კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთი წელი საგარეჯოში ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ (ვიდეო)

10 სექტემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

დღეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია 2004 წლის 10 სექტემბერს,  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ნავთობკომპანია „კანარგო ჯორჯიას“ #100 ჭაბურღილზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინა, რაც ადასტურებს, რომ ნავთობის ამოფრქვევას მძიმე შედეგები მოჰყვა.

„ეს აფეთქება ზუსტად 5 წლის წინ მოხდა, რომელმაც სერიოზული ზიანი გამოიწვია. განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა  სასმელი წყალი და ნიადაგი. ამ დღის შემდეგ, სოფლების ნინოწმინდის, წყაროსთავის და ქალაქ საგარეჯოს არაერთ მაცხოვრებელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ხელისუფლების მხრიდან ბევრი დაპირება იყო, რომ ისინი ყურადღებას გამოიჩენდნენ ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ საქმის დაფარვით არის დაინტერესებული. „ჩვენს მიერ მოძიებული მასალები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ამ საქმის ჩაფარცხვით, გამომდინარე იქიდან, რომ  მას აქვს გარკვეული ინტერესები აღნიშნულ კომპანიასთან.  ნიშანდობლივია, რომ „კანარგო ჯორჯიას“ თანამშრომელი პრეზიდენტ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილია. ჩვენ გვაქვს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის სამედიცინო ლაბორატორიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქე მარიკა სუხიაშვილის სისხლში ბენზოლის მკვეთრი მომატება ნავთობპროდუქტებით არის გამოწვეული“, -აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ასევე წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვიძემ ეკოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა, თუმცა მოგვიანებით, საქმიდან აღნიშნული დადგენილება გაქრა.

პრესკონფერენციას სოფელ ნინოწმინდის მაცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

მარიკა სუხიაშვილი: „დღემდე შველას  ვითხოვთ. სისხლში დიდი რაოდენობით ბენზოლი აღმომაჩნდა, რის გამოც ღვიძლის ცეროზი დამემართა. გავხდი ონკოლოგიური ავადმყოფი, 10 წლის სიცოცხლე მომცეს... დღეს უკვე 5 წელი გავიდა. თავდაპირველად  კომპანია მკურნალობის ხარჯებს მინაზღაურებდა, თუმცა უკვე 2 წელია მკურნალობის კურსი  შეწყვეტილი მაქვს“.

პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ აქ

ამ თემაზე:

პრეზიდენტის ძმის ბიზნესს შეწირული ადამიანები

ახალი ამბები