კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა აარჩია შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა ჩინჩილაკაშვილმა ქიბარ ხალვაშის ქონებიდან...

27 ოქტომბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია, თუ რის ასარჩევად იმყოფებოდა შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ყოფილი ქონების განაწილების დროს „პრიზასა“ და „არტის“ ტერიტორიაზე. ფოტოზე, რომელსაც გთავაზობთ ჩინჩილაკაშვილი ადგილობრივი კომპანია „არქსტუდიო 2000“-იზ დირექტორ ალიკა მაკრახიძესთან ერთად იმ ჯიპში ზის, რომელიც ხალვაშის ნათესავების განცხადებით ქიბარ ხალვაშის მეუღლეს ეკუთვნოდა.

ჩვენ დავუკავშირდით ალიკა მაკრახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი მართლაც იმყოფებოდნენ „პრიზასა“ და „არტის“ ტერიტორიაზე.

„მე უბრალოდ ბატონ ზურას გავყევი აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მას  სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონებიდან გარკვეული ტექნიკის შიდა ქართლში წაღება შესთავაზეს. ჩემი იქ ყოფნის დროს ის მანქანები, რომელიც შემოგვთავაზეს, არ მოგვეწონა და წამოვედით. მეორე ჩასვლაზე წამოვიყვანეთ ხუთი ცალი „07“ მარკის მანქანა და ერთი დიდი მანქანა ე. წ. მიქსერი (ცემენტის ამრევი). დღეს ეს მანქანები კეთილმოწყობის სამსახურის ეზოში დგას. პატარა მანქანები კი გადანაწილდება შიდა ქართლის დანარჩენი რაიონების - ხაშური, ქარელის და კასპის გამგეობებზე. რაც შეეხება იმ ჯიპს, რომელშიც მე და ბატონი ზურა ჩინჩილაკაშვილი ვსხედვართ, ზურას მანქანაა“, - გვითხრა ალიკა მაკრახიძემ.

ალიკა მაკრახიძეს ისიც ვკითხეთ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ფავორიტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს, მასაც ხომ არ გადასცეს ე. წ. სამშენებლო მანქანები, თუმცა ალიკა მაკრახიძემ ამასთან დაკავშირებით კატეგორიული უარი განაცხადა.

გერმანიაში მყოფი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მისი კუთვნილი კომპანიების „პრიზასა“ და „არტის“ ქონებას სამეგრელოსა და იმერეთის რწმუნებულები ზაზა გოროზია და მიხეილ ჩოგოვაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ჩინჩილაკაშვილი, მცხეთა-თიანეთის გამგებელი, მცხეთის გუბერნატორის მოადგილე, ფოთის მერი, იმერეთის სამაშველო სამსახურის უფროსი, კახეთის გებერნატორის მოადგილე, ასევე ახალაიები, ინაწილებენ. ხოლო „ექსპროპრიაციის“ უკან იუსტიციის მინისტრს მოიაზრებს.

„ამ ადამიანებმა დაინაწილეს და სანახევაროდ უკვე გაიყვანეს „პრიზას“ კუთვნილი მანქანები“, - უთხრა ცენტრალურ გაზეთ „რეზონანსს“ ბიზნესმენის დისშვილმა, ნიკა ხალვაშმა. თავად ქიბარ ხალვაში დარწმუნებულია, რომ უკანონოდ ჩამორთმულ ქონებას დაიბრუნებს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ყველა ის მასალა წარმოადგინა, რომელიც ჩინოვნიკების მხრიდან კომპანია „არტის“ და „პრიზას“ ქონების განაწილებას ადასტურებს.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი სტუდია „GNS“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მეგობრის სანახავად მივიდა დალუქულ ტერიტორიაზე, ხოლო მანქანა, რომელშიც ის გორში მოქმედი კომპანია „არქსტუდიო 2000“-ის მფლობელთან ალიკა მახრაკიძესთან ერთად იჯდა, სამსახურებრივია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დისშვილი ნიკა ხალვაშის განცხადებით, ჯიპი, რომელიც ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა აარჩია, ქიბარ ხალვაშის მეუღლის საკუთრება იყო.

ახალი ამბები