კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ციხეში პატიმრები ისევ შიმშილობენ

15 ოქტომბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გასულ თვეს ადამიანის უფლებათა ცენტრი იტყობინებოდა ორი პატიმრის შესახებ, რომლებიც ქუთაისის №2 საპყრობილეში უსამართლობას პროტესტის უმკაცრესი ფორმით ებრძოდა. გიორგი გორგოძემ და გიორგი ზირაქაძემ  პირი ამოიკერეს. მათ საპროტესტო აქცია პროტესტის დაწყებიდან ოცდაცამეცამეტე დღეს, მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პროკურატურიდან მათი მოთხოვნების შესრულების შესახებ პირობა მიიღეს. ბრალდებულებს, რომლებიც თავს უდანაშაულოდ თვლიან, ბაღდათის რაიონის პროკურორი უნდათ შეხვედროდა. დაპირების მიუხედავად, შეხვედრა არ შედგა. პატიმრებმა შიმშილობა განაახლეს.
 
„მათი მდგომარეობით უკვე ციხის თანამშრომლებიც კი შეწუხებული არიან. არავის ეგონა, თუ ვითარება კვლავ დაიძაბებოდა და ისევ შიმშილობის დაწყება გახდებოდა აუცილებელი. მე ამ ხალხს ვარწმუნებდი, რომ მათ პროკურორი შეხვდებოდა და გამოსავალი მოიძებნებოდა. ამ არგუმენტებით დავითანხმე შიმშილობის შეწყვეტაზე. ეს არ იყო ზეპირი დაპირება. მე პროკურატურისგან რეალურად მივიღე ეს პირობა. თუმცა, ის არ შესრულდა“, - ამბობს პატიმრების ადვოკატი ფიქრია ცერცვაძე.

შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღესვე ადვოკატმა ბაღდათის რაიონის პროკურატურას განცხადებით მიმართა. რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს იგი ვითარებაში უფრო გულისხმიერად გარკვევას და გამოსავლის მოძებნას თხოვდა. საუბარი იყო, ასევე, საპროცესო გარიგებაზე. ადვოკატს პროკურატურისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

„კოჩივარისგან პასუხი რომ ვერ მივიღე, ზედამხედველ პროკურორს, მამუკა ჩუბინიძეს ვკითხე, რა ხდება-თქო. მე მაგ განცხადების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდიო, მიპასუხა. მოკლედ, აქ პრობლემა წრეზე ტრიალებს და, როგორც ჩანს,  ის მაშინ მოიხსნება, როცა უბედური შემთხვევა მოხდება. ფაქტია, პროკურატურა ბრალდებას უკან არ წაიღებს. ამას კი, პატიმრები არ შეეგუებიან“, - ამბობს ადვოკატი.

ბაღდათის რაიონულ სასამართლოში ჩატარებული ათამდე პროცესის მიუხედავად, საქმე წინ არ მიდის. გასულ კვირას სასამართლო დარბაზში მოშიმშილე პატიმრები, ექიმის თანხლებით მიიყვანეს. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რასაც მათი ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

 „დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩემს ძმას და არც გიორგი ზირაქაძეს ბრალი არაფერში მიუძღვით. ამას ისინი დაკავების წუთიდან ხმამაღლა იძახიან და  გვეხვეწებიან, სიმართლე არ დავთმოთ. მართლა არ გვეგონა თუ საქმე აქამდე მივიდოდა და ამ ხნის მანძილზე სასამართლო განაჩენის გამოტანას ვერ შეძლებდა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სიმართლეს გავარკვევდით და მათი უდანაშაულობა დადგინდებოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, საქმე იწელება და ეს ყველაფერი ძალიან ცუდი შედეგით დასრულდება. თუმცა, ეს ხომ ციხეში მომხდარი პირველი და უკანასკნელი უბედური შემთხვევა არ იქნება. ნუთუ, აღარ დადგა დრო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებიც ადამიანებად აღიქვას და მათ სიცოცხლეს მოუფრთხილდეს“, - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი გორგოძის და თეა გორგოძე.

პატიმრები დანაშაულს არ აღიარებენ. პროკურატურა დათმობაზე არ მიდის. ადვოკატი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში (თუ პროკურატურა უკან დაიხევს) ბაღდათის პოლიციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს კი, არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების პროტესტის (როცა მათ პირი ამოიკერეს) მეხუთე დღეს ადვოკატმა აღნიშნული პროტესტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას წერილობით აცნობა და მათ ბრალდებულთა უმძიმესი მდგომარეობა ნათლად აღუწერა, ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა.

„ეს ხალხი უდანაშაულოა და სიმართლის დამტკიცებას ითხოვს. როცა დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო გარიგებაზე იყო საუბარი, მათ თქვეს, რომ დანაშაულს არ აღიარებდნენ, რადგან არ ჩაუდენიათ და ეს მართლა ასეა. ყველასათვის ცნობილია, რომ ციხეს ყველა კამერაში ყავს თავისი წარმომადგენელი. ისინიც კი, იძახიან, რომ ეს ბიჭები არ არიან აღნიშნული დანაშაულის (ქურდობის) ჩამდენი. ერთადერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა, ის არის, რომ სასამართლო პროცესზე, რომელიც მომავალ კვირაში შედგება, აღნიშნულ საკითხზე ვიკამათებთ. იმედია, პროკურორი პროცესზე მომზადებული მოვა“, - ამბობს ფიქრია ცერცვაძე.

რაც შეეხება პატიმრების ოჯახის წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ მორიგი სასამართლო პროცესის უშედეგოდ დამთავრების შემთხვევაში, უკან არაფერზე დაიხევენ და სიმართლის დასადგენად ყველა სამართლებრივ ხერხს გამოიყენებენ.

ამ თემაზე:

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა პირი ამოიკერეს

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4131&lang=ge 

ახალი ამბები