04:18, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიციას ოსი მოქალაქეები „გორის კაპეზეში“ უკანონოდ ჰყავდა დატყვევებული

10.12.2009
მარი ოთარაშვილი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის შუამდგომლობით გათავისუფლებული ოსი პატიმრები ცხინვალის მედიასაშუალებებთან გორის „კაპეზეში“ (წინასწარი დაკავების იზოლატორში) გატარებულ მძიმე თვეებს იხსენებენ. მათი გადმოცემით, ქართულმა პოლიციამ ისინი სრულიად უდანაშულოდ  დააპატიმრა. თავად პატიმრობა კი, საარსებო პირობებისა და პოლიციის სასტიკი მოპყრობის გამო, იმდენად გაუსაძლისი იყო, გათავისუფლების კი არა, ცოცხლად გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდათ.

პავლე ტეხოვის თქმით, ქართველმა ძალოვნებმა სოფელ დისევში ყოველგვარი ბრალდებისა და ახსნა-განმარტების გარეშე შეაგდეს მანქანაში.

„პირველად ჩვენი სასამართლო პროცესი 2009 წლის 24-25 მარტს გაიმართა. გაგვასამართლეს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით და 5 წელი მოგვისაჯეს. 4 აგვისტოს ზემდგომმა სასამართლომ გაგვამართლა, მაგრამ ამის მიუხედავად, 4 თვე გორის „კაპეზეში“ გვამყოფეს. არანაირ ბრალდებას აღარ მიყენებდნენ. არაადამიანურ პირობებში მამყოფებდნენ - 4 თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ დაბანის საშუალებას, საკვებს კი დღეში ერთხელ გვაწვდიდნენ“, – ამბობს ტეხოვი.

ყოფილი ტუსაღი იბრაგიმ ლალიევი აღნიშნავს, რომ ქართულმა პოლიციამ სრულიად უსაფუძვლოდ დაიჭირა, რადგან მათ არანაირი იარაღი არ ჰქონიათ.

„ჩვენ არანაირი იარაღი არ გვქონდა. სოფელ არცევში მცხოვრებ ნათესავებთან ფქვილი მომქონდა და ამ დროს დამიჭირეს გზაში. სამჯერ გამასამართლეს. ბოლოს – აგვისტოში. საშინელი დღეები გამოვიარეთ“, – ამბობს ლალიევი, რომელიც ქართულ ციხეში 1 წელი და 2 თვე იჯდა.  

იბრაგიმ ლალიევი ამბობს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლების იმედი აღარც ჰქონდათ. ამ უკანასკნელის დედა, თინა კაზიევა კი აცხადებს, რომ არასოდეს შეუწყვეტია ლოცვა და ღმერთს სთხოვდა, მისი შვილი ტყეობიდან დაეხსნა.

თინა კაზიევა: „ჩემი შვილი ცხინვალში დაიბადა. 6 წლის რომ გახდა, საცხოვრებლად ტაჯიკეთში გადავსახლდით. იქედან 1996 წელს დავბრუნდით. 1996 წლიდან ვლადიკავკაზში გაფორმებული ვიყავით, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები. შემდეგ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი სამხრეთ ოსეთში ვიცხოვრებდით. ჩემი სამივე შვილი ვლადიკავკაზში დარჩა. როცა იბრაგიმმა გაიგო, რომ 2006 წლის 10 აგვისტოს აქ რუსულმა ჯარმა დაიწყო მოძრაობა, ჩვენთან - მშობლებთან ჩამოვიდა. შემდეგაც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე. ოქტომბრიდან გადაწყვიტა, პროდუქტებით დახმარებოდა თავის ნათესავებს, რომლებიც არცევში ცხოვრობდნენ. ვეუბნებოდი: ნუ მიდიხარ, აქ დარჩი-მეთქი. მან კი მითხრა: ჯერ მათ დავეხმარები და მერე ვლადიკავკაზში წავალო. ამ დღის შემდეგ აღარ მინახავს. 10 ოქტომბერს შევიტყვეთ, რომ გზაზე დაუჭერიათ და გორში იმყოფებოდა“.

თავად იბრაგიმ ლალიევიც დაწვრილებით ყვება იმ ისტორიას, რაც მას დაპატიმრების შემდეგ გადახდა: „ჩვენ დაგვიჭირეს 2006 წლის 8 ოქტომბერს ქართულ სოფელ დიცში - სწორედ იმ დღეს, როცა რუსულმა ჯარმა ეს სოფელი დატოვა. ქართული პოლიციის მანქანაში 5 დაკავებული ვისხედით. გორში წაგვიყვანეს. ოთხი დღე გვცემდნენ ისე, რომ არაფერი ბრალდება არ წამოგვიყენეს. არც არაფერს გვეკითხებოდნენ. მერე გვითხრეს, რომ უნდა გაგვასამართლონ იარაღის შენახვის გამო. შემდეგ მანქანით წაგვიყვანეს რომელიღაც დამწვარ სახლში, სოფელ ტირძნისთან ახლოს. ქართულ პოლიციას უნდოდა ასეთი რამ დაედგა; თითქოს შეიარაღებული შეტაკება გვქონდა და ამ შეტაკებისას მოგვკლეს. ერთმა პოლიციელთაგანმა გვკითხა: გყავთ თუ არა ქართველი ნათესავებიო და ნაცნობებიო. ჩვენ ამაზე თანხმობა განვუცხადეთ. ამის გამო, მიხვდნენ, რომ ჩვენ ძებნას დავვიწყებდნენ, ეს  სპექტაკლი გადაიფიქრეს და ჯერ გორში, შემდეგ კი თბილისში გაგვიშვეს. მე სამი თვე საავადმყოფოში ვიწექი, თბილისის იზოლატორში. ცემისაგან ტვინის შერყევა მქონდა. თავის აწევაც კი არ შემეძლო. მინდა აღვნიშნო, რომ გორში ხუთივე ერთად ვისხედით, თბილისში კი – ცალ-ცალკე. 7 თვე თბილისში ვიყავი, შემდეგ გამგზავნეს რუსთავში. ბოლო 4 თვე კი გორის „კაპეზეში“ გავატარეთ“.

ლალიევის თქმით, მისი პირველი სასამართლო 2008 წლის იანვარში შედგა. მას პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ პოლიციამ მაინც არ გაათავისუფლა.

„სასამართლოს შემდეგ 1 თვე და 10 დღე „კაპეზეში“ ვიჯექი. მერე გავიგე, რომ ქართველებს ვიღაცაში უნდა გავეცვალე და წამიყვანეს ქართულ სოფელ ფლავისმანში. მერე ისევ დამაპატიმრეს,  ისევ „იარაღის შენახვის“ ბრალდებით“ – იხსენებს იბრაგიმ ლალიევი.        
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC