კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერაყის გმირის რამაზ მანძულაშვილის საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა

8 ოქტომბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერაყის გმირ რამაზ მანძულაშვილთან სასამართლო პროცესი წააგო.

მანძულაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს გასულ წელს განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა, მიმდინარე წელს სხვა. თავდაცვის სამინიტრომ საქმის მოგვარება განაჩენის მიღებამდე სცადა, მაგრამ პროცესი ძალიან რეზონანსული გამოდგა და სასამართლოს მოუხდა სამინისტროსთვის წამგებიანი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რამაზ მანძულაშვილისგან ჯარიმის სახით 16 000, ხოლო ზიანის სახით დაახლოებით 8 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. გარდა ამისა სამინისტრო ჯარისკაცისთვის პირგასამტეხელოს დაკისრებასაც აპირებდა, პირსაგამტეხლოს სახით ჯარისკაცს ყოველდღიურად 16 000 ლარის 0,2%, ანუ 32 ლარი ჯარიმის სრულად დაფარვამდე უნდა გადაეხადა. ამ თანხას სამინისტროს მოთხოვნით იმ აღჭურვილობის საფასურიც უნდა დამატებოდა, რომელიც მანძულაშვილს „ჯარიდან გაქცევის“ დროს ეცვა...

თავდაცვის სამინისტრო თვლიდა, რომ კაპრალმა რამაზ მანძულაშვილმა 2006 წლის 30 აგვისტოს თვითნებურად მიატოვა გორის სატანკო ბატალიონის საცეცხლე ოცეული, რომლშიც ის 2005 წლის 15 მარტიდან იყო ირიცხებოდა. აქედან გამომდინარე 2006 წლის 8 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, რამაზ მანძულაშვილი შეიარაღებული ძალებიდან გარიცხეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი თვლიდა, რომ რამაზ მანძულაშვილმა კონტრაქტის პირობები დაარღვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მანძულაშვილს თავდაცვის სამინისტროსთან 2005 წლის 15 მარტიდან 2006 წლის 22 სექტემბრამდე კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონია. კონტრაქტზე, რომლის დარღვევასაც მინისტრი ოქრუაშვილი რამაზ მანძულაშვილს აბრალებდა, მინისტრის ხელმოწერა არ არსებობდა...

როგორც ცნობილია, 2006 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირაკლი ოქრუაშვილი დავით კეზერაშვილმა შეცვალა. შეიცვალა სამინისტროს დამოკიდებულება მანძულაშვილისადმიც. 2006 წლის 17 ნოემბერს მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მანძულაშვილთან დაკავშირებით გამოსცა ბრძანება, ის ბრძანებით მოითხოვდა, მანძულაშვილთან კონტრაქტის გაფორმებას 2006 წლის 22 სექტემბრიდან.

ოქრუაშვილის მიერ შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბატალიონის რიგებიდან გაშვებული კაპრალი, ზუსტად ორ კვირაში საინჟინრო მესანგრეთა ასეულში ჩაირიცხა.

ახალი მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურში დაბრუნებული მანძულაშვილი 2007 წლის ივნისში ერაყში წავიდა. აქ გაწეული სამსახურისათვის მან არაერთი მადლობა დაიმსახურა, 6 თვე ერაყის ყველაზე ცხელ წერტილად აღიარებულ ალ-კუტში გაატარა, საიდანაც 2008 წლის 25 იანვარს მადლობის სიგელით დაბრუნდა.

ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს 2008 წლის მაისში გორის რაიონული სასამართლოდან უწყება მიუვიდა, საიდანაც შეიტყო რომ თავდაცვის სამინისტრო მისგან 24 000 ლარის გადახდას ითხოვდა, ორი წლის წინ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

რამაზ მანძულაშვილი ამბობს, რომ არაფერი იცოდა დარღვევის და კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. ის ამბობს, რომ 2006 წლის 30 აგვისტოს სატანკო ბატალიონიდან საინჟინრო ბატალიონში გადავიდა. იურიუდიული ფორმალობების მოუწესრიგებლობაშიი ის საკუთარ ბრალს ვერ ხედავდა. მართლაც, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით: „სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გამოიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საჭიროებს სამსახურის (ან საცხოვრებელი ადგილის) შეცვლას“...

რამაზ მანძულაშვილს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა სხვა, უფრო მსუბუქი სამსახური. სწორედ ამით ხსნის მანძულაშვილი ის საინჟინრო ბატალიონში გადასხვლას.

საბოლოოდ, დავით სიხარულიძის მინისტრობის დროს, 2009 წლის თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ჯარიმისა და პირგასამტეხელოს ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა ითხოვა. ამ შუამდომლობის მოტივად სამინისტრო რამაზ მანძულაშვილის სამხედრო სამსახურში აღდგენას ასახელებდა. თუმცა თავდაცვის სამინიტრო კვლავ ითხოვდა სამხედრო მოსამსახურისგან ზიანის ანაზღაურებასა და სამხედრო აღჭურვილობის, ჩაცმულობის ღირებულების გადახდას.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინიტრომ რამაზ მანძულაშვილის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი უარყო, სასამართლომ ჯარისკაცის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე მაინც იმსჯელა. სასამართლომ მიიჩნია, რომ რამაზ მანძულაშვლის მხრიდან  ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.

სასამართლომ მთლიანად გაიზიარა რამაზ მანძულაშვილის განმარტება იმის შესახებ, რომ მას საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს მიუტოვებია.

ახალი ამბები