11:17, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წინასწარი სამზადისი არჩევნების გაყალბებისთვის

12.10.2009
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ნაციონალური მოძრაობა უკვე ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისთვის და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს. იგი მიმართავს ყველაზე უხეშ და ბინძურ ხერხს, როგორმე აღნიშნული არჩევნებიც ისევე გააყალბოს, როგორც აქამდე გამართულ არჩევნებს აყალბებდა. ოღონდ, ამჯერად მმართველი პარტიის ქუთაისის წარმომადგენლობა საქმეში სკოლების ჩართავას გეგმავს და სამეურვეო საბჭოებს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს“, - ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე აკეთებს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, „ადგილობრივი თვითმმართველობასა და განათლების სისტემას შორის მჭიდრო კავშირის ხელშესაწყობად ... ცალკეული საჯარო სკოლების პრობლემატიკის გაცნობისა და მათი ოპერატიულად გადაჭრის მიზნით“ ქუთაისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში, სათათბირო ხმის უფლებით, 50 მოქალაქე დაინიშნა. რესპუბლიკელების განცხადებით, მათი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან. ისინი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიებში სწორედ მმართველ პარტიას წამოადგენდნენ.

„ჩვენ მივმართეთ ქუთაისის მერს და ვთხოვეთ განემარტა, თუ რა კრიტერიუმებით არიან შერჩეული ის ადამიანები, რომლებიც ქალაქის სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ. მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების (კონკრეტულ სფეროში), ასევე, იმის შესახებ, თუ ვინ გაუწია მათ რეკომენდაცია. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო არაამომწურავი, მეტიც - არასერიოზული. მერიიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც მიგვითითებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე და განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასა და განათლების სისტემას შორის მჭიდრო კავშირი აუცილებელი და გარდაუვალია. ეს კი იმის ნათელი მაგალითია, რომ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ხალხს მოაჩვენოს, რომ კეთილშობილია, უკვე ზრუნავს მომავალი არჩევნების გაყალბებისთვის“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

ქუთაისის მერიის მიერ სკოლებში მივლენილ პირთა სია 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისიებში დაკომპლექტებულ პირთა ნუსხისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

მაგალითად: ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ციალა კუბლაშვილი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში 107-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო; 22-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრ ავთანდილ ღვინეფაძეს - 95-ე საარჩევნო უბანი ჰქონდა ჩაბარებული. მე-17 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი თინათინ კაშმაძე - მე-17 უბნის თავმჯდომარე იყო; 92-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო 44-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზურაბ ჯანელიძე - და ა. შ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, იცნობენ თუ არა სკოლების სამეურვეო საბჭოს სხვა წევრები მერიის „მანდატის“ მფლობელებს. გაირკვა, რომ - არა. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მდივანი ნუგზარ ფოფხაძე აცხადებს, რომ რუსუდან სუპატაშვილის სახელი პირველად ესმის. ეს უკანასკნელი იმ 50 მოქალაქეს შორისაა, ვინც ქუთაისის მერიის და უშუალოდ მერის ნდობა მოიპოვა და აღნიშნული სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

„რუსუდან სუპატაშვილი ჩვენს სკოლაში ჯერ არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ჩვენ ის არ გვინახავს“, - აცხადებს ფოფხაძე.

იგივე ვითარებაა ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში. სამეურვეო საბჭოს წევრები მერიის ნდობით აღჭურვილს არც იქ იცნობენ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კადრების შერჩევა მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე, დანიშვნა კი, მერის 2009 წლის 22 ივნისის #97 ბრძანებით მოხდა.

„საინტერესოა,როგორ შევიდა მერიაში მაინცდამაინც 50 განაცხადი? ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენი პირიც, საბოლოო ჯამში, სკოლის სამეურვეო საბჭოებში დაინიშნა; ან როდის და სად გამოცხადდა ინფორმაცია კონკურსის შესახებ? საქმე ისაა, რომ არავის აწყობდა კონკურსის გამოცხადება. მერის ბრძანებაში, სადაც ჩამოთვლილია, თუ რატომ არის საჭირო საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში ქუთაისის ტერიტორიაზე მცხოვრები 50 მოქალაქის დანიშვნა, ერთი, ნამდვილი მიზეზი გამორჩენილია. მითითებული უნდა იყოს, რომ ამ კამპანიის მიზანი სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებში არჩევნების გაყალბებაა“, - ამბობს ქათამაძე.

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. ის გვარწმუნებს, რომ რესპუბლიკელები სხვა, არანაკლებ საინტერესო ფაქტებს  უახლოეს პერიოდში გაახმაურებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC