კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა დედა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შვილის დატოვებით იმუქრება

4 ნოემბერი, 2009

შორენა ღლონტი,ოზურგეთი

„თუ არ დამეხმარებიან, იძულებული ვარ ბავშვი გამგეობის შენობის წინ დავტოვო, მირჩვენია... იქნებ შიმშილით აღარ მომიკვდეს. სამი დღეა პურიც არ უჭამია“, - ამბობს მანანა გოგოუაძე, რომელიც ამბობს, რომ უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევს არსებობა. მიუხედავად გაუსაძლისი სიდუხჭირისა ის ვერც უმწეოთა დახმარებას იღებს. ასევე ვერ ახერხევბს მრავალშვიალიანი დედებისა და უნარშეზღუდულ პირთა დახმარების მიღებას.

გოგუაძე თავის სამი წლის უნარშეზღუდულ ვაჟთან ერთად, გამგეობაში დახმარების სათხოვნელად კვირაში სამჯერ ჩამოდის და ათეულობით კილომეტრს ფეხით ფარავს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს აქამდე არანაირი შედეგი მიუღია. მრავალშვილიანი დედა ჩივის, რომ არანაირი სახსარი, 3 წლის ლუკას გამოსაკვებად არ გააჩნია და სწორედ ამიტომ ფიქრობს ბავშვის გამგეობის შენობის წინ დატოვებაზე.

ცივი კედლები, ერთი საწოლი, გატეხილი კარადა, მაგიდა და ორი სკამი. ასე გამოიყურება დღეს მანანა გოგუაძის საცხოვრებელი.

არც გაზქურა, არც ელექტროღუმელი და მისაღებ ოთახში, ცემენტის იატაკზე დანთებულ შუა ცეცხლზე მომზადებული წვნიანი.

ამის გამო უმწეო ქალბატონი უფასო სასადილოში სადილობას ითხოვს, მაგრამ არც ესაა ამ ეტაპზე შესაძლებელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღნიშნულ სასადილოს აღარ აფინანსებს, იქ რა ხდება საქმის კურსში არაა. 

გამგებლის, მოადგილის ლადო ქვილორიას განმარტებით კი  უფასო სასადილოში რეგისტრაცია მომავალი წლიდან დაიწყება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  მზრუნველობა მოკლებულთათვის სასადილოს“ ადმინისტრაციის განცხადებით, სადილით  ყოველდღიურად 123 ადამინია უზრუნველყოფილი. ამისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტიდან  60 ათასი ლარია გამოყოფილი.

„ამ ეტაპზე არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ქალბატონმა ისადილოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოხდება თუ უკვე შედგენილ სიას რომელიმე წევრი გამოაკლდება. პრობლემა ისიცაა, რომ გოგუაძე სოფელში, ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობს“, - გვითხრა ლადო ქვილორიამ.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გურიის რეგიონალურ ოფისში აცხადებენ, რომ გოგუაძეს საბუთები არა აქვს წესრიგში და ამ მოტივით ვერ ხერხდება მისი სოციალური მდგომარეობის შესწავლა. 

„როცა მოაგვარებს ამ პრობლემას, სოციალური აგენტი მოახერხებს ოჯახის მდგომარეობის შესწავლას“, - ამბობს ამავე სააგენტოს გურის კორდინატორი ვასო ხომერიკი.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ გურიის კოორდინატორის, გია სალუქვაძისთვის გაუგებარია, როგორ უნდა განსაზღვროს და დაგეგმოს გამგეობამ რამდენ ადამიანს სჭირდება უფასო სასადილოში სადილობა.

მისთვის მიუღებელია ის ლოგიკა, რომ სიის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების ლოდინში მეორე შიმშილით უნდა გარდაიცვალოს. „კეთილი ინებონ გამონახონ სახსრები და რამდენ ადამიანსაც ესაჭიროება აქ მომზადებული სადილი იმდენი დააკმაყოფილონ“, - გვითხრა სალუქვაძემ.

„უფასო სასადილოსთან მიმართებაში გამგეობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უფასო სასადილოთი მოსარგებლეთა კატეგორიას“, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.

„კანონის თანახმად, გამგეობა ვალდებულია ნებისმიერი განცხადება, მათ შორის  უფასო სასადილოთ სარგებლობის თაობაზე მიიღოს ნებისმიერ დროს და არ დაელოდოს წლის დასაწყისს. თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო პატრონტაჟი  სოციალური ფენის ამ კატეგორიაზე იგი უნდა გავრცელდეს ამ ფენის ყველა წარმომადგენელზე და დიფერენციაცია საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაციულია. რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობს ადამიანი სოფელში ქალაქში თუ დაბაში“, - აღნიშნავს ტრაპაიძე.

ახალი ამბები