კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: პატრიარქზე შექმნილი პაროდიების გამო საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე დებატები დუღს

4 ნოემბერი, 2009

მოლი კორსო

საქართველოს მთავრობა იმ ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით, რომლებიც Facebook-ზე გამოქვეყნდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისთვის, გამოძიებას ატარებს. კლიპებმა საქართველოში საფუძველი დაუდო დებატებს, გამოხატვის თავისუფლების საზღვრების შესახებ.

ვიდეო, რომელიც YouTube-ზე „მამა ბუასილმა“ გამოაქვეყნა, პრო-სამთავრობო ანალიტიკური ორგანიზაციის, „თავისუფლების ინსტიტუტი“-ს თავმჯდომარის თეა თუთბერიძის Facebook-ის გვერდზე დაიდო. თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მან ვიდეო იმ დისკუსიის ფარგლებში გამოაქვეყნა, რომელიც მასწავლებლების ჯგუფთან ილია მეორის გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ამ შეხვედრაზე ილია მეორემ მასწავლებლებს უთხრა, რომ რუსეთთან 2008 წლის ომი შეცდომა იყო, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. კლიპში, რომელმაც ყველაზე მეტად მიიპყრო ყურადღება, პატრიარქის გამოსახულებაზე დადებული ხმა მკრეხელური გამოთქმებით მსმენელებს მოუწოდებდა ერთად წასულიყვნენ და სააკაშვილი (გამოთქმა წაშლილია).

„კლიპის წარმოებასა და გავრცელებაზე ოფიციალური გამოძიება 1 ნოემბერს დაიწყო“, – განაცხადა ხათუნა იოსავამ, გენერალური პროკურორის ოფისის სპიკერმა. „გამოძიების დაწყება იმან განაპირობა, რომ კლიპების საკითხი საზოგადოებისთვის საინტერესო იყო“, – ამბობს იოსავა. ილია მეორე, ალბათ, საქართველოში ყველაზე გავლენიანი საჯარო ფიგურა და ქვეყნის ნაციონალური იდენტობის ძლევამოსილი სიმბოლოა.

ორი პიროვნება, რომელთა იდენტობაც იუსტიციის სამინისტროს ვებ-საიტზეა გაცხადებული, სკოლის მასწავლებელი და სტუდენტი, დაკითხვაზე 1 ნოემბერს მიიყვანეს. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ასევე ამოღებულია კომპიუტერული აღჭურვილობაც. თუთბერიძემ EurasiaNet-ს განუცხადა, რომ კლიპებთან დაკავშირებით ისიც დაკითხეს.

გენერალური პროკურორის სპიკერმა იოსავამ განაცხადა, რომ ოფიციალურად კრიმინალური გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და დასძინა, რომ ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ, მაგრამ  დამატებით ისიც აღნიშნა, რომ გამოძიება „აჩვენებს“ იარსებებს თუ არა ვინმეს დაპატიმრების საფუძველი.

ილია მეორის სპიკერმა EurasiaNet-ს განუცხადა, რომ გამოძიება ეკლესიის სურვილით არ დაწყებულა. „ჩვენ მათთვის საქმის გახსნა არ გვითხოვია“ – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ და დასძინა, რომ არც კი იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ.

ვიდოკლიპების შესახებ უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებაში ილია მეორემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ამ „სისულელეებისთვის“ არ მიექციათ ყურადღება.  ის ასევე ამტკიცებდა, რომ კლიპების მიზანი იყო ეკლესიისადმი რწმენის შელახვით, „ძირი გამოეთხარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებისთვის“.

თუთბერიძე გამოძიებას „სრულ აბსურდს“ და უსაფუძვლოს უწოდებს.

„ამ ვიდეოებში არაფერია კრიმინალური“, – ამბობს ის – „ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლების გამოხატულებაა… რასაც საქართველოს კანონი იცავს“. დაახლოებით 200 პიროვნება  მის მხარდასაჭერად დარეგისტრირდა მისი Facebook-ის გვერდზე, აცხადებს თუთბერიძე.

პირველი ნოემბრის დებატები, რომლებიც თუთბერიძისა და პატრიარქის მხარდამჭერებს შორის უნდა გამართულიყო, გაურკვეველი მიზეზებით გაუქმდა.

საზოგადოებრივი აზრი ამ უთანხმოებასთან დაკავშირებით მკვეთრად გაიყო, რადგან თემა ქართულ საზოგადოებაზე რუსულ გავლენასაც შეეხო. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკოსებს დიდი ხანია ეჭვი შეაქვთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი მის ერთგულებაში. ისინი ასევე ცუდი თვალით უყურებენ ქართული ეკლესიის ძლიერ სულიერ კავშირებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

ქართულ-რუსული ეკლესიების კავშირების შესახებ კითხვების გაჩენას, ილია მეორის მიერ ოქტომბერში გაკეთებულმა კომენტარმაც შეუწყო ხელი. მაშინ მან განაცხადა, რომ შეიძლებოდა რუსეთთან 2008 წლის ომის თავიდან აცილება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით,  პატრიარქის სიტყვები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის დარტყმა იყო. ეკლესიის წარმომადგენლები მთელი ძალით უარყოფენ, რომ ქართულ-რუსული ეკლესიების მჭიდრო კავშირებმა გავლენა მოახდინა პატრიარქის პოზიციაზე.

საქართველოს ბევრ გაღატაკებულ  რეგიონში, საქართველოს პატრიარქისადმი მხარდაჭერა ძლიერია. იქ ილია მეორე, რომელიც 1977 წლიდანაა პატრიარქი, ქართული სუვერენიტეტის დამცველად განიხილება და მიჩნეულია, რომ  მისი ღირსება თავდასხმებისგან დაცული უნდა იყოს – თუნდაც ვიდეოკლიპების ავტორების პატიმრობითაც კი.

თბილისში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი უფრო გაყოფილია. ჟურნალ „ლიბერალ“-ში გამოქვეყნებულ კომენტარში ნათქვამია, რომ კლიპების გამო ატეხილმა „რელიგიურ-პატრიოტულმა ისტერიამ აპოგეას“ მიაღწია. განსხვავებული აზრისადმი შემწყნარებლობის  მოწოდებით, ავტორი თავის თავს სომეხს, აფრიკელს, ჩინელს, თურქ-მესხს, ჰომოსექსუალს და ლესბოსელს უწოდებს, ანუ იმ ჯგუფების სახელებს, რომელთაც ქართულ საზოგადოებაში ხშირად აყენებენ სიტყვიერ  შეურაცხყოფას”. სტატიის ავტორი ბასილ კობახიძეა, ყოფილი მართლმადიდებელი მღვდელი.

გია ნოდია, პოლიტოლოგი და სააკაშვილის მთავრობის განათლების ყოფილი მინისტრი მათ შორისაა, ვინც ვიდეოკლიპების საქმის გამოძიებამ შეაშფოთა. ის ამტკიცებს, რომ გამოძიება სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოში ”სიტყვის თავისუფლებას“.

„ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ინტერნეტის თავისუფლების  წინააღმდეგ გადადგა და იმ პრეცედენტის შექმნას ცდილობს, რომ შეიძლება გამოძიების საფუძვლად კონკრეტული ადამიანის ღირსება განიხილებოდეს“ – განაცხადა ნოდიამ – „ეს ორივე შემთხვევაში ძალიან ცუდი პრეცედენტია“.

ორიგინალი:
http://eurasianet.org/departments/insightb/articles/eav110209a.shtml 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები