კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქცია ,,რუსთავი 2“-ის დუმილის წინააღმდეგ

20 ნოემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

20 ნოემბერს „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევისას დაღუპული  ნიკა გელაშვილის ოჯახმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. გელაშვილები მომხდარისადმი ტელეკომპანიის გულგრილობას აპროტესტებენ და ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

სანდრო ეულის ქუჩაზე „რუსთავი 2“-ის კუთვნილი კორპუსი 26 აპრილს, დილის 5 საათზე ჩამოინგრა. შენობაში ამ დროს ტელეპროექტ „ვარსკვლალვების აკადემიის“ მონაწილეები და გადაცემის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - დაიღუპა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ორი თანამშრომელი - ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია.  4 თანამშრომელი  კი მძიმედ დაშავდა.

აქციაზე ნიკა გელაშვილის ოჯახის მეგობრები, ასევე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. მათ ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის სახელზე მიმართვა მოამზადეს.  ,,დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მიმართვაში. „რუსთავი 2“-ის დუმილი აქციის მონაწილეებმა კარიკატურებითაც გააპროტესტეს.

გელაშვილის ოჯახი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ერთადერთი ადამიანი - დავით გვასალია (სამშენებლო კომპანია ,,არტ-იქსის“ თანამშრომელი),  ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს ყოველგვარი ჯარიმის გარეშე.

ოჯახის ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი მთავარ პროკურატურას მიმართავს, რათა სრული გამოძიება ჩატარდეს. მისი თქმით, გამოძიება მხოლოდ გვასალიას ადანაშაულებდა და ყურადღება არ მიექცა სხვა პრების პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, მხოლოდ გვასალია ვერ მიიღებდა შენობის საყრდენ კედლის მოშლის გადაწყვეტილებას, რამაც ნგრევა გამოიწვია. გვასალია მხოლოდ და მხოლოდ მშენებელი კომპანიის ,,არტ-იქსის“ მშენებელია.

დაღუპულის ოჯახი მომავალშიც სხვადასხვა გზით შეეცდება, მიაღწიოს ობიექტური გამოძიების ჩატარებას და გამოკვეთოს ის პასუხისმგებელი პირები, რომელთა უპასუხისმგებლობამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ახალი ამბები