კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში იმპროვიზირებული ომის სუნი ტრიალებს

20 ოქტომბერი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

გორში ყველა გამვლელის სასაუბრო თემა ის ფილმია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ომის შესახებ იღებენ. ქალაქი საომარ ველს დაემსგავსა, ამიტომ ფილმის გადაღება ომიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანთა ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს. მოსხლეობა სამსახურებში შემოვლითი გზებით დადის. ქალქის ცენტრში გაუთავებლად დადიან ტანკები, დაფრინავენ ვერტმფრენები ისმის აფეთქებების აფეთქებების, ავტომატების კაკანის, „სასიკვდილოდ განწირული“ მსახიობების კვნენის ხმა. შვილმკვდარი დედები ტირიან, მესამე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. სადღაც სახლს წვავენ, სად საბურავს უკიდია ცეცხლი... გორში მართალია იმპროვიზირებული, მაგრამ მაინც ომის სუნი ტრიალებს.

ომი მართლა რომ დაიწყოს ვერავინ მიხვდება ფილმის გადაღებაა თუ სინამდვილე. გორელები გაოცებული არიან იმის გამო, რომ ფილმის გადაღებამ ახლად დაგებული ასფალტი შეიწირა. მათი თქმით გზები ასეთი „განადგურებული“ ნამდვილი ომის შემდეგაც კი არ ყოფილა. ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარს (ყველა გუბერნატორი დანიშნვისთანავე თავიდან აგებს) ტანკის მუხლუხები ატყვია. გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები დღეში იმდენ საბურავს წვავენ, ქალაქი ეკოლოგიურად იმაზე ნაკლებად არ ბინძურდება, ვიდრე ეს ომის დროს მოხდა.

ქალაქში ჰოლივუდელების გამოჩენა ბევრს უხარია, თუმცა ბევრს ძალიან აღიზიანებს. „ჩვენ რომ საბურავს ცეცხლი წავუკიდოთ, ჯარიმა თუ გვაკმარეს მადლობა უნდა ვთქვათ, ამათ კიდე გადაბუგეს მთელი ქალაქი“ - ამბობენ გამვლელები და ჩვენც ამ საკითხით დავინტერესდით.

აღმოჩნდა, რომ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმება ჰოლივუდელებს არ გაუფორმებიათ. როგორც ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, აღნიშნულზე შეთანხმება ადგილობრივ სამმართველოსთან უნდა მომხდარიყო.

ამის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონული სამმართველოს უფროსის არჩილ საბიაშვილს დავუკავშირდით. მისი განცხადებით, მათთან ფილმის გადაღების შესახებ არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. საბიაშვილის თქმით, „შეთანხმება სამინისტროსთან მოხდებოდა“.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო ქიტუაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის არავის მიუმართავს და ვერც ნებართვას გასცემდნენ:

„ჩვენ საბურავების დაწვაზე, აფეთქებებზე და მანქანების დაწვაზე ნებართვას ვერ გავცემდით. ეს კანონმდებლობით დაჯარიმებას ექვემდებარება. თუ დავინახავთ, რომ ვინმე საბურავს წვავს აუცილებლად დავაჯარიმებთ. დაჯარიმებას ექვემდებარება ასევე ხმელი ფოთლისთვის ცეცხლის წაკიდებაც. ასე, რომ ჩვენს სამინისტროს არ გაუცია ნებართვა ფილმის გადაღების დროს საბურავების დაწვაზე“, - განაცხადა ქიტუაშვილმა, რომელსაც არჩილ საბიაშვილისგან ინფორმაცია ჰქონდა, თითქოს ფილმის გადაღება უკვე დასრულდა და ის სულ ორი დღე მიმდინარეობდა. რეალურად ფილმის გადაღება არ დასრულებულა და უკვე მეოთხე დღეა ქალაქი კვამლშია გახვეული.

„თვითონ ფულს შოულობენ, ჩვენ კი დაგვტანჯეს“, „რა არის ეს გადაკეტილი გზები“, „ერთი ბიჭი აქეთ ეგდო, გოგო იქით, სამ მეტრში კი მანქანას ცეცხლი წაუკიდეს“, - ასეთი რეპლიკების მოსმენა გორის ცენტრალურ ნაწილში შეგიძლიათ.

გადაღებები, გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს. ეს ადგილი გორის საკვანძო მონაკვეთია, ამიტომ ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაოს. ქუჩები ფეხით მოსიარულეებისთვისაც გადაკეტილია.

მოსახლეობისთვის გართულებულია ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა, თუმცა არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, თვითონ გამგეობის თუ საკრებულოს თანამშრომლები სამსახურში „შემოვლითი გზებით“ დადიან. ეს უფრო მწვავე პრობლემაა სოფლებიდან ჩამოსული ხალხისთვის, რომლებიც გზის ფულს ძლივს იხდიან გორში ჩამოსასვლელად, აქ კი საქმეს იმის გამო ვერ აკეთებენ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში ვერ შედიან.

„ერთი წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ასეთ რეგიონში, სადაც ყოველ წუთს ნაღმის აფეთქებაა მოსალოდნელი, ხალხზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს მსგავსი სცენების გადაღება. ქალაქი კვამლშია გახვეული, ცენტრში ტანკები დარბიან, ტანკების კოლონა შემოდის, არაა გამორიცხული ეს პროვოკაციის მიზეზი გახდეს. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი. ვინ ვართ დაზღვეული რაიმე პროვოკაციისგან. ამ მასიური საომარი სცენების გადაღების დროს, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რომ მოხდეს ამაზე ვინმე აგებს პასუხს? ხალხი ვერც გაარჩევს ეს რეალობაა, თუ გადაღებები“ - ამბობს გორელი ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი.

„მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, ფილმის გადაღება იწყება და საომარი სცენები დაიდგმებაო. ეს საყვედური ეხება როგორც ფილმის ავტორებს, ასევე ხელისუფლებას. ეკოლოგიური ნორმები საერთოდ არ არის დაცული და არც ბოდიშს იხდის ვინმე ამის გამო. ტრანსპორტის მიმოსვლა შეფერხებულია, სწავლის პროცესი ჩაშლილია... საბურავებს წვავენ და მთელ ქალაქში ისეთი ბუღი დგას ადამიანები ფანჯრებს ვერ აღებენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არავინ იცის რა სარგებელი უნდა მიიღოს ამ ფილმის გადაღებით საქართველომ“, - აცხადებს გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

„ომზე ფილმის გადაღებისას  ყოველთვის  ხელოვნურ კონსტრუქციებს იყენებენ. მინიმუმ იმ ტერიტორიაზე მოძრავ ადამიანებს, სადაც ფილმი უნდა გადაიღონ აფრთხილებენ ხოლმე გადაღებების შესახებ. ომის დასრულებიდან არც ისე დიდი დრო გავიდა და ასე უცებ ომის ინსცენირება, იგივე ქალაქის მოსახლეობაზე  უარყოფითად მოქმედებს. ერთია, რომ ტკივილს აახლებს, მეორე - თავისებურ შიშს თესავს... ჩვენ, რომ გამარჯვებული ქვეყანა ვიყოთ, ტანკების კოლონა დადებით ემოციებს გამოიწვევდა, მაგრამ ახლა, ქალაქის ცენტრში ისევ ტანკების კოლონის გავლა, სამწუხაროდ დამარცხებული ქვეყნისთვის არ არის მისაღები. არ შეიძლება ქალაქის ცენტრში ასე ატარო ტექნიკა. იქნებ ჯობდეს მშვიდობაზე გადავიღოთ ფილმი. ვფიქრობ მშვიდობის მშენებლობა და მასზე ფილმების გადაღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრაგიკული და ტკივილიანი წარსულის ასე უცებ გამეორება, მართალია იმიტირებულად, მაგრამ მაინც გამეორება“ - გვითხრა გორის მაცხოვრებელმა არინა თავაქარაშვილმა.

ვინ აანაზღაურებს ზარალს რაც ადგება გორს და სად უნდა აისახოს დაზიანებული ასფალტის საფარის თუ ტროტუარების რეაბილიტაციის ხარჯები, გაურკვეველია.

ამ საკითხის გასარკვევად, ჩვენ ფილმის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრს, გიორგი იმედაშვილს დავუკავშირდით. მან მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ ფილმს სავარაუდოდ „საქართველო“ ერქმევა. შემდეგ კი თავის კოლეგასთან,  გიორგი რამიშვილთან გადაგვამისამართა. რამიშვილმა გვირჩია ეს საკითხი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან პაპუნა დავითაიასთან გაგვერკვია.

დავითაიას ჩვენი ზარი არ ესიამოვნა და იმის გარკვევა სცადა ვინ მოგვცა მისი ნომერი. „რატომ გაღელვებთ ეს ზიანი თქვენ?“ - გამწყრალი ტონით გვკითხა დავითაიამ. როცა ავუხსენით, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისიდან ვრეკავდით, ჯერ იმისი მტკიცება დაიწყო, რომ არანაირი ზიანი ფილმის გადაღებას თან არ სდევს, შემდეგ კი გვითხრა თუ ქალაქს ზიანი მიადგება, დავითვლით და ავანაზღაურებთო.

ახალი ამბები