კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რადგან რუსი ვარ, შიმშილით ხომ არ უნდა მოვკვდე?“

6 ნოემბერი, 2009
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ადამიანის უფლებათა ცენტრს მოქალაქე ლარისა სპარიხინამ მომართა. სპარიხინა აჭარაში თავს დაუცველად გრძნობს და თვლის, რომ რუსული ეროვნების გამო არღვევენ მის უფლებებს.

მარტოხელა პენსიონერი ლარისა სპარიხინა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურის მეურნეობაში ცხოვრობს. ის თავს დაუცველად გრძონს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლებიდან ყურადღება ვერ მიიღო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სახლის სახურავის შესაცვლელად ე. წ. შიფერი სთხოვა: „სახლი საკმაოდ ძველია, სახურავიდან უკვე ისე წვიმს, როგორც წვიმის დროს გარეთ. რამდენჯერმე მივმართე გამგეობას თხოვნით, რომ შიფერი მოეცათ სახურავის შესაცვლელად. როგორც იქნა თხოვნა შემისრულეს, მაგრამ მეორადი შიფერი მოიტანეს, რომელიც იმაზე უარესია, რაც ამჟამად სახლს ახურავს“.

ხელვაჩაურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან სპაროხინას შესახებ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ინფორმაციის მიღეა ვერ მოვახერხეთ.

თვეში სპარიხინას შემოსავალი 105 ლარია: პენსია და სოციალურ ბაზაში რეგისტრირებულთათვის გათვალიწინებული ფულადი დახმარება. ამ უკანასკნელს კი სექტემბრიდან ვეღარ იღებს. მიზეზი სოციალურ სუბსიდიების სააგენტოში ვერ აუხსნეს: „რატომ უნდა შეამოწმონ ყოველთვიურად? მაისში შეამოწმეს, შემდეგ სამი თვე ვიღებდი დახმარებას, სექტემბერში კი შემიწყვიტეს და კიდევ შემამოწმეს. ისიც სათქმელია, რომ სხვადასხვა სოციალური აგენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ ქულები თანდათან იზრდება. მე კი სახლიდან თითქმის ყველაფერი გავიტანე გასაყიდად, რომ პური მაინც შევიძინო. ჩემთან სახლში რომ მოხვიდეთ, მაგიდა არ მაქვს, ყავა მაინც რომ მოგართვათ. ეს ქულები კი როგორ იზრდება, ვერ ვხდები“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებას დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სპარიხინას საკითხი უკვე გარკვეულია: „თბილისმა მოგვაწოდა სიები საკონტროლო გადამოწმებისთვის. მათ შორის იყო ლარისა სპარიხინაც, ამიტომ თავიდან მოგვიწია მისი გადამოწმება. მართალია დროებით შეუჩერდა დახმარების მიღება, მაგრამ ახლა ერთიანად მიიღებს სრულ თანხას დაგვიანებული თვეების ჩათვლით“, - განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი მამულაძემ.

ლარისა სპარიხინა ამბობს, რომ ამ ორი თვის განმავლობაში შიმშილობა უწევდა, „თუკი შიმშილით მოვკვდები, შემდეგ რაღას მიშველის ორი თვის დახმარების ერთობლივად მიღება?“ - კითხვას სვამს სპარიხინა. ამჟამად ლარისა სპარიხინის ოჯახს 34 330 ქულა აქვს დაგროვილი.

„ახალგაზრდობიდან აქ ვცხოვრობ და მიყვარს საქართველო. გული მწყდება დღეს არსებული დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობზე, მაგრამ ეს მოსახლეობაზე ხომ არ უნდა აისახოს? რადგან რუსი ვარ შიმშილით ხომ არ უნდა მოვკვდე?

ახალი ამბები