კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო კლინტონისგან არასაკმარისს მხარდაჭერას იღებს, იმ დროს როდესაც რუსეთი ტერმინებს სულ უფრო ამკაცრებს

16 ოქტომბერი, 2009

დენ მაკლაფლინი

ანალიზი: თბილისი, რომელიც ცოტახნისწინანდელი ომის იარებს იშუშებს, ახალი კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობს:

ამ კვირაში, მოსკოვში ვიზიტად მყოფი ჰილარი კლინტონის მხარდამჭერმა სიტყვებმა საქართველოს მიმართ, ვერ გაფანტა შიში, რომელიც თბილისში ტურბულენტურ კავკასიაში  მოსკოვის მისწრაფებებთან დაკავშირებით არსებობს.      

თბილისს შიშის ტალღამ გადაუარა, როდესაც კლინტონის მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის ორმა, გავლენიანმა ფიგურამ  ჩრდილოეთ კავკასიაში მათსავე რთულ რესპუბლიკებში აჯანყებულებთან ბრძოლის კონტექსტში განცხადებები გააკეთეს, რაც არ არის გამორციხული, რომ მეზობელ საქართველოზეც აისახება.   

ბრძოლა, რომელიც ადრე ჩეჩნეთით შემოიფარგლებოდა, დღეს მოსკოვის უსაფრთხოების ძალებსა და ადგილობრივ მებძოლებს შორის ისეთივე ინტენსივობით სხვა რუსულ რეგიონებშიც, დაღესტანსა და ინგუშეთშიც მიმდინარეობს. იქ პოლიციას და ჯარისკაცებს ყოველდღიურად ესხმიან თავს, მაღალი რანგის ჩინოვნიკები კი ხშირად სამიზნეებს წარმოადგენენ.      

რუსეთის პრეზიდენტი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ  გაზაფხულზე ჩეჩნეთში ანტიტერორისტული ოპერაციების დასრულებაზე განცხადება დროზე ადრე გაკეთდა. რუსეთის  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ კავკასია ახლა ალ-ქაიდასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საერთაშორისო ისლამისტ მებრძოლთა სამიზნეა. თუმცა, მაინც მოულოდნელი იყო, როდესაც რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საიდუმლო დაზვერვის ხელმძღვანელმა თბილისი ალ-ქაიდასთან თანამშრომლობასა და რუსეთზე თავდასხმებში მებრძოლთა დახმარებაში დაადანაშაულა.

„ჩანაწერები, რომელიც მოხალისეებს ჩამოართვათ აჩვენებს, რომ ალ-ქაიდას ემისრებთან ერთად, მათ კავშირი აქვთ საქართველოს საიდუმლო სამსახურების  წარმომადგენლებთან“, განაცხადა ალექსანდრე ბორტნიკოვმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ გზით, თბილისი „მონაწილეობს ტერორისტების წრთვნასა და მათ გადაყვანაში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე“.

მან საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ „ისინი მუდმივად აგზავნიან იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და აფინანსებენ ანტი-სამთავრობო აქტებს დაღესტანში უსაფრთხოების მაღალი დაცვის ზონებში - პირველ რიგში, დიდწილად ნავთობისა და გაზის მილსადენებთან“.

საქართველომ, რომელიც ენერგორესურსების ექსპორტის თვალსაზრისით საკვანძო მარშრუტია და მისი სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან შარშანდელი დამანგრეველი ომის შემდეგ ჯერ კიდევ რებილიტაციის პროცესშია, ბრალდება სწრაფად უარყო. „მიზანი - ისედაც დაძაბულ სიტუაციაში ტემპერატურის ზრდაა“, განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა. 

„იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი გადაწყვეტს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელებას, ის მსგავს ბრალდებებს საბაბისთვის გამოიყენებს. ეს არის ის, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ განცხადებებს ყურადღება უნდა მიაპყროს და მიუთითოს, რომ მსგავსი განცხადებები დაუშვებელია“.

საქართველო ჩეჩნეთს, დაღესტანს და ინგუშეთს კავკასიის მთებით ესაზღვრება და აჯანყებულები იქ თავს დაცულად მანადეც გრძნობდნენ. 2001 წელს, რუსეთმა დაბომბა საქართველოს პანკისის ხეობა, სადაც მთიანი უღელტეხილებიდან გზა ქვევით იმ ტერიტორიისკენ ეშვება, სადაც ქისტებით - ეთნიკური ჩეჩნებით - დასახლებული სოფლებია, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ და რომელთა ენაც და კულტურაც ჩეჩნურის მსგავსია. იმ დროს ხეობას ჩეჩენი აჯანყებული მებრძოლები გადაჯგუფების, ხელახლა შეიარაღებისა და ჭრილობების მოშუშების ადგილად იყენებდნენ, და როგორც ჩანს ეს საქართველოს იმ დროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თანხმობის გარეშე არ ხდებოდა. სავარაუდოდ, ის მათ ხეობის ბაზად გამოყენების ნებას, აფხაზეთში (რუსების მიერ მხარდაჭერილ საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონში) რეიდების განხორციელების სანაცვლოდ რთავდა.           

ორი თვის წინ, პანკისის ხეობაში ვიზიტის დროს, კორესპონდენტმა ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ინგუშეთიდან  მებრძოლების დაფარვის ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა, მაგრამ ის სავსე იყო ქართველებით, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსეთი ხეობაში არარსებული მებრძოლების ქიმერას ახალი კონფლიქტის დაწყებისთვის გამოიყენებდა, რომელშიც საქართველო ვერ გაიმარჯვებს. ბევრ ქართველს და ზოგიერთ რეგიონალურ ანალიტიკოსს სჯერა რომ ქორები პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის გარემოცვიდან მეორე პატარა წარმატებული ომის ძიებაში არიან, რათა გადაიტანონ საკუთარი მოსახლეობის ყურადღება უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდისგან, რომელიც რეცესიას მოჰყვა.            

პუტინი და მედვედევი ახლა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ, როდესაც ჩვეულებრივ მათი უნიათო პარლამენტი, სადაც რამდენიმე პარტია ცნობილია ლიდერებისადმი მათი მონური ლოიალობით, აცხადებს, რომ ისინი პალატაში ბოიკოტირებას მოახდენენ, ვიდრე პრეზიდენტი მათ, ამ შაბათ-კვირას თაღლითურად ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების განსახილველად არ შეხვდება.    

მოსკოვის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებული შიშები კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ კრემლმა ისეთ ომებში, როგორიც შარშან საქართველოში იყო, შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. „ბირთვული შეიარაღების გამოყენების პირობები ჩვეულებრივი შეიარაღებისგან მომავალი აგრესიის აღსაკვეთათ, არა მხოლოდ  ფართომასშტაბიან, არამედ რეგიონალურ და ლოკალურ ომებში, შეიძლება გადახედილ იქნას“, განაცხადა მან. „ნაციონალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ პირობებში,  არ არის გამორიცხული აგრესორის მისამართით პრევენციული ბირთვული დარტყმის გამოყენებაც“.

მოსკოვში, ჰილარი კლინტონს მოუწევს ამ კომენტარების დროულობის და შინაარსის გათვალისწინება, მაშინ როდესაც  აშშ-ს და რუსეთის მომლაპარაკებლები ბირთვულ  შეიარაღებაზე დეკემბერში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციას ცდილობენ და როცა კრემლი ერთგვარ ეჭვებშია ანტისარაკეტო თავდაცვით ფარზე ვაშინგტონის გეგმებთან დაკავშირებით. მიისწრაფვოდა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე რუსეთისგან უფრო მკაცრი პოზიციის მოპოვებისკენ, კლინტონმა საქართველოს მიმართულებით პოზიცია შეარბილა, გაიმეორა რა მხოლოდ მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აშშ-ს მხრიდან მისი ჯარის წრთვნის გაგრძელებისა და მუდმივი სამშვიდობო მისიის არსებობისადმი გახლეჩილ ქვეყანაში.

მაშინ, როდესაც რუსეთი მთელი ძალით ცდილობს კავკასიაში საკუთარ რეგიონებს გაუმკლავდეს და ეძებს, როგორმე  საკუთარი პრობლემები ვინმეს გადააბრალოს, საქართველო მისი ყველაზე ძლიერი მოკავშირისგან ალბათ უფრო მამაც  სიტყვებს ელოდა, რადგან ის ერთი ომის შემდეგ გონზე მოსვლას, ხოლო მეორის თავიდან აცილებას ცდილობს.

ორიგინალი:
http://www.irishtimes.com/newspaper/opinion/2009/1015/1224256691464.html 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები