კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად გადის ზღვარი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამასა და მის ეფექტურობას შორის [ვიდეო]

25 სექტემბერი, 2009


ირინა ჭოჭუა

რამდენად ეფექტურია სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში? რამდენად რეალურია ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება იმ ადამიანების სიის დადგენა ვინც სახელმწიფოსგან დახმარება უნდა მიიღოს? ეს კითხვები მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პროგრამის მიმდინარეობით უკმაყოფილო ადამინების მიერ შემოტანილი განცხადებების რაოდენობამ იმატა.

განცხადებების შინაარსი იდენტურია: ყველა მომჩივანი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაუსაბუთებლად ხდება მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი მუდმივად ახდენს გარკვეული რაოდენობის ოჯახზე დაკვირვებას, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ განაწყენებულ ბენეფიციართა რაოდენობა არ მცირდება.

ნანა თავბერიძე 54 წლის მარტოხელა ქალბატონია. მისი საცხოვრებელი ერთოთახიანი ნესტიანი ბინაა ორი სკმით, მაგიდით, ერთი საწოლით, კარადით და რამდენიმე თეფშით. ნანა თავბერიძე აქ 2007 წლამდე ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობდა და სიღარიბის დაძლევის სახემწიფო პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობა იღებდა. მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა, სოციალური სუბსიდიების სააგენტომ დახმარება შეუწყვიტა. ნანამ ხელახლა მიმართა სააგენტოს შემწეობის დასანიშნად. მიუხედავად იმისა, რომ ლილი ბუაძის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს არაფერი შემატებია, შემოწმების შედეგად ნანა თავბერიძეს მიენიჭა მაღალი სარეიტინგო ქულა, რითაც ბუნებრივია, დახმარებას ვეღარ მიიღებდა. ამის მიზეზად მას სოციალური სუბსიდიების სააგენტოში შემდეგი გარემოება დაუსახელეს: არასაპენსიო ასაკი. ნანა თავბერიძე განათლებით მუსიკოსია. მას არაერთი წელი უმუშავია სამუსიკო სკოლის პედაგოგად. სამსახუხის პოვნის მცედოლობა ბოლო წლებში უშედეგოდ დამთავრდა და დღესდღეობით ნანა თავბერიძე ბოთლების ჩაბარებით თუ მეზობლების შემწეობით ირჩენს თავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ნანა თავბერიძემ დახმარებისთვის 10 სექტემბერს მიმართა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოსგან კითხვაზე თუ რატომ მიენიჭა მას მაღალი სარეიტინგო ქულა, შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ამ შემთხვევაში გარემოებაში გვაქვს ცვლილება. ლილი ბუაძის გარდაცვალების შემდეგ მართალია ოჯახი არ გამდიდრებულა, მაგრამ შემცირდა ხარჯები და გადასახადების რაოდენობამ იკლო. სპეციალური ფორმულის მიხედვით საბოლო აგრეგირებული მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიაში არსებობს ხარვეზები და ეს შემთხვევა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია“, - აცხადებს სოციალური სუბსიდიებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ეკა ალავიძე.

„ადამიანის უფებათა ცენტრის“ იურისტები უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რეალურად ეკუთვნით და ვერ იღებენ, მაგრამ ძირითადი მიზეზი სიღარიბის დაძლევის პროგრამის არაეფექტურობისა მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზებია, რასაც თავად სააგენტოს თანამშრომლებიც აღიარებენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით შემწეობის მაძიებელთა ბედი სოციალური აგენტების კეთილგონიერებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგან ისინი ახდენენ ბენეფიციართა სოციალური მგდომარეობის აღწერას და დასკვნის სახით აკთებენ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგად შეფასებას.

„ჩვენს ორგანიზაციას გასული 6 თვის მანძილზე დახმარებისთვის არაერთმა ადამიანმა მიმართა როგორც პირადად, ასევე სატელეფონო კონსულტაციით. ისინი განმარტავენ, რომ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, განცხადების საფუძველზე ჩაატარეს მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღწერა, შედეგად კი უსაფუძვლოდ მიიღეს მაღალი სარეიტინგო ქულა. არაერთხელ ვეცადეთ გაგვერკვია რის საფუძველზე ხდება მსგავსი დარღვევები, მაგრამ დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღეთ ვერც წელილობით, ვერც პირადი საუბრების დროს“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

მსგავსი შემთხვევევბის სიმრავლე წარმოადგენს მოქმედი მეთოდოლოგიის არაეფექტურობის გამოვლენას. უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, რათა აღნიშნული სისტემა უფრო ეფექტური და დახვეწილი გახდეს. ამ პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა ორგანიზეციები, რომლებიც თანამშრომლობენ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთან. წელიწადში ოთხჯერ სტატისტიკის დეპარტამენტი ატარებს დაკვირვებას 3000 ოჯახზე და მაქსიმალური სიზუსტით ადგენს დეკლარაციაში მოცემული ინდიკატორების ეფექტურობას, რადგან ამგვარი ტიპის ინდიკატორებისთვის, რაც დეკლარაციაშია მოცემული, დამახასიათებელია დროში მოძველება. ასევე არაერთხელ არის დაფიქსირებული ამა თუ იმ ორგანიზაციის მოთხოვნით ბენეფიციართა ხელახლა გადამოწმების ფაქტები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ოფიციალური მონაცემებით სპეციალური კვლევითი სამუშაო მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური სამუშაოები ჩაატარა. საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია ოქტომბრის თვეში გაიმართება.

სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების განაწილების მოთოდოლოგიაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მორის წამალაშვილი:
„ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია 600 000 ოჯახი, რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის. აქედან 160 000 ოჯახი იღებს დახმარებას. ჩვენი მუშაობის პროცესი არის ეტაპობრივი: სოციალური აგენტი მიდის თიოთოეულ ოჯახში, ეხმარება მათ დეკლარაციის შევსებაში და მხოლოდ ამის შემდეგ სპეციალური ფორმულის საშუალებით ხდება ე. წ. სარეიტინგო ქულის დადგენა. სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხდება სტატისტიკური მეთოდით და ბუნებრივია აქვს ცდომილება. მსოფლიოში არ არსებობს ანალოგიური პროგრამა, სადაც მსგავს ცდომილებას ვერ ვნახავთ. თუმცა არსებობს მსოფლიოში აპრობირებული შეფასების სახვადახვა მეთოდები, მაგრამ ყველაზე მეტად სიზუსტესთან მიახლოებული არის ე. წ. ქულობრივი შეფასების სისტემა. აქ ცდომილების წილი დაახლოებით 20 პროცენტია. ცდომილებაში იგულისხმება ორი ძირითადი პრობლემა: დახმარებას იღებს ის, ვინც არ საჭიროებს და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში ოჯახი ვერ იღებს დახმარებას. ჩვენ ყველანაირ სამუშაოებს ვატარებთ, რათა ზემოთ ნახსენები შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული ადგილობრივი თემის მონაწილეობა ამ სისტემაში. გარდა ამისა სამწლიანმა მუშაობამ აჩვენა გარკვეული ხარვეზები, რომლის პრაქტიკაში გაანალიზების შემდეგ გვაქვს მონაცემები, რითაც შეიძლება უფრო გავაუმჯობესოთ მუშაობა. თუმცა თუ ვიტყვით, რომ ამის შემდეგად მივაღწევთ ასპროცენტიან მიზნობრიობას, ეს არ იქნება მართალი. ჩვენ ყოველთვის გვეყოლება ისეთი ოჯახები, რომლებსაც ვერ მივწვდებით დროის კონკრეტულ მონაკვეთში, მაგრამ მუდმივად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. შედეგის მაქსიმალური ეფექტურობისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ როგორი იქნება თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის. საერთაშორისო ექსპერტებისა თუ ინსტიტუტების შეფასებით აღნიშნული მეთოდოლოგია დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა იმავე კვლევაში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები ხარვეზების გამოსწორების მიზნით, რაც ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ცდომილების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაა“.

ვიდეო

ახალი ამბები