07:02, Sunday, 05.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბათუმის მერიამ შიდა სარემონტო სამუშოების ჩატარებისთვის მოქალაქე დააჯარიმა

21.10.2009
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმში საიათნოვას ქუჩის #4-ში მცხოვრები ოჯახი, რომელმაც შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 4 000 ლარით დააჯარიმა.

საიათნოვას ქუჩის #4-ში, ორსართულიანი ავარიული შენობა დგას. ამ სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი ნაზიკო ვაშალომიძე-გეგუჩაძის ოჯახია. მათი საცხოვრებელი ფართი მეორე სართულზე მდებარეობს. აღნიშნული ოჯახი ბათუმის მერიამ ოთხი ათასი ლარით მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ საკუთარ სახლში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

„სახლის ფასადი არც ერთი გარე მხრიდან არ შეგვიცვლია. შიდა სამუშაოებიც გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩავატარეთ: იატაკად დამპალი ფიცარი გვქონდა, იმდენად ძველი იყო იატაკი, რომ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენს ქვემოთ მცხოვრებთათვისაც. ამოვყარეთ ეს ფიცარი და ცემენტი დავასხით. ახლა აღარ გვეშინია, რომ ფეხი ჩაგვივარდება და პირველ სართულზე ავღმოჩნდებით. ასევე შევღებეთ შემოსასვლელი ოთახის კედლები“, -გვითხრეს ვაშალომიძე-გეგუჩაძეების ოჯახში.

მეზობელი ალექსანდრა ტერუნი მადლობელია ვაშალომიძე-გეგუჩაძეების მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო, თუმცა მეზობლის ჯარიმაზეც დარდობს: „მერიის ბრძანება უსამართლოა. ეს ოჯახი მათ რამეს ხომ არ სთხოვდა, საკუთარი ხარჯებით გააკეთეს რემონტი. მაშინ მოსულიყო მერია და თვითონ გაეკეთებინა... არაერთხელ მივმართეთ და იცოდნენ, რომ გაუსაძლისი იყო აქ ცხოვრება, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს. როდემდე უნდა დავლოდებოდით, სანამ ჭერი არ ჩამოიქცეოდა?“

კიდევ ერთი, პირველ სართულზე მცხოვრები მეზობელი, ასმათ ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ეს რემონტი აუცილებელი იყო: „ახლა მშვიდად ვუშვებ ბავშვებს ეზოში, თავში არაფერი დაგვეცემა, სულ მაგის შიში მკლავდა. ყოველ გაწვიმებაზე წყალს ვედროებით ვიღებდი. ამისთვის უნდა დააჯარიმონ ეს ხალხი? მერიას ურჩევნია ხალხს დაჯარიმებას, იმას მიხედოს რისი გაკეთებაც მართლა ევალება“.

სახლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლი განსაკუთრებით მას შემდეგ დაზიანდა, რაც მეზობლად ბოჭორიშვილებმა ახალი კორპუსი ააშენეს: „მათი სახლის კედლად ჩვენი სახლის მარჯვენა კედელი გამოიყენეს და სამსართულიანი სახლი ააშენეს, რამაც ჩვენი სახლის დეფორმაცია გამოიწვია: კედლების დაიბზარა, ჭერიდან კი წყალი ისე ჩამოდიოდა, როგორც ქუჩაში. მეორე სართულიდან წყალი პირველზე ჩამოდიოდა, რადგან იატაკი არ ვარგოდა“.

მოსახლეობამ დასახმარებლად ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „აჭარის რევოლუციის შემდეგ ამ დღეში ვართ, ვის არ მივმართეთ, ყოველ კვირას ახალ განცხადებებს ვწერთ. ვინ ვისთან გვაგზავნის, უკვე ვეღარ ვხვდებით. ჩვენი უბნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა ქემხაძემ კი განცხადებაზე ხელიც არ მოგვიწერა, რომ დაგვეტოვებინა“.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ნაზიკო ვაშლომიძის დაჯარიმების თაობაზე 2009 წლის 28 აპრილის, #40/09 დადგენილება მიიღო, რომლითაც მოქალაქე ვაშალომიძე 3 000 ლარით უნებართვო მშენებლობისთვის და 1 000 ლარით - მიწერილობის შეუსრულებლობისთვის დააჯარიმა.

ნაზიკო ვაშალომიძემ აღნიშნული დადგენილება ბათუმის მერიაში გაასაჩივრა. ბათუმის მერიის 12 აგვისტოს #603 ბრძანებით, ვაშალომიძეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. მერიის ბრძანებაში ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი რუხაძის მიერ განმარტებულია, რომ „საიათნოვას ქ. #4-ში ხდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ, შეცვლილი იყო კონსტრუქციის ტიპი, შესაბამისად შეცვლილი იყო მზიდი კონსტრუქციები. მოცემული მშენებლობის ადგილზე დათვალიერების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ მშენებლობას ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა“.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს გიორგი რუხაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ შვებულებაში იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე ნაზიკო ვაშალომიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესის დანიშვნას ელოდება. მან მერიის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის მოთხოვნაა: ბათუმის მერიის ბრძანება #603-სა და ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება #40/09-ს ბათილად ცნობა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC