კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თორნიკე კილანავა რუსების მიერ გალისკენ მიმავალი მიკროავტობუსის დაკავების ფაქტს უარყოფს

28 სექტემბერი, 2009

გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

26 სექტემბერს, ღამის ორ საათზე დანით შეიარაღებულმა ორმა ნიღბიანმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი ეთერ ქაჯაია საკუთარ სახლში დააყაჩაღა. მარტოხელა, მოხუც ქალბატონს თავდამსხმელები რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ და მისგან სოლიდურ თანხას ითხოვდნენ. თუმცა, ქალბატონს 45 ლარზე მეტი არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედებმა ქაჯაიას საცხოვრებელი სახლი დატოვეს და მიიმალნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთში, აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებს და განმარტავს, რომ წინაწარი მონაცემებით თავდამსხმელები შესაძლოა რუსი და აფხაზი სამხედროები იყვნენ. „აფხაზეთში სიტუაციას რუსები და აფხაზები აკონტროლებენ და მათ გარეშე იქ ჩიტის ვერ დაფრინავს. კრიმინოგენული ვითარებაც მათი ხელშეწყობით არის გამძაფრებული. ამიტომ ვეჭვობთ, რომ ყაჩაღობებს სწორედ ისინი სჩადიან“, - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
 
ყაჩაღობიდან რამდენიმე წუთში დაზარალებულმა ეთერ ქაჯაიამ მომხდარი მეზობლებს შეატყობინა. სწორედ ქაჯაიას მეზობელი, რომელიც ინფორმაციის მოწოდებაზე კონფიდენციალურობის დაცვით დაგვთანხმდა, გვიყვება იმას თუ რა უთხრა მოხუცმა ქალმა მეზობლებს. „თავდამსხმელები მეგრულად საუბრობდნენ და ყველაფერს ვხედავდი. მათ ნიღბები ჰქონდათ და ამოცნობა გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი თანასოფლელები არიან“.
 
ამის შემდეგ, ყაჩაღების მიერ ნაცემი მარტოხელა ქალბატონი მისმა ნათესავებმა გვიან ღამით ზუგდიდში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის, მიმღები განყოფილების ექთანი თემურ შანავა გვიხსნის, რომ ქაჯაიას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა გულმკერდის არეში, თუმცა მან სტაციონარში მკურნალობაზე უარი განაცხადა და გაეწერა. „დაზიანებები არც ისე მძიმე იყო. ალბათ ამიტომ არ ისურვა სტაციონარში დარჩენა და გავწერეთ“, -  გვითხრა ექთანმა.

ამის პარალელურად 26 სექტემბერს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს რუსმა სამხედროებმა სამ სამგზავრო მიკრო ავტობუსს გალში შესვლის უფლება არ მისცეს. ამ ცნობას არ ადასტურებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი ზუგდიში თორნიკე კილანავა და დასძენს, რომ ასეთი ფაქტი მათთვის ცნობილი არ არის.

თორნიკე კილანავა რუსების მიერ გალისკენ მიმავალი მიკროავტობუსის დაკავების ფაქტს უარყოფს.

ახალი ამბები