საგადასახადო ინსპექცია დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ
15.10.2009
25-ე არხი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას ითხოვს
შორენა სარიშვილი, ბათუმი
დამოუკიდებელ ტელევიზიას TV-25-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 277 247 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული თანხა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაგროვილი დავალიანებაა, რომელიც ტელევიზიას სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა, თუმცა ბათუმის საგადასახადო დეპარტამენტი ვალის დაბრუნებას მაინც ითხოვს.თანხა, რომელსაც ბათუმის საგადასახადო დეპარტამენტი დამოუკიდებელ ტელევიზიას ედავება, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაგროვილი ვალებია. მაშინ ეს დავალიანება მხოლოდ იმიტომ არ დაიფარა, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან დაახლოებული პირებს ჰქონდათ მოპოვებული: „ჩემი პარტნიორები აიძულეს, რომ ტელევიზია აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ახლობელზე გაეჩუქებინა. კანონიერმა მფლობელებმა, მხოლოდ 2004 წელს- აჭარის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შევძელით ტელევიზიის დაბრუნება. იმავე წლის 1 სექტემბრიდან კი, ბათუმის საგადასახადომ დავალიანების გადახდა დაგვაკისრა. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბათუმის სასამართლოში ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ქუთაისის სასამართლომ კი ეს დავალიანება ბათილად ცნო. ბათუმის საგადასახადო დეპარტამენტმა, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა, კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში“, - აღნიშნავს TV 25-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე.
2008 წლიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაცვლად, დამოუკიდებელ ტელევიზიას ბათუმის საგადასახადო დეპარტამენტმა ახალი მოთხოვნის აქტი შეადგინა, რომელშიც კვლავ შეიყვანა ძველი დავალიანება, 277 247 ლარის ოდენობით. „ამას ისიც დაემატა, რომ 2007 წელს ანგარიში დაგვიყადაღეს და ახალმა ვალებმა და საურავებმაც მოიყარა თავი. ტელევიზიას აღნიშნული დავალიანების დაფარვა არ შეუძლია და ისევ ქუთაისის სასამართლოში გავასაჩივრებთ. ჩვენ სტრასბურგამდეც ჩავალთ. ჩვენ საგადასახადო პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მაგრამ გასარკვევია დარიცხული საურავების რეალობა“, - აცხადებს მერკვილაძე.
ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე ელდარ ვარშალომიძე კი აცხადებს: „თუ დავალიანება არ დაიფარება, სამწუხაროდ, ტელეარხის მიმართ იძულებითი ღონისძიება განხორციელდება. ჩვენ არ გვინდა რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეცეს“.
ელდარ ვარშალომიძის სურვილის მიუხედავად ამ საქმეს უკვე მიეცა პოლიტიკური დატვირთვა და 16 ოქტომბრიდან, ბათუმში ტელევიზიის მხარდასაჭერი აქციების გამართვა იგეგმება. როგორც ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, საქმეში ჩართულია დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი და ოპიზიციური პარტიები: „მთავარია ტელევიზია აუქციონზე არ იქნას გატანილი. საგადასახადო ყველაფერზე წავა, რათა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს. მათ არ აინტერესებთ ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებმაც ბათილად ცნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმაა. ჩვენი ტელევიზია დამოუკიდებელი ტელევიზია და ხალხის მაღალი ნდობით სარგებლობს“.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

