03:38, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თურქეთი აფხაზეთის სტატუსს განიხილავს

07.10.2009
ემრულა უსლუ

კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა მოსკოვი და ანკარა აფხაზეთის და თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის აღიარების საკითხზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „რუსეთი არ დაიწყებს შეთანხმებას ისეთ საკითხზე, რომელიც აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კვირპოსის ცნობას გულისხმობს“ (Zaman, 4 ოქტომბერი)    

თავდაპირველად დებატები პოლ გობლის მიერ Moscow Times -ში 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. გობლი ამტკიცებდა: „თითქოს, არსებობს შანსი, რომ თურქეთმა, მისი ჩინოვნიკების მხრიდან ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, შეიძლება დაარღვიოს ემბარგო აღიარების წინააღმდეგ, რადგან ანკარას სურს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო აქტიური როლი ითამაშოს, მას დიდი ხნის გამოცდილება აქვს იმ მხრივაც, რომ ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აღიარა, ასევე მას ჰყავს   საკუთარი გავლენიანი აფხაზური და ჩერქეზული დიასპორა“. მისი არგუმენტი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავითოღლუს აფხაზეთში ვიზიტს ეფუძნებოდა. მინისტრის ვიზიტის მიზანი „(რესპუბლიკის) გაცნობა და საქართველოსთან მისი ურთიერთობების დარეგულირება“ იყო. იმავდროულად გობლი დასძენდა, „ამგვარად თურქეთი აქ  დაახლოებით ისეთივე როლის შესრულებას ცდილობს, როგორსაც ის აზერბაიჯანს და სომხეთს შორის თამაშობს“. ორი დღის შემდეგ, უნალ ჩევიკოზი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკურ საქმეებში მინისტრის მოადგილის წარმომადგენელი, რომელიც წარმოშობით ჩერქეზია, სოხუმს სტუმრობდა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა. ვიდრე ანკარას ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ მათ ამ ვიზიტის თაობაზე თბილისი საქმის კურსში ჩააყენეს და არ ცვლიან თავიანთ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩევიკოზის ვიზიტმა სოხუმს იმედები გაუზარდა (The Moscow Times, 16 სექტემბერი).

ჩევიკოზის ვიზიტთან დაკავშირებითმ დევითოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრს თურქეთში აფხაზთა დიასპორის არსებობა აიძულებს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრება, ამის საქართველოში მიღწევის გარეშე ძალიან რთულია. ამაზე ფიქრითა და პერსპექტივებით, თურქეთი განაგრძობს თავის ძალისხმევას   აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის მიმართულებით, როგორც ამას ადრე აკეთებდა“, - ახსნა დავითოღლუმ (Today’s Zaman, 8 სექტემბერი).

გობლის ანალიზმა ახალი დებატები თავად თურქეთის შიგნითაც წარმოქმნა. თურქულმა მედიამ ოპტიმისტური ისტორიების თხრობა დაიწყო ასეთი ურთიერთსასარგებლო აღიარების პოლიტიკის შესაძლებლობაზე (Vatan, 21 სექტემბერი). თუმცა, თურქი ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ თურქეთს აფხაზეთის ცნობა სურს, ან ის, რომ რუსეთი გადაწყვეტს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარებას (www.turksam.org, 27 სექტემბერი).

ახლახანს დებატებს ლავროვიც შეუერთდა და მოსკოვის პოზიცია გაახმოვანა: რუსეთი არ დაიწყებს შეთანხმებას ისეთ საკითხზე, რომელიც აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კვირპოსის ცნობას გულისხმობს. „ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ გარიგებაში შესვლას, რომლის ლოგიკაა „მომფხანე ზურგი და მეც მოგფხან“. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ისტორიაა. ეს სხვადასხვა სიტუაციებია ისტორიული, მორალური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ნებისმიერი ვაჭრობა გამორიცხულია. თითოეული ისტორია მათსავე ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, - დასძინა ლავროვმა. (www.russiatoday.ru, 3 ოქტომბერი).

თითქოს, ლავროვის მხრიდან ისტორიაზე აქცენტის გაკეთება იმაზე მინიშნებაა, რომ ანკარა დაინტერესებული უნდა იყოს აფხაზეთთან ურთიერთობის გარკვეული ფორმით ჩამოყალიბებაში. ისტორიულად ათობით ათასი აფხაზი მუსულმანი ოსმანთა იმპერიაში, მეცხრამეტე საუკუნეში კავკასიიდან დიდი მუსულმანური მიგრაციის დროს გადაადგილდა. დღეს თურქეთში აფხაზთა დაახლოებით 500 000 შთამომავალი ცხოვრობს. გარდა ამისა, აფხაზებთან ახლო ურთიერთობა აქვთ თურქეთში მცხოვრებ კავკასიის სხვა დისპორებს, თუ არ ჩავთვლით თურქეთში ქართველ მუსლიმთა შთამომავლებს. მათი წარმომადგენლობის გამო ისეთ მნიშვნელოვან სამთავრობო ინსტიტუტებში, როგორებიცაა, მაგალითად ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია, თურქული შეიარაღებული ძალები, ასევე მათი ნაციონალისტური განწყობების გამო, აფხაზები ანკარაში უზარმაზარ ლობისტურ გავლენებს ინარჩუნებენ.

ისტორიული პერსპექტივის ხაზგასმით, მოსკოვი შესაძლოა ამ ჯგუფების დახმარების მოლოდინშია, რათა მათ თურქეთის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ, რომ ამ უკანაკნელმა აფაზეთთან ურთიერთობის რაიმე ფორმა შექმნას. ჩევიკოზის ვიზიტი სოხუმში, შესაძლოა ანკარაში პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითებდეს. 2007 წელს, როდესაც აფხაზების ლიდერს სერგეი ბაღაფშს აფხაზურ დიასპორასთან შესახვედრად თურქეთში გამგზავრება სურდა, თურქეთის მთავრობამ მას ვიზა არ მისცა და იმავდროულად პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ განაცხადა „ამ მხრივ მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ (www.civil.ge 21 ნოემბერი, 2007).   

და მთავარი კითხვა: 2007 წლის შემდეგ, ისეთი რა შეიცვალა, რამაც თურქ დიპლომატებს რეგიონში ჩასვლა გადააწყვეტინა? ჰასან კანპოლატი, თურქი ანალიტიკოსი, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახლო ურთიერთობა აქვს, იმაზე მიანიშნებს, თუ რამ აიძულა მთავრობა აფხაზეთთან მიმართებაში საკუთარი  შეხედულებისთვის გადაეხედა:

„იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის პროცესმა იმპულსი შეიძინა, ჩევიკოზი,  სოხუმში არ გამგზავრებულა, რათა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო პროცესში ჩართულიყო. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ანკარამ  აფხაზეთის რუსეთთან შემდგომი გაერთიანების პრევენციის მოტივით თბილისს სოხუმთან ურთიერთობაზე კონტროლი სთხოვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შესაძლოა მოიხსნას  საქართველოს მხრიდან იმ ჰუმანიტარული მისიის მქონე ან სავაჭრო გემების დაკავების პრობლემა, რომლებიც თურქეთსა და აფხაზეთს შორის შავი ზღვის საშუალებით მოგზაურობენ“ (Today’s Zaman, 17 სექტემბერი). კანპოლატი ასევე ამტკიცებს, რომ ანკარა ხედავს, რომ აფხაზეთთან ახლო ურთიერთობებს შესაძლოა თურქულ კვიპროსთან  მსგავსი მრავალასპექტიანი ურთიერთობა მოჰყვეს ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთით. ასეთი შემთხვაში, აფხაზეთი თურქეთისთვის ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი გახდებოდა.


წყარო: foreignpress.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC