვაჭრეებს ტურისტული სეზონის გადასახადი დააკისრეს

7 სექტემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ქობულეთის სავაჭრო ცენტრი „ოქროს არწივი“ რამოდენიმე დღეა დახურულია. მოვაჭრეები გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ.

საქმე ისაა, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე გადასახადები მომატების გადაწყვეტილება მიიღო და სავაჭრო ცენტრის დირექტორის ალეკო რომანიძის განცხადებით ტურისტული სეზონის დასრულებამდე გადასახადის შემცირებას არ აპირებს.  მოვაჭრეები სეზონურად გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ.

მოვაჭრეები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და როგორც ჩანს სექტემბრის ბოლომდე სავაჭრო ცენტრი არც გაიხსნება. მეორე მხრივ მოვაჭრეებს ეშინიათ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სავაჭრო წერტილებს დაკარგავენ. მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ხელისუფლებისგან თავის დროზე მიიღეს გარანტია, რომ გადასახადი არ გაეზრდებოდათ.

ნოდარ ქათამაძე, მოვაჭრე: „ჩვენი მოთხოვნაა - არ დაგვიმატონ გადასახადი. გამგებელთან, ვასილ თავართქილაძესთან გვქონდა შეხვედრა და დაგვპირდა რომ არ დაგვიმატებდნენ სეზონზე გადასახადს. როგორც დღეს აღმოჩნდა, გადასახადი გაზრდილია“.

მარინა კილაძე, მოვაჭრე: „საიჯარო ქირას გაგვიზარდეს. აქამდე, 350 ლარს ვიხდიდით თვეში, ახლა 70 ლარით, თუ 100 ლარით გვიმატებენ. ახალი გადასახადი ჯერ არ შეგვიტანია“.

ციური ჭაღალიძე, მოვაჭრე: „გადასახადები ძალიან მაღალია და ვერ გადავიხდით. ამიტომ გვირჩევნია, რომ ვიდგეთ ასე, ვიდრე ობიექტები გავხსნათ და ვივაჭროთ“.

„ჩვენი მოთხოვნაა რომ გადასახადის ძველი ოდენობა დატოვონ. დამატებულს, ნამდვილად, ვერ შევძლებთ რომ გადავიხადოთ. ჩვენ არ ვამბობთ რომ გადასახადს არ გადავიხდით, მაგრამ გადავიხდით იმ ოდენობას, რაც გვქონდა“, - ამბობს მოვაჭრე მავილე აბაშიძე.

ქობულეთის სავაჭრო ცენტრ „ოქროს არწივში“ გადასახადები აგვისტოს თვიდან გაიზარდა. ის ვინც მანმადე 350 ლარს იხდიდა, ამჟამად 450 ლარის აქვს გადასახადი, ხოლო ვინც 450 ლარს, მას 500 ლარი ყოველთვიურად. სავაჭრო ცენტრის დირექტორ ალეკო რომანაძე ამბობს, რომ გაკვირვებულია ასეთი აჟიოტაჟით: „რა პრობლემა შეიქმნა ამ გადასახადებზე? რა მოხდა, მხოლოდ სეზონურად, ორი თვით გავუზარდეთ გადასახადი. მოვაჭრეებს ამ პერიოდში კარგი ვაჭრობა აქვთ და ამიტომაც გავუზარდეთ გადასახადი. დანარჩენი ათი თვე, ისევ ისე გადაიხდიან, როგორც აქამდე“.

 მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ მომატებული გადასახადი არც ოქტომბერში დაიკლებს და დამატებითი გადასახადის გადახდას არ აპირებენ. ისინი დახურული სავაჭრო ცენტრის გახსნას არ აპირებენ და პროტესტის გამოსახატავად აქციების გამართვას გეგმავენ.

ახალი ამბები