კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო ციხეებში პატიმრები იხოცებიან

13 ოქტომბერი, 2009

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო. ბოლო წლებში სერიოზული პრობლემები ექმნებათ ავადმყოფ პატიმრებს. ამის დასტურად გამოდგება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ შესწავლილი რამოდენიმე საქმე. ინფორმაცია მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენსავე ვებ გვერდზე http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4229&lang=ge, http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4203&lang=ge. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტად დაინტერესდნენ ამ პრობლემით.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო ციხეებში ავადმყოფი პატიმრები მასობრივად იხოცებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მძიმედ დაავადებული პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს, საპყრობილეებიდან ისეთ მსჯავრდებულებსაც კი არ უშვებენ, რომელთა სიცოცხლის დღეებიც დათვლილია.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო ციხეებში პატიმრების სიცოცხლეს, ძირითადად, ტუბერკულოზისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო ექმნება საფრთხე.
 
პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და არც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული არ არის.

პრობლემა რომ მნიშვნელოვანია, ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარიც ადასტურებს. მისი განცხადებით, სამედიცინო მომსახურება ციხეებში ან არ არსებობს, ან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ექიმის ხელმისაწვდომობა მინიმალურია, ხოლო ჩატარებული მკურნალობისა და მოვლის ხარისხი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუსაბამოა ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი ღირსებისათვის.

სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ამ კუთხით არსებული პრობლემების მაგალითად გამოდგება რამოდენიმე საქმე რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტებმა და იურისტებმა შეისწავლეს. კერძოდ: - დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები თამარ ბატიაშვილი მეშვიდე თვეა პატიმარი შვილისთვის სასჯელის დარჩენილი ნაწილის გადავადებას უშედეგოდ ითხოვს. რობერტ ხარაიშვილი ყელის კიბოთია დაავადებული. მას ოპერაციის შემდეგ ყელში მილი ჩაუდგეს, საიდანაც ჩირქი სდის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პატიმარს C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და სხვა დაავადებებიც აქვს.

ამასთან პატიმარი უკმაყოფილოა ციხის მკურნალობის ნორმებით. ექიმები მას ჭრილობის ნახვევების გამოცვლას უგვიანებენ, აქვს ძლიერი ტკივილებიც. ტკივილგამაყუჩებელი ნემსები კი გაუკეთდა, მაგრამ ნანემსარები დაუჩირქდა და მათზე იოდის წასმაც პრობლემაა. ექიმები ხარაიშვილის ნათქვამს უარყოფენ და ამბობენ, რომ ისინი თავიანთი მოვალეობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ. „სახელმწიფო არანაირ მექანიზმს არ გვიტოვებს პატიმრის სასჯელის გადასავადებლად. აუცილებელია, სასამართლოს წარედგინოს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეს თანხა (ლაპარაკია 700 ლარზე) პატიმრის ოჯახს არ გააჩნია. ხარაიშვილს თავისი სასჯელის 2/3 უკვე მოხდილი აქვს და მისი ვადამდე გათავისუფლება კანონით დასაშვებია“, - აცხადებს ხარაიშვილის ადვოკატი.

მისივე თქმით, სასჯელის დარჩენილი ნაწილის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, მინისტრს და შესაბამის კომისიას წერილობითი განცხადებით არაერთხელ მიმართა, მაგრამ სამინისტროდან პასუხიც კი არ მიუღია.

ახალი ამბები